შიგთავსზე გადასვლა

როცა ასი ლარი გაქვს და ბევრი კარგი წიგნი გინდა

რადგან ქალაქში კორონა ვირუსია, და უმეტესობა ჩვენგანი არც ვმუშაობთ და არც ვსწავლობთ, წიგნის კითხვისთვის საუკეთესო დროა. მართალია, წიგნებისთვის გამოყოფილი ფული საკმარისი არასოდეს არ არის, მაგრამ შევეცდები გირჩიოთ წიგნები, რომლებიც ერთსულოვნად ასი ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ და თან ეს ფული გადაყრილადაც არ ჩათვალოთ. მაშ ასე:

Image result for ოლდოს ჰაქსლი კონტრაპუნქტი
  • ოლდოს ჰაქსლის კონტრაპუნქტი მათ, ვისაც გიყვართ სიუჟეტური გადათამაშებები და სწორხაზოვანი სიუჟეტის მაგივრად ავტორის მიერ შემოთავაზებულ ლიტერატურულ უწესრიგობაზე უარს არ ამბობთ, გირჩევთ ამ წიგნს. თანაც ეს სარკასტული რომანი მეოცე საუკუნის ოციან წლებს კიდევ უფრო ახლებური ხერხით გაგაცნობთ. booksale.ge ამ წიგნს სულ რაღაც 16 ლარად და 95 თეთრად გთავაზობთ, 34 ლარისა და 95 თეთრის ნაცვლად.
Image result for ერნესტო საბატო გვირაბი
  • ამავე საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ ერნესტო საბატოს გვირაბი. განსაკუთრებით გირჩევთ მათ, ვისაც ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე რომანები გიზიდავთ. სხვათა შორის, ეს რომანი, არგენტინაში ეს რომანი ყველა გამომცემლობამ დაიწუნა. სამაგიეროდ, აღტაცებით შეხვდნენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ალბერ კამიუ და გრეემ გრინი. წიგნის თარგმნა და გამოცემა, ცნობილმა ფრანგულმა გამოცემლობამ, გალიმარმა ითავა. შემიძლია გითხრათ, რომ გულით და სულით გირჩევთ, რადგან საკმაოდ დატვირთული და მრავლისმომცველი სიუჟეტით დიდ სიამოვნებას მიიღებთ, სულ რაღაც 7ლარად და 95 თეთრად
Image result for დიუმას კლუბი
  • არტურო პერეს რევერტეს დიუმას კლუბი ყველა ბიბლიოფილს გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩემსავით გიყვართ და გაინტერესებთ ესპანური ხელოვნება და ისტორია. თანაც, ამ წიგნში ნაცნობ სახელებს და გვარებს ამოიკითხავთ და ფათერაკებით აღსავსე ძიებებში ჩაებმებით. მისტიციზმის მოყვარულებისთვის ხომ საერთოდ საჩუქარია ეს წიგნი და მისი შეძენა სულ რაღაც 10 ლარად და 98 თეთრად შეგიძლიათ.
Image result for სალმან რუშდი 2 წელი
  • სალმან რუშდი თუ ნობელს არ აიღებს ჩავალ სტოკჰოლმში და ათი თითით დავცინებ ნობელის მთელ კომიტეტს. მისი რომანი ორი წელი რვა თვე და ოცდარვა ღამე რეალური და ირეალური სამყაროების შერწყმაა, რომანში სიურეალისტური განვითარება სწორედ იმ საოცარ ხიბლს გაგრძნობინებთ, რომელიც თვისობრივად აღმოსავლური ლიტერატურის კუთვნილებაა, ჩემი მოკრძალებული აზრით. ზღაპრული და ადამიანური ველების შეერთებით მოყოლილი მომავლის ამბები ძალიან საინტერესოდ აღწერილი ამ ყოვლად ნიჭიერი ავტორის მიერ, ნამდვილად საინტერესო მოგზაურობაა და უარი არ უნდა თქვათ. წიგნის საფასური 8 ლარი და 78 თეთრია
Image result for გარდავედ მოსე
  • გარდავედ, მოსე -უილიამ ფოლკნერი– ამ წიგნზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, ფოლკნერის დიდებაზე ერთხელ უკვე ვისაუბრე და ამ წიგნზეც აუცილებლად ვისაუბრებ უახლოეს მომავალში. მანამდე კი, გეტყვით, რომ ცნობიერების ნაკადის მოყვარულებს ზუსტად ეს წიგნი გჭირდებათ. სხვათა შორის, ფოლკნერსაც სულ სხვა თვალით შევხედე ამ წიგნის შემდეგ და თქვენც ნახეთ იმედი მაქვს ძალიან ისამოვნებთ და ბოლოს, Go down, Moses, let my people go ! ეს სიამოვნება 10 ლარი და 95 თეთრი ღირს
Image result for ექიმი ჟივაგო
  • ბორის პასტერნაკი-ექიმი ჟივაგო გახმაურებული რომანია, რომელიც ისევ და ისევ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ნიჭიერი პოეტისა და ექიმის თავს გადახდენილ ქარტეხილებზე გვიამბობს. “ექიმი ჟივაგო” ჩემი ღრმა რწმენით, ერთ-ერთი აუცილებლად წასაკითხი წიგნია, საბჭოთა ლიტერატურის თაროდან. ჯერ ერთი, ყოველთვის საინტერესოა, როგორ წერენ ისეთი დიდი პოეტები, როგორიც ბორის პასტერნაკია პროზას, მეორეც, ჟივაგოს ლექსები ხომ სინამდვილეში პასტერნაკის ლექსებია… ჟივაგოს ამბავი კი იმ დროის ამბავია, რომელშიც მას მოუწია ცხოვრება. ამჟამად ამ წიგნის შეძენა booksale.ge-ზე შეგიძლიათ 9ლარად და 95 თეთრად

დარჩენილი თანხით, მოდით readersland.ge-ზე შევიხედოთ და ვნახოთ რა ხდება.

Image result for გოლემი
  • ებრაულ ფოლკლორში, არსებობს ასეთი არსება, გოლემი, რომელიც თიხისგან, ან ქვიშისგან და წებოსგან შეიქმნა და მაგიურმა ძალებმა გააცოცხლეს ეს იგივეა, რასაც რუსები человек оболочка-ის ეძახიან. გოლემი სპეციალურად შექმნილი არსებაა, რომელმაც ებრაული მოდგმა უნდა დაიცვას და ერთგვარი შავი საქმეები უნდა აკეთოს. გუსტავ მაინრიკის-გოლემი პრაღაში, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება, პოლიტიკურ სოციალურ და ბიუროკრატიულ პერიპეტიებს თან ერთვის მისტიკური საბურველი. აქვე რემარკა, გოლემი პრაღაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლეგენდაა და ლეგენდა ამტკიცებს, რომ გოლემი პრაღაში შეიქმნა. ასე რომ, შემთხვევითი არ არის ამ რომანის სათაური. რომანის შეძენა მხოლოდ 10 ლარად და 48 თეთრად შეგიძლიათ. readersland.ge-ზე
Image result for მაიკლ კეის ცხოვრება და დროება
  • რომანს „მაიკლ კეის ცხოვრება და დროება“, რომელიც კრიტიკოსების მიერ აღიარებულია მწერლის საუკეთესო ნაწარმოებად, 1983 წელს მიენიჭა ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია “ბუკერი”. 2003 წელს ჯონ მაქსველ კუტზეეს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. კუტზეეს ეს ნაწარმოები ერთგვარად ნაცნობია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სამყაროს განსხვავებულად აღიქვამს. ისევე განსხვავებულად, როგორიც თვითონ არის. მე ვფიქრობ ვინც კუტზეეს არ იცნობთ, სწორედ ამ ნაწარმოებით უნდა დაიწყოთ და ყოველგვარი ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ვუწევ რეკომენდაციას მაიკლ კეის, ის იმსახურებს თქვენს თაროზე ყოფნას ეს ამბავი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის საიტზე 10.90 ლარი ღირს.
Image result for შიშველი საუზმე
  • უილიამ ბეროუზი- შიშველი საუზმე ნეტავ იცოდეთ, ჩემი და ბეროუზის ურთიერთობის ყველა სიგიჟე! არ ვიცი ამ კაცს და ამ რომანს რა ვუწოდო. მე მიყვარს როდესაც ადამიანი შელამაზების გარეშე პირში მთქმელ ლიტერატურას მთავაზობს და ბოლოს ვფიქრობ, რომ მხოლოდ ძალიან ნიჭიერ მწერალს შეუძლია ისეთი ავანტიურისტი იყოს, როგორიც ბეროუზია. განსაკუთრებით მათ, ვისაც ქიმიური დამოკიდებულებების მსხვერპლებთან გაქვთ ურთიერთობა, ეტაკეთ და წაიკითხეთ, მართალია შეიძლება ვერ გადარჩეთ ამდენი სიმართლისგან, მაგრამ დამიჯერეთ ნამდვილად ღირს, არც ისე ძვირი 14.90

სრულმა დანახარჯმა 101 ლარი და 90 თეთრი შეადგინა, თუ მაინცდამაინც ის ერთი ლარი დაგაკლდათ მომმართეთ, ოღონდაც ყველა ეს წიგნი ოდესმე აუცილებლად წაიკითხეთ, რომ მერე თქვათ ამ შეჩვენებულმა ვატმანმა ტრამვაის მართვა იცის თუ არა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: