შიგთავსზე გადასვლა

მე-ტრამვაის ვატმანი.

Lesen versetzt dich in eine andere Welt - Buchtipps auf femundo.de | #bücher #relax  #makereadingreatagain #bookstagram #bookish #lesen #reading #books #buchtipps #rezensionen #womenreading #girlsreading

იმისთვის, რომ არ იფიქროთ მოვიდა უცხო მოყმე ვინმე და თავის ნაჯღაპნებს გვტენისო, გადავწყვიტე ცოტათი გაგეცნოთ. ვფიცავ, რომ ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ქუჩაში რომ შემხვდეთ, ამის შემდეგ, მიცნობთ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ის მაინც ხომ უნდა იცოდეთ, რომ ადამიანი ვარ :დ მაშ ასე.

  • კითხვა ოთხი წლის ასაკში ვისწავლე, ჩემით. ეს მგონი ადრეც დავწერე ფეიჯზე, მაგრამ ახალშემომატებულების გასაგონად ვამბობ, რომ მკითხველის 20 წლიანი სტაჟი მაქვს ბატონო, ასე რომ მასალა არ მოგვაკლდება ❤
  • მეშინია ძველისძველი წიგნების, ოღონდ ამას თავისი ახსნა აქვს. მე ალერგიული ადამიანი გახლავართ და თვალებზეც მცირე ასტიგმატიზმი მჭირს. ძალიან მეშინია ისეთი დაავადებების, როგორიც ბლეფარიტი გახლავთ, ე.წ. ბიბლიოთეკარების დაავადება, ამიტომ კვირაში ორჯერ აუცილებლად გადმოვალაგებ ხოლმე წიგნებს და ყდას ვუწმენდ, ასევე ფურცლებსაც ვუნიავებ, რადგან, ე.წ წიგნის ჭია, რომელიც ფურცელს უჩნდება, ბლეფარიტის წყაროა. აქვე უნდა დავამატო, რომ ეს ძირითადად იმ წიგნებს ეხება, რომლებიც ბიბლიოთეკის იმ ნაწილში აწყვია, სადაც ჰაერი და სინათლე არ აღწევს.
  • ბაკალავრიატზე თავისუფალი მეცნიერებების (Liberal Arts) განხრა დავამთავრე და ასარჩევად მქონდა ხუთი მოდული, ლიტერატურა, ფილოსოფია, ისტორია და პოლიტოლოგია. აბა, თუ მიხვდებით, მაგისტრატურაზე რომელი ავირჩიე?
  • ვერ ვმეგობრობ მეცხრამეტე საუკუნემდე არსებულ ინგლისურ ლიტერატურულ ტრადიციასთან. ეს დაახლოებით იმას გავს ძმა რომ გყავს, რომელიც სინამდვილეში გძულს, მაგრამ ძმა არის და ვერაფერს ვერ უშვრები. მოკლედ იძულების წესით ვურთიერთობთ, დეკლარირებულად, კანონის ფარგლებში.
  • თავს ორენოვან ადამიანად მივიჩნევ, არც კი ვიცი, რუსული როდის ვისწავლე, მგონი ქართულთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ახლო წინაპრებში არავინ მყავს რუსი, რატომღაც ასე მოხდა. ასევე ვსაუბრობ ინგლისურ და ესპანურ ენებზე, გაქცეულს ვაბრუნებ ბერძნულად და თურქულად, ვერაფერს გამომაპარებთ იტალიელები 🙂 ეს ჩემი ლინგვისტური წიაღსვლებით დაავადების ბრალია. სიტყვებით თამაში მიყვარს ძალიან ამიტომ მათი დაშლა აწყობის ხარჯზე ენათაშორის კავშირებით ძალიან ვერთობი.
  • საშინლად მეშინია დიდი ქანდაკებების. არადა ვოცნებობ კორკოვადოს მთაზე, ქრისტეს ქანდაკების მონახულებაზე, მაგრამ პანიკური შიში მაქვს ქანდაკებების და ვცდილობ ქალაქში არსებულ ძეგლებს თვალი ავარიდო.
  • ძალიან მიყვარს ტკბილეული, მაგრამ ბევრი ტკბილეულის ჭამისას თავი მტკივდება ამიტომ ჩემს სახლში განსაკუთრებული შემთხვევის გარდა კანფეტებს და შოკოლადებს ვერ შეხვდებით. თან ჩვიდმეტი კილო დამიკლია და მაგ მიღწევას საფრთხის ქვეშ როგორ დავაყენებ?
  • არ მყავს კონკრეტული საყვარელი მწერალი, მიყვარს ყველა ვინც კარგად წერს და არ მიყვარს არავინ ვინც ლიტერატურას უდიერად ექცევა და ამის გამო მწერალს ეძახიან. აქ ერთი ბრაზილიელი კაცი გამახსენდა, მაგრამ იყოს, მეზარება დასახელება, თავისი გასჭირვებია.
  • ასევე ბრაზილიაზე გამახსენდა, მიყვარს ბრაზილიური smooth Jazz.. საერთოდ ჯაზზე და კლასიკაზე, ასევე კინომუსიკაზე ვგიჟდები.
  • ბავშვობაში მევიოლინეობა მინდოდა……. ახლა ფლეიტას ავირჩევდი.
  • ამერიკას ცენტრალური ევროპა მირჩევნია. ადრე ასე არ იყო.
  • მიყვარს კინო. ჰოლივუდურიც და ევროპულიც, მაგრამ თუ არჩევანი დამიდგა, ევროპულ კინოს ავირჩევ. აჩქარებული ტემპი არაფერში არ მიყვარს.
  • როდესაც წიგნს ვკითხულობ და პერსონაჟი ამაღლებული ენით საუბრობს სიყვარულზე, მეცინება და ინსტინქტურად ყურებზე ვიკიდებ ხელს. ვერ ვიტან ამ პრანჭვა-გრეხას ლიტერატურაში.
  • ათი წელია, ვარ ყავაზე დამოკიდებული და ასევე ათი წელია ჩემი ნებით შაქრიანი ყავა არ დამილევია. ასევე არ ვიყრი შაქარს ჩაიში, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში გამონაკლისს ვუშვებ ხოლმე. სოფლის რძეს ვერანაირი მილიარდის ფასად ვერ დამალევინებთ 🙂

ყველა ეს ფაქტი რომ შევაჯამოთ, გამოვა რომ არც ისე ცუდი გოგო ვარ. სხვათა შორის, არაფერი მომიტყუებია და მგონი ცუდი გოგო არავარ. თუ ანკეტების შევსებას ბავშვობიდან ვერ ვიტან, მაგრამ ეს მგონი ცუდი არ გამოვიდა. ვფიქრობ მან, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ უსმინონ, სულ ცოტა, უნდა გაეცნოს მაინც ადამიანებს, ვისგანაც ამას ითხოვს.

მშვიდობიან საღამოს გისურვებთ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: