შიგთავსზე გადასვლა

ვანკა-ანტონ ჩეხოვი

Image result for ванька чехов

გაზაფხულია და ალბათ ახლა მეტყვით რა დროს შობაა, ხომ არ შეიშალე, ძლისვს გადაგვიგორებია ზამთარიო, მაგრამ…

როცა ძალიან პატარა ვიყავი და თოვლის ბაბუის ჯერ კიდევ მჯეროდა, ახალი წელი და შობა ჩემთვის მთავარი დღესასწაულები იყო. რაც წამოვიზარდე, ნებისმიერი დღესასწაული, მხოლოდ ქაოსთან, ოჯახისწევრების გადაღლილ სახეებთან, ქუჩაში მოსიარულე ნაბახუსევ ბიძიებთან ასოცირდება, რომლებსაც მიუხედავად საშინელი გულძმარვისა მაინც უნდათ, რომ წელიწადში სამას სამოცი დღე ახალი წელი იყოს.

მოკლედ, მგონია რომ დღესასწაულები, მითუმეტეს შობა-ახალი წელი, მაინც ბავშვების უფროა, ვიდრე უფროსების. მე საკმაოდ ერთფეროვნად ვატარებ ამ დღესასწაულებს და მოსაყოლიც არაფერი მაქვს, ამიტომ იმ ბავშვებზე მოგიყვებით, რომლებსაც დღესასწაულები არ გააჩნიათ, ვანკაც ასეთი ბავშვია.

ობოლი ვანკა, დედის გარდაცვალების შემდეგ, ერთ მეწაღეს მიაბარეს შეგირდად. ვანკას სოციალური მდგომარეობა, იმთავითვე გასაგები იყო. სანამ დედა ცოცხალი იყო, მოახლედ მუშაობდა ერთ ოჯახში, სადაც დიასახლისმა, ოლგა იგნატიევნამ დროის გაყვანის მიზნით, ვანკას წერა-კითხვა და ასამდე დათვლა ასწავლა. ოლგა იგნატიევნას პიროვნებაზე, მხოლოდ ვანკას გადმოსახედიდან შეგვიძლია მსჯელობა და უნდა ითქვას რომ ის მისი მადლიერია.

ვანკას საშინელ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მეწაღე და მისი მეუღლე როგორც ხელის ბიჭს ისე იყენებენ ცხრა წლის ვანკას და დედი მისის შვილია რამე არ მოეწონოთ უმოწყალოდ ურტყამენ რაც ხელში მოხვდებათ. ვანკას ევალება ბავშვის დაძინება ვანკას ევალება მოტანა, წაღება… ვანკას იმდენი უნდა ეძინოს, რამდენსაც მოასწრებს, ბავშვი თუ აბღავლდა მთელი ღამე უძილოდ დარჩება. მოკლედ რომ ვთქვათ, ვანკა სასოწარკვეთილებამდეა მისული.

ამ პაწაწინა ამბავს, წერილის ფორმა აქვს, რომელსაც ვანკა ბაბუას უგზავნის. თავად ბაბუა დარაჯად მუშაობს მუდამ მოღიმარი მაგრამ ალკოჰოლისგან შეშუპებული თვალები აქვს და ის ერთადერთია ვინც ვანკას დარჩა.

ეს ამბავი განწირული ყვირილია დახმარების მოლოდინში, რომ ვანკამ თავი დააღწიოს ამ კატორღულ პირობებს, თორემ წინ მხოლოდ სიკვდილი ელის, უეჭველად. ვანკას მთელი გულით უნდა რომ ერთხელ მაინც სხვებთან ერთად, თავის ბაბუასთან ერთად შეხვდეს შობას. თუ ვანკა მეწაღესთან დიდხანს დარჩება, ნამდვილად ვეღარ გაატანს. ეს იმდენად გულწრფელი და ადამიანური სურვილია, რომ შეუძლებელია ადამიანი არ შეძრას. რა შეიძლება ადამიანმა ინატროს მაშინ, როცა ყველაფრის იმედს კარგავს? რა უნდა ინატროს ცხრა წლის ბავშვმა, რომელიც აბსოლუტურად უძლურია უფროსებისა და თავისნაირივე შეგირდების წნეხის წინაშე? წამიყვანეთ აქედან, მეტი ხომ არაფერი მინდა… ასე ცხოვრება შეუძლებელია. ბაბუას დახასიათებითა და მისი ცხოვრების პირობების გაცნობით ვხვდებით, რომ ვანკას მაინცდამაინც დიდი შანსი არ აქვს, მაგრამ ის მაინც ოცნებობს და ეს ყველაზე ნამდვილი ოცნებაა.

როცა “ვანკა” წავიკითხე, თითქოს მთელი სისასტიკე სახეში მეცა, ცხოვრების ცინიზმისა, რომ ქუჩაში გამოსულ ნაბახუსევ ბიძიებს სმა-ჭამისგან გულძმარვა ეწყებათ. ერთმანეთს ცალყბად უღიმიან და გულგრილად ულოცავენ დღესასწაულებს, რომლებიც მათი აზრით ყოველ დღე უნდა იყოს, აი ვანკას კი ახალი წელი და შობა არასოდეს ჰქონია და მე არ მესმის, რა აზრი აქვს შობა-ახალწელს, თუ ის ბავშვებთან არ მოდის…..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: