შიგთავსზე გადასვლა

დანაშაული და სასჯელი

Преступление и наказание (1969) — смотреть онлайн — КиноПоиск

არ ვიცი ოდესმე ვაპატიებ თუ არა დოსტოევსკის, რა დღეშიც ჩამაგდო როდესაც ამ წიგნს ვკითხულობდი. არავითარ შემთხვევაში, არ ვამბობ რომ რთული ენით არის დაწერილი, პირიქით. უბრალოდ ერთია რომ ემოციურად ცოტა თუ წამიკითხავს ამაზე მძიმე და ამავდროულად უამრავი დეტალითაა დახუნძლული, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს, მე კი არ ვიცი ამას ერთ ბლოგში თუ ჩავატევ.

თავად რასკოლნიკოვი რომ განვიხილოთ, რომლის გვარიც მეტყველია და გახლეჩას, განხეთქილებას ნიშნავს, ის ღარიბი ნასტუდენტარია, ღარიბი კი არა ღატაკი. მხოლოდ სიღატაკემ შეიძლება გიბიძგოს იმისკენ, რაც როდიონ რასკოლნიკოვმა ჩაიდინა. მისი პირველადი მოტივი, ის იყო, რომ მოეკლა ბებრუხანა მევახშე, და ამით უსამართლობა მოესპო. სიკეთის სახელით, მას უნდოდა ბებრუხანა, რომელიც სხვისი ფულით მდიდრდებოდა მოეკლა და ადამიანები ეხსნა მისი მარწუხებისგან.

ჩვენ ვხედავთ როგორ უჭირს რასკოლნიკოვს და მთელ მის სიღატაკესა და გაჭირვებას ფურცლებიდან ვგრძნობთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ სიღარიბესა და სიღატაკეს შორის განსხვავება დავინახოთ. სიღატაკე, სიღარიბის უკიდურესი ფორმაა. ეს უბრალოდ სიღარიბე კი არა, ყველანაირი სიკეთისგან დაცლაა ადამიანისა. სიღარიბეს ადამიანი რთულად, მაგრამ ეგუება. აი სიღატაკეს კი სასოწარკვეთამდე შეუძლია ადამიანის მიყვანა, როგორც დაემართა კიდეც რასკოლნიკოვს.

ვისაც წაკითხული გაქვთ, გახსოვთ, რომ ბებრუხანას მკვლელობის სცენაში, გაუთვალისწინებელი შემთხვევის წყალობით რასკოლნიკოვი უდანაშაულო ადამიანსაც იმსხვერპლებს და ეს მის სასოწარკვეთას კიდევ უფრო ამძიმებს. იქ არის ერთი მეტაფორა, როდესაც რასკოლნიკოვის საცხოვრებელი შედარებულია კუბოსთან, რომელიც სულ უფრო ვიწროვდება. აქ უნდა ვიგულისხმოთ პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობა, როდესაც გამოუვალი მდგომარეობისაგან ჰაერი აღარ ჰყოფნის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასკოლნიკოვი სიკვდილის გზას ადგას.

“ასი სიცოცხლე ამ ერთი სიკვდილის სანაცვლოდ.” ამ ფრაზაში ჩანს რასკოლნიკოვის პირველადი მოტივი. რასაკვირველია, მხოლოდ სიღატაკისაგან სასოწარკვეთილ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს აზრი, რომ მას აქვს უფლება ვინმე ერთი, თუნდაც არაკეთილსინდისიერი ადამიანის სიცოცხლეზე წინ მეორესი დააყენოს და ეს მას ეპატიება.

ის რომ ცხოვრება უსამართლოა, გულის სიღრმეში ყველამ ვიცით, მაგრამ ცხოვრება უსამართლოა ნებისმიერი ადამიანის მიმართ და ამაშია მისი სამართალი. რასკოლნიკოვს კი არ ჰყოფნის გამჭრიახობა, იმის მისახვედრად, რომ თავადაც ისეთივე ადამიანია, როგორიც ყველა სხვა და ამიტომ მას რამე განსაკუთრებული პრივილეგიები, ხელყოს სხვისი სიცოცხლე, არ გააჩნია.

ისინი, ვინც ადამიანებს მართავენ და მათზე აგებენ პასუხს, უფლებამოსილი არიან ადამიანი გაანადგურონ და არავინ მოსთხოვს პასუხს. როდიონ რასკოლნიკოვი კი არ იყო ასეთი. მას ამ დანაშაულით ცხოვრება თავიდანვე არ შეეძლო, ამიტომ თავშივე განწირული იყო გამოსააშკარავებლად. ყველა ადამიანს არ შეუძლია ამ ტვირთის ატანა. “ნაპოლეონები” კი სწორედ ამით განსხვავდებიან იმ უბრალო ადამიანებისგან, რომლებსაც, მაგალითად, რასკოლნიკოვიც ეკუთვნის, რომ მათ ამის ატანისა და ამით ცხოვრების უნარი აქვთ.

სათაურშივე არის მოცემული ორი ცნება “დანაშაული” და “სასჯელი.” იქ სადაც დანაშაულია, სასჯელიც აუცილებლად იქნება, მაგრამ რასკოლნიკოვისთვის, ის სულიერი მდგომარეობა, რომელშიც მან თავი ჩაიგდო, ბევრად უფრო მძიმე სასჯელია, ვიდრე თავად პატიმრობა. ფაქტის წინაშე, საშიში აღარაფერია. სანამ რასკოლნიკოვს დააპატიმრებენ, ის ისეთ სულიერ ტანჯვებშია, რომ მისთვის პატიმრობა, შეიძლება ითქვას მანამდე იწყება, სანამ უშუალოდ მისი დანაშაული გამოაშკარავდება.

ის თავისი სინდისის პატიმარია, რომელსაც იმაზე მეტი აჰკიდა, ვიდრე ატანა შეეძლო. ზოგიერთი ადამიანი, მხოლოდ პოსტფაქტუმ აცნობიერებს, რომ ჯოჯოხეთი საკუთარ თავს თავად მოუწყო. სიღატაკე, გაჭირვება, აუტანელია მაგრამ სინდისისმიერი სასჯელი კიდევ უფრო აუტანელი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: