შიგთავსზე გადასვლა

ლიტერატურა და შემთხვევითობა

30+ Thought-Provoking Illustrations About Modern Day Issues That You'll Need To Look Twice To Understand

დღეს უფრო მეტად თეორიულ ამბებზე ვსაუბრობ, ვიდრე საკუთრივ რომელიმე წიგნზე, მაგრამ ვთვლი, რომ ასეთი დღეები სულ ცოტა საჭიროა, თუ აუცილებელი არა. ცხოვრება ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე შემთხვევითობათა წყებაა. როცა ახლობლები ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, მაგალითად გვეუბნებიან არ იყიდო ეგრეთწოდებული ჯანქ ფუდი, კიბოს აჩენს და ჩვენ რას ვპასუხობთ? სანამ იმ ჯანქ ფუდით გამოწვეული კიბოთი მოვკვდები, შეიძლება გარეთ გავიდე, თავში აგური დამეცეს და მოვკვდე და რა მნიშვნელობა აქვსო… ძალიან სასტიკ რაღაცას ვიძახი, მაგრამ არასოდეს ბოლომდე არ ვაცნობიერებთ, რომ ცხოვრების თითოეული წამი შემთხვევათა და დამთხვევათა ჯამია. ეს ძალიან კარგად არის ნაჩვენები ფილმში “ბენჯამენ ბატონის იდუმალი შემთხვევა” როდესაც ავარიის შემდეგ მოვლენები რეტროსპექციულად არის ნაჩვენები, ბოლოდან მოქმედების დაწყების წამამდე და წუთის სიზუსტითაა აღდგენილი, რა მოვლენამ რა გამოიწვია და რა შემთხვევითობების წყალობით აღმოჩნდა ის ქალი ზუსტად იქ და იმ დროს.

მოდით, ახლა ლიტერატურულ რეალობას შევხედოთ. ლიტერატურული რეალობა ჟანრობრივი მახასიათებლის მიხედვით განსხვავდება და შესაბამისად ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ლეგიტიმურია ერთ ლიტერატურულ მოცემულობაში შეიძლება არალეგიტიმური იყოს სხვა ლიტერატურული ჟანრის მოცემულობაში. ზუსტი ანალოგისთვის, ის რაც ლეგიტიმურია კაფკას “მეტამორფოზაში” არალეგიტიმურია მაგალითად რომელიმე ნაბოკოვის “ლოლიტაში” რა განსხვავებაა ახლავე ავხსნათ.

ლიტერატურაში ნებისმიერი დაშვება ხდება ან ლოგიკის ან გარდაუვალი შემთხვევითობის ხარჯზე. კაფკას “მეტამორფოზაში” ერთადერთი დაშვებაა, რომ პერსონაჟი იღვიძებს ხოჭოს სხეულში, დანარჩენი ყველაფერი ლოგიკური ჯაჭვით, რეალურად ებმის ერთმანეთს, პერსონაჟის ხედვის არეალიდან დაწყებული თავად სხეულის აღწერით გაგრძელებული და განვითარების ხაზით დამთავრებული.

ახლა წარმოვიდგინოთ ლოლიტას სამყაროში შეჭრილი მითიური პერსონაჟები ან ფენტეზის ჟანრის რომელიმე სხვა ელემენტი. არც პერსონაჟების განვითარების ხაზი, არც მათი პროფილი, არც სიტუაციური განვითარება არ უზრუნველყოფს იმის დამაჯერებლობას, რომ ასეთი პერსონაჟები თანაარსებობდნენ რეალისტურ სამყაროში. იმისთვის, რომ პერსონაჟი ან მოვლენა, ლეგიტიმური გახადო, წინასწარი მომზადებაა საჭირო. მე ამას ეგრეთწოდებულ სეტს ვეძახი. იგივე მაგალითი ვრცელდება ზოლას, როგორც რეალისტურ პროზასა და რომელიმე დისტოპიურ ლიტერატურულ სამყაროს შორის.

აი ის აგური, ზემოთ რომ ვახსენე, ცხოვრებაში ის შეიძლება მართლა შემთხვევით ჩამოვარდეს და დაგვეცეს თავში, ლიტერატურაში კი თუ მოტივი და აუცილებლობა არ არის, მაშინ ეს ჩვეულებრივი მკვლელობაა და არა მხატვრული სვლა. თუ ავტორი შემთხვევითობას არ უქმნის წინაპირობას ან ამხსნელ გარემოებას, ეს იგივეა, როდესაც მოზაიკაში რომელიმე ფერი ნახევრამდე ააწყო და სრული კომპოზიციიდან ამოაგდო.

პერსონაჟი, რომელიც შემთხვევით ჩნდება ნაწარმოებში, თუ მას ლოგიკური განვითარება და ფინალი არ აქვს და ისევე ულოგიკოდ ქრება როგორც ჩნდება, ეს ავტორის მხრიდან სულ ცოტა უპასუხისმგებლობაა.

შემთხვევითობა ლიტერატურაში ყოველთვის ან რაღაცით არის განპირობებული, ან რაღაცით არის გამართლებული. ზამზას რომ ხოჭოდ არ გაეღვიძა, არაფერი დანარჩენი აღარ მოხდებოდა, შესაბამისად ეს დაშვება აუცილებელია. ლიტერატურული მოცემულობა განსაზღვრავს ამა თუ იმ პერსონაჟისა თუ მოვლენის ლეგიტიმურობას ტექსტში, ამიტომ შემთხვევითი არც ერთი ელემენტი არ არის ტექსტისთვის. ამის საუკეთესო აღწერა არის სტანისლავსკის ფრაზა რომ თოფი, რომელიც პირველ მოქმედებაში კედელზე კიდია, აუცილებლად გაისვრის. საქართველოში დოსტოევსკი რომ ძალიან უყვართ იცით რისი ბრალია? თითოეული მისი მოვლენა და პერსონაჟი იმ მოცემულობის ლოგიკით იმართება. დოსტოევსკის არც ერთ ადგილას არ ყავს მიტოვებული პერსონაჟი ან გაუმართლებელი დაშვება.

ლიტერატურა მატერიაა, რომელშიც თითოეული ძაფი საერთო ქსოვილს ქმნის. პათეტიკურად რომ არ გამომივიდეს, შევეცადე ამეხსნა, რა განსხვავებაა, რეალობასა და ლიტერატურულ რეალობაში შემთხვევითობებს შორის. ვინც წაიკითხავთ იქნებ გაიხსენოთ ისეთი ნაწარმოებები, სადაც დაშვება ან პერსონაჟი შუა გზაშია გაწყვეტილი და ამოვარდნილია საერთო რეალობიდან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: