შიგთავსზე გადასვლა

ანტიგონე

Image result for ანტიგონე

ანტიგონე სოფოკლეს ტრაგედიაა თებეს ციკლიდან. ძველბერძნულად ანტიგონე ნიშნავს დაბადების წინააღმდეგ (αντι-წინააღმდეგ  γονη-დაბადება) გმირის სახელი საკმაოდ მეტყველია. უნდა გვახსოვდეს, რომ ის მეფე ოიდიპოსისა და მისი ცოლის დედოფალ იოკასტეს შვილია. იოკასტე კი ამავდროულად ოიდიპოსის დედაც არის, შესაბამისად ანტიგონეც და მისი და-ძმებიც ინცესტის ნაყოფი არიან, ამიტომ ანტიგონეს ეს სახელი შემთხვევით არ ჰქვია.

ანტიგონე, ძველბერძნულ მითოლოგიაში, სამართლიანობის სიმბოლოდ არის მიჩნეული, რადგან მისი ერთადერთი მიზანი დაუმარხავად დარჩენილი ძმის დამარხვაა, რის გამოც ის საკუთარ ბიძას კრეონს უპირისპირდება, რომელსაც ოიდიპოსის შემდეგ მიენიჭა ძალაუფლება. ანტიგონეს, როგორც პერსონაჟს ერთი მოტივაცია აქვს და ყველაფერი საბოლოოდ ამ ერთ მოტივაციას ემსახურება. გმირის პროფილის გასამკვეთრებლად, სოფოკლეს გამოჰყავს მისი და ისმენე, რომელიც ყველა იმ პარამეტრს აკმაყოფილებს, რომელიც ქალს მოეთხოვება იმ პერიოდში. რაც ყველაზე მთავარია, ანტიგონესგან განსხვავებით, ისმენე მიწიერი კანონის ადამიანია რასაც ანტიგონეზე ვერ ვიტყვით.

ანტიგონეს პარადიგმა იმაში მდგომარეობს, რომ მიწიერი კანონი უკრძალავს მას თავისი ძმის დასაფლავებას, ხოლო ღვთიური კანონებით, მიცვალებული არ შეიძლება დაუმარხავი დარჩეს. აქვე ანტიგონეს ერთ ფრაზას შეგახსენებთ, რომელიც ძალიან უყვართ ჩემს უფროს თანამეწიგნეებს, რათა შემდგომში უფრო ნათელი გახდეს რისი თქმა მინდა. ანტიგონე, რომელიც თავს წირავს ძმის გამო ამბობს მე ამას არ ვიზამდი ეს რომ ჩემი ქმარი ყოფილიყო, რადგან კიდევ შეიძლებოდა გავთხოვილიყავი, ამას არც შვილის გამო გავაკეთებდი რადგან შვილს კიდევ გავაჩენდი, მაგრამ ეს ჩემი ძმაა და რადგან ჩემი მშობლები აღარ არიან რომ ძმა გამიჩინონ ამიტომ ეს უნდა გავაკეთოო (ციტატის პერიფრაზი) აქ ძალიან მარტივად ისახება ერთი რამ, ანტიგონე ქორწინებაზე, როგორც სამოქალაქო კანონით შეთანხმებაზე და შვილზე, როგორც არჩევანზე მაღლა სისხლისმიერ კავშირს აყენებს. ამ ორს შორის განსხვავებას თუ დავინახავთ ანტიგონეს მოტივაცია აბსოლუტურად გასაგები ხდება. ანტიგონესთვის ღვთიური სამართალია განმსჯელი და არა მიწიერი კანონი.

ახლა მოდით კრეონის მოტივაციასაც შევხედოთ. კრეონის მდგომარეობა არც ისე მარტივია. ჯერ ერთი, მან არაპირდაპირი გზით ჩაიგდო ძალაუფლება ხელში და ამ ძალაუფლებას თავისთავად აკლია სიმყარე. მეორეც, კრეონმა რომ პოზიციები დათმოს, ისედაც მყიფე ძალაუფლების შენარჩუნებას ვეღარ შეძლებს. როგორც მინიმუმ, მისი ბრძანებები ლეგიტიმაციას დაკარგავს, რადგან პოლინიკე კანონის წინაშე დამნაშავეა, დამნაშავე კი დაუმარხავი უნდა დარჩეს ასეთია კანონი.

აქ სოფოკლეს თითქოს ჩიხში შევყავართ, მაგრამ ანტიგონე დათმობაზე არ წავა და აქ კიდევ ერთი მომენტია, რომ მის უშიშრობას არაფერი არყევს, რადგან ამ მიზანზე უფრო მაღალი მოტივაცია არ გააჩნია, შესაბამისად, კრეონს მის წინააღმდეგ იარაღი არ აქვს რაც ასევე დიდ როლს თამაშობს ამ შემთხვევაში.

ანტიგონე ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ განიცდის, რადგან კრეონს მისი სამართავი იარაღი არ აქვს. დაპირისპირების ხაზიც გამოიკვეთა. კრეონი თავისი ძალაუფლებითა და კანონით და ანტიგონე ღვთიური სამართლის სახელით. ფაქტობრივად ანტიგონეს დიდი უპირატესობა აქვს კრეონთან შედარებით. იმის გამო რომ ანტიგონემ მიწა მიაყარა თავის გარდაცვლილ ძმას, კრეონი მას ცოცხლად დამარხვით სიკვდილს უსჯის,მაგრამ აქაც ანტიგონე კრეონს ასე ვთქვათ თავისას არ გაატანინებს და თავად იკლავს თავს. აბსოლუტურად ყველა მცდელობაში უპირატესობა ანტიგონეს მხარეს არის, რადგან მიუხედავად ისეთი საშინელი ქმედებისა, როგორიც თვითმკვლელობაა, სწორედ იმაშია ანტიგონეს არსი, რომ არც ერთხელ უსამართლობას არ დაუთმო და თავისი არ გაატანინა.

კანონი მკაცრია, მაგრამ მაინც კანონია. ამ წესს, ისევე როგორც ყველა სხვას ერთი პირობითობა ახასიათებს, რომ მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას არ ეხება. კრეონის პრობლემა იმაშია, რომ მას ძალაუფლება ადამიანზე მაღლა უყენია. ჩვენ საუბარი გვაქვს პოლითეისტურ მორწმუნე კულტურაზე, შესაბამისად კრეონისათვის ღვთიური კანონი უნდა ყოფილიყო შემაკავებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში პატივმოყვარეობამ სძლია.

რა უცნაურია, რომ ხშირად დღესაც ვხვდებით ისეთ სიტუაციებს, როდესაც კანონსა და ადამიანურ შეგნებას შორის გვიწევს ხოლმე არჩევანის გაკეთება. დღევანდელ საზოგადოებაში, უკვე ძალიან ძნელია, ისაუბრო იმაზე, რომელია უპირატესი, მაგრამ ერთი რამ არის უეჭველი. არც ერთი ძალაუფლება, არც ერთი აღსრულებული კანონი არ ღირს ერთი თუნდაც უბრალო ადამიანის სიცოცხლის ან ღირსების ფასად. ანტიგონეს თავგანწირვა კრეონის დამარცხების ტოლფასია, რადგან ამით ანტიგონემ აჩვენა ძალაუფლების სიმცირე და კრეონის უძლურება.

პ.ს.აქ ვიღაცამ მითხრა შენი პროფესიის ხალხი სულ რატომ გვიმხელს წინასწარ რომ მკვლელი პარიკმახერიაო. ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, რომელიც ლიტერატურულ ნაწარმოებს ფუნქციურ ელემენტებად შინაარსის გარეშე დაშლის. თუ დაიბადა გაგაგებინებთ და თუ თქვენ ჩემზე ადრე გაიგეთ მოიწერეთ არ მეწყინება ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: