შიგთავსზე გადასვლა

ალუდა ქეთელაური

Image result for ალუდა ქეთელაური

ქართულ ლიტერატურაზე ისაუბრო და ვაჟა-ფშაველა არ ახსენო? მოდით დღეს ალუდას სიმართლეზე ვისაუბროთ. ალუდა ქეთელაურის ამბავზე ერთი ძველადთქმული მახსენდება. გარდაცვლილის სული და ღმერთი დაიარებიან სამოთხეში და ეს სული ხედავს, რომ პატარ-პატარა ჯგუფებად სხვა სულები სხედან. ეკითხება ანგელოზს ესენი ვინ არიანო. ერთ ჯგუფზე ღმერთი ეუბნება, ესენი მუსლიმები არიან და საღამოს ლოცვისთვის ემზადებიანო. მეორე ჯგუფი იუდეველებისა აღმოჩნდება, თორაზე საუბრობენო. როცა ქრისტიანების ჯგუფს ჩაუვლიან იქ ღმერთი ამ ახალმოსულ სულს სთხოვს, აქ ცოტა ჩუმად გავიაროთ, ესენი ქრისტიანები არიან და ამათ ჰგონიათ სამოთხეში მარტო თვითონ არიანო.

გახსოვთ ალუდას აღწერა? საფიხვნოს თავში დაჯდების, ენა მაუდის წყლიანი. საფიხვნოს თავში ჯდომა მის მნიშვნელოვნებაზე მიგვითითებს, ფაქტობრივად პირველი კაცია თემში. ყველაზე მეტი მარჯვენაც სწორედ მას აქვს მოჭრილი მტრისთვის. უშუალოდ მუცალის ეპიზოდში, კარგად ჩანს, რომ სამივე გასროლისას რჯულს უგინებენ ერთმანეთს. როცა მუცალი იარაღს გადაუგდებს და ალუდა არ აიღებს იარაღს, ვაჟკაცის იარაღს, რომელსაც ძმაც მოუკლა, ქისტიც არის, რჯულძაღლიც, მტერიც, მაგრამ ვაჟკაციც. გარდა იმისა, რომ იარაღი არ აჰყარა, არც ხელი მოაჭრა ალუდამ მუცალს. იმისთვის, რომ გავიგოთ, რატომ ოდნავ წინ, ერთ დეტალზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

გაიხსენეთ, პოემაში პატარა ჩართული თხრობაა როდესაც ალუდა თავის სიზმარს ყვება. ყოვლად შემზარავი სცენაა, მუცალს რომ ნახავს სიზმარში და მერე ადამიანის სისხლისა და ხორცისგან მომზადებულ წვნიანს რომ ჭამს. არ უნდა, მაგრამ თემის წევრები აძალებენ. ეს სიზმარი ალუდას ქმედების ერთ-ერთი გასაღებია. მან ეს სიზმარი მანამდე ნახა, სანამ მუცალს პირისპირ შეხვდებოდა. მეორე ის, რომ მუცალმა ვაჟკაცობა გამოიჩინა და არ შედრკა ალუდას წინაშე, ბოლომდე იბრძოლა და იარაღიც დაუთმო მტერს.

ღილღველი საერთოდ ადამიანადაც არ ითვლებოდა ალუდას თემში. რჯულძაღლი როგორ შეიძლება ადამიანად ჩაითვალოს? როგორ გგონიათ, ალუდამ არ იცოდა როგორ მიიღებდა თემი მის საქციელს? რა თქმა უნდა, იცოდა, მაგრამ მან დაინახა, რომ მტერიც შეიძლება იყოს ვაჟკაცი და დაიმსახუროს ვაჟკაცური სიკვდილი, ამიტომ არ მოჭრა მარჯვენა. მან მუცალში ადამიანი დაინახა, მაშინ როცა მისი თემის წარმომადგენლები მტერს არ ხედავდნენ როგორც ადამიანს. მარჯვენის მოჭრა ცალსახად ჯალათობაა, მაგრამ ისინი თვლიდნენ, რომ ურჯულო არ შეიძლება ადამიანი იყოს, ძაღლს ადარებდნენ და იმდენად არაფრად მიაჩნდათ, რომ ბავშვები თამაშობდნენ ტალახში, მოჭრილი მარჯვენით.

ალუდამ კი დაინახა, რომ მუცალიც ადამიანია, მასაც ჰყავდა ძმა, რომელიც, სხვათა შორის, ალუდამ სრული წესის დაცვით მოკლა და მაშინ არ უნანია ეს საქციელი, მაგრამ მუცალმა ვაჟკაცობა გამოიჩინა, ვაჟკაცი კი სიკვდილსაც ვაჟკაცურს იმსახურებს. პოემის ბოლოს, კარგად არის ნაჩვენები რომ ალუდა, რომელიც თემმა მოკვეთა, ისევ იმ თემის შვილია, ოღონდ გაწირული შვილი. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ გმირი იცვლება და მას მთისა აღარ ესმის, უბრალოდ ალუდა მიხვდა იმას, რასაც ვერ მიხვდა თემი. ამით გამოირჩევა ის სხვებისაგან. მან იცის, რომ თემს თავისი წესები აქვს და ის ამის შეცვლას არ ცდილობს, უბრალოდ თვითონ აღარ არის ისეთი როგორიც ადრე. ეს გმირის ტრანსფორმაციის ძალიან მაღალი ნიმუშია. ალუდამ უკვე იცის, რომ სამოთხეში მხოლოდ ქრისტიანები არ არიან.

რომ დავუშვათ, რომ ალუდამ დაიწყო თემში წესების შეცვლა, ეს ხომ ყოვლად არაბუნებრივი და ყურითმოთრეული იქნებოდა, რადგან თემი თემია და მას თავისი საუკუნოვანი ადათი აქვს, რომელსაც ვერც შეცვლი და არც უნდა ეცადო. ამაშია თემის სიმართლე. როგორც იგი გაიმართა წელში და სხვებს ვერ მოსთხოვდა იგივეს, ან როგორც პლატონის გამოქვაბულში მყოფთათვის გამოქვაბულის გარეთ სამყარო ვერ იარსებებს სანამ თვითონ შიგნით არიან, ისე თემს ვერ შეცვლის ალუდა. თემი მართალია, მაგრამ ალუდაც მართალია და ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: