შიგთავსზე გადასვლა

მე, წიგნები, უნივერსიტეტი და კორონა ვირუსი

kerrielegend.com/bookstagram

დღეს პარასკევია და თან რიცხვით13. არ ვიცი ვინმეს გჯერათ თუ არა, რომ პარასკევი თარსი დღეა, მაგრამ მე საკმაოდ კარგი დღე მქონდა. ჯერ ერთი ახალი სემესტრისთვის საგნები ავირჩიე, რაც პრიორიტეტია. რადგან ჩემი პროფესია მთლიანად ლიტერატურაა, ამიტომ მოგახსენებთ, რომ ამ სემესტრში დრამის თეორიის შესწავლას ვაპირებ. ადრე ძალიან მიჭირდა პიესებთან ურთიერთობა. მერე რაღაცნაირად მივეჩვიე, შექსპირის და იბსენის ხარჯზე, ჰო და კიდევ იონესკოსიც. ახლა მინდა, რომ მთლიანად სპეციფიკაში გავერკვე. მართალია, ბერძნულ დრამას კარგად ვიცნობ, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ლიტერატურათმცოდნეებს გამოგვარჩევს სხვა მკითხველებისაგან ის არის, რომ ის რასაც მკითხველში ავტორი იწვევს, ჩვენ უკვე ვიცით, როგორ კეთდება. ეს დაახლოებით იმას გავს, როცა ილუზიონისტი ფოკუსს აკეთებს და შენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მანამ, სანამ არ დაინახავ მის სახელოში დამალულ ბანქოს და უკვე ხვდები, რომ მაგიასთან კი არა მოხერხებულ ტექნიკასთან გაქვს საქმე. ჰოდა რადგან დრამატურგია ჯერ ისევ გაოცებას იწვევს ჩემში, მინდა ვნახო ერთი როგორ აკეთებენ ეს დალოცვილები ამ ამბავს.

თანამედროვე, ფრანგულენოვანი რომანის მოყვარულები ყურადღებით იყავით ბლოგთან იმიტომ, რომ ივლისამდე ხშირად მოგამარაგებთ ნუგბარით. ფრანგულ ლიტერატურას კარგად ვიცნობ, არაფერი არ დამეწუნება, მაგრამ ერთია რომ არ არსებობს რამე არ გამომჩენოდა, მეორე კი ის, რომ ფრანგი თეორეტიკოსები, მაგალითად ჟენეტი დიდად საყურადღებო ხალხია ჩემს პროფესიაში და ნამდვილად ღირს ყურადღების მიქცევა.

ვინ მე და ესპანურენოვანი ლიტერატურა არ ამერჩია სასწავლო კურსებში. სადღაც ხომ მაინც უნდა გამომადგეს ეს დალოცვილი ენა, რომელსაც რვა წელი შევალიე. საუბარია ესპანურენოვანი ლიტერატურის ძირითად ასპექტებზე, რა თქმა უნდა მაგიურ რეალიზმზე და სხვა რამეებზე. მაინც მგონია, რომ ესპანურენოვან ლიტერატურას, თუნდაც ის მაგიური რეალიზმის ჟანრში არ იყოს დაწერილი, რაღაც ისეთი ჯადოსნური დაჰკრავს, რაც მხოლოდ ამ ლიტერატურისთვის არის დამახასიათებელი.

დანარჩენ ორ საგანს რაც შეეხება, ეს ლიტერატურის წმინდად ტექნიკური ნაწილია, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ყველა იმ ნაწარმოებზე საუბრისას, რომელსაც თქვენთვის განვიხილავ, ამიტომ ახლა ამ ამბებით თავს არ შეგაწყენთ.

ალბათ უკვე იცით, რომ lit.ge -ზე, ერთი თვის განმავლობაში, ელექტრონული წიგნები უფასოა. მე ეს ამბავი ძალიან მახარებს. რადგან უნივერსიტეტში დისტანციურ რეჟიმზე გადავედით, თავისუფალი დროც იმაზე მეტი მექნება, ვიდრე ჩვეულებრივ მაქვს ხოლმე სწავლის პერიოდში და ბლოგსაც არ მოვაკლებ ყურადღებას. პირიქით, მგონია რომ უფრო საინტერესო გახდება ჩემთვისაც და თქვენთვისაც ეს პროცესი.

ბლოგი ოქტომბერში გავაკეთე, ამ დროის განმავლობაში, მუდმივად ვცდილობ ვაკეთო ის რაც მიყვარს და რაც ვიცი ისე, რომ ეს პროცესი თქვენთვისაც საინტერესო იყოს. ცოტა მოგვიანებით შეიძლება აუდიომასალითაც შემოგიერთდეთ, რისი დიდი იმედიც მაქვს. კორონა ვირუსი ვერაფერს დაგვაკლებს მათ, ვისაც “შავი ჭირი” წაგვიკითხავს, რადგან მე ლიტერატურის დანიშნულება სწორედ ის მგონია, რომ ადამიანს აგრძნობინოს, რომ ის მარტო არ არის. ყველაფერი რაც ხდება ადრე უკვე მომხდარა და ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ცხოვრებას, ასე იქნება ახლაც.

მე ყველანაირად ვეცდები, რომ თქვენი არდადეგები, შვებულება და (არავის ვუსურვებ მაგრამ მაინც) კარანტინიც საინტერესო ამბებით შევავსო და შევამსუბუქო. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და კიდევ იმას, რომ არ აყვეთ პანიკას, ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება, სხვანაირად შეუძლებელია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: