შიგთავსზე გადასვლა

მაღალი საზოგადოების ბოროტსა და კეთილს მიღმა ამბები

Image result for francoise sagan le garde du coeur

არ მახსოვს როდის, მაგრამ დედაჩემს ვკითხე, რატომ არის, რომ უბრალო ადამიანის ბამბაც ჩხრიალებს და მათ ვისაც ცნობილებს ან/ და ცნობადებს ვუწოდებთ, ადამიანები ყველაფერს პატიობენ-მეთქი. მაშინ დედაჩემმა ასეთი პასუხი გამცა, რომ ჩვენ არ გვაქვს ის შეგრძნება, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და იმიტომო. მოკლედ, რაც ეპატიება იუპიტერს ის არ ეპატიება ხარს, როგორც ცნობილია.

აი, წარმოიდგინეთ ქალი რომელიც ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად თანაცხოვრობს და პარალელურად “გაიასნებული” საყვარელიც ჰყავს… მე მაინტერესებს, გულზე ხელის დადებით, რამდენი თქვენგანი დაიჯერებს რომ ქალსა და მამაკაც ნომერ 1-ის შორის არაფერი ხდება? ქართველი კაცი ალბათ კანიდანაც ამოხტება, მის საყვარელს სახლში კიდევ სხვა კაცი რომ ელოდებოდეს და იმის დაჯერების ილუზია, რომ მათ შორის არაფერი ხდება ამ მეორე მამაკაცის მხრიდან არც უნდა გვქონდეს.

გინდათ კიდევ დავამძიმო ამბავი? ახლა ესენი სამივე რომ შეხმატკბილებულად დადიან საზოგადოებაში მაშინ რას ვეძახით ასეთ ამბებს? შვედური ოჯახიო ან menage a trois -ესე იგი, სამთა ქორწინება. ფრანსუაზა საგანის “მფარველ ანგელოზში” თქვენ წარმოიდგინეთ, თავად პროტაგონისტსაც არ სჯერა, რომ კაცი, რომელთან ერთადაც ამდენი თვეა ცხოვრობს, მისი საყვარელი არ არის. მოკლედ ყოვლად კომიკური სიტუაციია.

ადამიანებს, რომელებსაც ეკრანიდან ვხედავთ, თითქმის ვერასოდეს ვაფასებთ ობიექტურად. მათი წარმატება, მათივე იმუნიტეტი გახდება ხოლმე. აი, რომელიმე ჟან მარე რომ გეი აღმოჩნდა, მაშინ, სრულიად საბჭოთა საქალეთმა, რომელმაც სიტყვა გეის მნიშვნელობა არ იცოდა, რომ იტყვიან სახე დაიხოკა და თმა დაიპუტა. მათთვის წარმოუდგენელი ამბავი იყო.

არ გაშინებთ, მაგრამ იმავე ხელის იმავე გულზე დადებით, რომელიმე ბრედ პიტზე რომ გაიგოთ, ბავშვებს ჭამსო, მერე ნახავთ რაც მოხდება. ჩვენ ვერ ვიჯერებთ ხოლმე, რომ მაღალ საზოგადოებაში დაბალი ზნის ან/და რაიმე განსაკუთრებული ბნელი მხარეების მქონე ადამიანებიც გამოერევიან ხოლმე.

შავ სმოკინგსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი გაწკეპილი, ბაბოჩკიანი ვარსკვლავი სცენაზე ოსკარის ასაღებად რომ გამოდის, დიდად არ ვფიქრობთ იმაზე, იმ სმოკინგის შიგნით რა ადამიანია. მერე გამართლებებს ვუძებნით ხოლმე. კიი, მაგრამ აი მაგას ბავშვობაში მამამისი ფრჩხილებს აძრობდა და ტრამვა მიიღო… ახლა მე რომ დავიწყო ჩიკატილო გოგოებს კი კლავდა და აუპატიურებდა,მაგრამ ჰოლოდომორი გადაიტანა და რა ექნა-მეთქი…

ფრანსუაზა საგანს, მაგარი იუმორის გრძნობა აქვს, თავს არ ვადარებ, მაგრამ ერთი ლექტორი მყავდა, სულ იმაზე მეღადავებოდა შენს ცხოვრებისეულ შემზარავ ისტორიებს ისე როგორ ყვები, თითქოს ამინდზე ლაპარაკობდეო. ადამიანები ეკრანიდან კი არა ერთსახლში ცხოვრებისასაც ვერ ვახერხებთ ერთმანეთის გაცნობას. ისე ხანდახან ვფიქრობ, მე რომ ახლა ვიღაცას მოვუყვე ადამ კუკუს დროს ვიღაცამ რომ მაწყენინა და death note ში რომ ჩაწეროს ამ ვიღაცის სახელი… თან ოცდაოთხი წლის ვარ და ეგეთი მწყენინებლები ბევრი მყავს.

ჩემი აზრით, ლიტერატურის მთავარი წვეთი იმაშია, როდესაც მძიმე ამბებს იუმორით ყვები. ზოგადად ემოციებს გაორკეცება არ უყვარს, თუ მე არ მიყვარს ლიტერატურაში გაორკეცებული ემოციები, მოკლედ როგორც არის. იმის თქმა მინდა, რომ ის რაც მძიმეა, უფრო დამძიმებას თუ შეეცდები სიმძიმის კარიკატურას მიიღებ. ტრაგედიას,ცუდ ამბავს რაც უფრო იუმორით ყვები, მით უფრო უმძაფრდება ტრაგიკული ეფექტი, მოკლედ ოსტატობის ამბავია.

აი ფრანსუაზა “საგანი” კარგი გოგო აღმოჩნდა მაგ მხრივ. თვითირონიაც ადგილზე აქვს, როგორც ყველა ლიტერატურულ პერსონაჟს, მაგისებსაც თავისი გასჭირვებიათ და ისეთ ამბებს ყვება, მხოლოდ ჰოლივუდში თუ დაიჯერებ მათ არსებობას. ოღონდ ყვება ისე, როგორც ამინდზე, საყიდლებზე…

თვითირონია რატომ ვახსენე და ბიოგრაფიას ვინც იცნობთ ეგრევე მიხვდებით რა გაჭირვებაც ჰქონდა ჩვენს ფრანსუაზას. არაფერი დაიკლოო რომ იტყვიან აი ასეთი ამბავია. ჰოდა, “მფარველ ანგელოზში” მაგ თვითირონიას რომ ამოიცნობთ მოიწერეთ და ხელი დამიქნიეთ.

ყოველთვის პატივს ვცემ გულწრფელ ქალ მწერლებს, სწორედ ამიტომ არ ეტყობათ მათ ნაწერებს რომ ავტორი პრანჭია გოგოა. ასეთი იყო დოროთი სეიმური როგორიც იყო და რა ექნა. რა მისი ბრალი იყო. ასეთი ამბები მისნაირ ქალს თუ გადახდებოდა თავს მაგრამ მერე რაა…… რატომღაც ისე ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც ზედმეტ ყურადღებას უთმობენ სხვების აზრს, მუდამ გაუგებრობებში აღმოჩნდებიან ხოლმე, აი ისეთში, წიგნი რომ დაიწერება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: