შიგთავსზე გადასვლა

დიალოგები პერსონაჟებთან

---

წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი, რაზე შეიძლება ისაუბრო ლიტერატურასთან დაკავშირებით ისეთზე, რაზეც სხვებს არ უსაუბრიათ-მეთქი. რა სარგებლობა მოაქვს კითხვას?-არა ეგ უკვე ყველამ ზეპირად იცის…რომელია ათი ვიღაცა ლიტერატურულ სამყაროში? ნო, ნო, ნო………მაგას ერთი კაცი უკვე აკეთებს და მერე ხან ისინი ლანძღავენ ვისი ნათესავიც სიაშია და ხან ისინი ვისი ნათესავიც არ არის ზემოთხსენებულ სიაში, ესე იგი მაგაზე ვერასოდეს ვერავინ შეთანხმდება. ლიტერატურა საკამათო კია თავისთავად, მაგრამ ამ ნაწილში,აზრი არ აქვს.

დღეს მინდა იმაზე ვისაუბრო, რა ურთიერთობებს ვამყარებთ მკითხველები პერსონაჟებთან. სანამ უშუალოდ სჯაბაასზე გადავალ გეტყვით ამ თემის ინსპირაციას. ერთხელ ჩემი მეგობარი, რომელსაც ერთ დროს ჩემზე მეტი მკითხველური უნარ-ჩვევები ჰქონდა და შესაბამისად კარგ მკითხველადაც მიიჩნევდა თავს, ასეთ რამეს მეუბნება ტოლსტოის “ანა კარენინაზე” ბოლომდე ვერ წავიკითხე, იმიტომ რომ ანამ რომ ქმარს უღალატა ეს ვერ ვაპატიეო. ამ პერსონაჟის მთავარ ნიშას რომ ხაზი გადაუსვა გასაგებია, ლეგენდა ამბობს, მაგ ადგილას ავტორმაც გაჭედაო, მაგრამ მე სულ სხვა რამე მაწუხებს.

არ ვიცი სხვაგან როგორ, მაგრამ ჩვენთან ზედმეტად ემპათიური მკითხველი მძლავრობს. ჩვენ ზედმეტად ვიშინაურებთ პერსონაჟებს და მერე, როგორც ყველა მოშინაურებულზე, პასუხსაც ვაგებთ. არადა პერსონაჟი პერსონაჟია. გახსოვთ ადრე ლიტერატურული სასამართლოები რომ იყო? მსგავსი ფაშისტური დამოკიდებულება ლიტერატურასთან მე არ მინახავს და გაოგნებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ამ მეთოდს ზოგიერთი პედაგოგი ჯერ კიდევ მიმართავს და არა მხოლოდ სკოლებში.

როგორც გითხარით პერსონაჟი პერსონაჟია და თავისი მოცემულობიდან მოქმედებს, თავისი განვითარება და სქემა აქვს, ის სხვანაირად ვერ მოიქცევა. წეღან ანა კარენინას რას გადავეკიდე აგერ მთლად რასკოლნიკოვი ავიღოთ. ღარიბი ნასტუდენტარი, როდიონ რომანოვიჩი რომ ხარ ჩაის გარდა არაფერი შენთვის რომ არ არის და საძაგელი ბოროტი ბებრუხანა მევახშე რომ შენს ხარჯზე მდიდრდება მოკლავ აბა რას იზამ…… სპეციალურად ვახსენე რასკოლნიკოვი. იგივე, ადიულტერის ლიტერატურაში როგორიც კარენინა და ბოვარია რად უნდა იმას ახსნა, რომ იქ აუცილებლად ღალატზე იქნება საუბარი. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ თითოეულ პერსონაჟს თავისი ქცევის მოდელი აქვს და მასთან დავა, რომ ესე კი არა ისე უნდა გექნა, ასე რომ არ ყოფილიყო ისე იქნებოდაო ერთ კარგ ქართულ არც ისე გასახარელ ანდაზას მახსენებს ბებიებსა და ბაბუებზე.

მხატვრული რეალობა მოცემულობაა და მასში არ შეიძლება რაიმე განვითარდეს სხვანაირად გარდა იმისა რაც ავტორმა ჩაიფიქრა. პერსონაჟის მიმართ ემპათიას,ჩემი დაკვირვებით, ორი სახე აქვს. ერთი უპირობო მიღებაა, მეორე შავ-თეთრად დაყოფა. ეს პერსონაჟი კარგია, ის ცუდია… პერსონაჟის სიკარგე განისაზღვრება იმით, რომ ავთენტური იყოს რეალობასთან და არ იყოს სწორხაზოვანი.. მოკლედ ერთგვარი პარამეტრები ჰქონდეს, რომელსაც პერსონაჟი უნდა აკმაყოფილებდეს და არა ჩვეულებრივი ადამიანი. არსებობენ პერსონაჟები, რომლებთან დაკავშირებითაც ადამიანურ სიკეთეებზე ნაკლებად შეიძლება საუბარი, მაგრამ სრულყოფილი პერსონაჟები არიან..სტავროგინი ან ვოლანდი მაგალითად… მოკლედ ისეთები, მორალურ ჭრილში მაგარი გასალანძღები რომ არიან მაგრამ პერსონაჟებად იდეალურები.

ჩვენ პერსონაჟებს რეალურ ადამიანებად აღვიქვამთ და მათთან კამათში შევდივართ რაც ძალიან მოქმედებს შეფასებაზე, მარტო პერსონაჟის კი არა, ნაწარმოებისაც. არ ვიცი შეიძლება გულუბრყვილოდ მოგეჩვენოთ, დედაჩემი ამბობს, რომ რამდენადაც შენ პროფესიული თვალით უყურებ ლიტერატურას მკითხველსაც მაგას ნუ მოთხოვო, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, ნუ შეხვალთ პერსონაჟებთან კამათში, მიიღეთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. შეიძლება მართლა პროფესიული ჭია მჭამს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ თუ წიგნის პერსონაჟებს მიიღებთ ისეთებს როგორებიც არიან, ეს თქვენს შეხედულებებს არ შეცვლის უბრალოდ მიხვდებით, რომ თუ პერსონაჟის გაგება შეიძლება მაშინ ადამიანისა კიდევ უფრო გასაგებია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: