შიგთავსზე გადასვლა

კატა წვიმაში

simple et bon — my-retro-vintage:  Ernest Hemingway...

ერნესტ ჰემინგუეი… ან უბრალოდ ჰემი.. ისევე როგორც დაკარგული თაობის სხვა წარმომადგენლები, თავის მოთხრობებსა და რომანებში მუდამ მარტოსულობის განცდით არის სავსე. ზოგადად ჰემი ისედაც ტრაგიკული პიროვნება იყო და ეს მისმა ბიოგრაფიამ დაამტკიცა.

“კატა წვიმაში” მცირე მოთხრობაა. სიმართლე რომ ითქვას, შინაარსობრივად ბევრი არაფერია მოსაყოლი. ამერიკელი ცოლი და ქმარი ცხოვრობენ სასტუმროში და ქალს უნდა, რომ კატა აიყვანოს ნომერში. გარეთ, საშინლად წვიმს და კატა თავს მაგიდას აფარებს. ქალს ძალიან უნდა ეს კატა. ქალს უნდა რომ ჰყავდეს კატა, შეიჭრას თმა და იყიდოს ახალი კაბა. აქ იტყოდნენ, მორჩა კინოო, მაგრამ ჰემი რისი ჰემია, რომ მოკლე ამბავში დიდი ამბავი არ ჩადოს.

ორი საგულისხმო მომენტია ამ ისტორიაში. როდესაც ქალი კატის ამოსაყვანად ჩადის, სასტუმროს მეპატრონეს ხვდება. აქ აღწერილია რამდენად პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ადამიანად გრძნობს ეს ქალი თავს, ორ სიტყვიანი გასაუბრების შემდეგ ამ კაცთან. ადამიანს სასოწარკვეთილი მარტოობის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ ერთმა წვეთმა ყურადღებამ ამხელა ემოცია გამოიწვიოს.

მეორე მომენტი არის, როდესაც ქალი ნომერში ბრუნდება ქმართან, კატის გარეშე. აქ ჩანს როგორ გულგრილად და აგდებულად ექცევა მას ქმარი და რამდენად გაწყვეტილი აქვთ მათ კავშირი ერთმანეთთან. ორი ადამიანი, რომელიც ერთად ცხოვრობს, ცოლ-ქმარია და აბსოლუტურად უცხო და გაუგებარი არიან ერთმანეთისთვის.

აქ იმაზე არ არის საუბარი რომ ქალის მარტოსულობა მისი დაუკმაყოფილებლობის შედეგია მხოლოდ. უბრალოდ ადამიანები მუდამ მარტოსული არიან. იმდენად რამდენადაც ამ ქალს, უნდა რომ იზრუნოს კატაზე, მიუსაფარ არსებაზე და თავის განსხეულებულ მარტოობას უშველოს, მისი ქმარიც ისეთივე მარტოსულია, უბრალოდ წიგნისთვის შეუფარებია თავი და გარესამყაროსთან კონტაქტი გაწყვეტილი აქვს. იმდენად არის მოწყვეტილი იმ გარემოსგან სადაც იმყოფება, რომ ვეღარაფერს ამჩნევს, ვერ ამჩნევს, როგორ გავიდა მისი ცოლი გარეთ ქოლგის გარეშე, ეს მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვამ შეამჩნია ერთ წუთში, როგორი თავგანწირვით ეძებდა კატას… ეს კაცი ვერაფერს ამჩნევს.

საერთოდ, სამყაროსგან გაუცხოვებას და განრიდებას, ერთი ცუდი რამ ახასიათებს, გაბრმავებს და შენ გარშემო ვეღარაფერს ამჩნევ. ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. რა თქმა უნდა, ადამიანი მიდრეკილია მარტოსულობის განცდისაკენ, მაგრამ ამის დანახვა, ხშირად, შეუიარაღებელი თვალისთვის, ძნელია.

როდესაც გარეთ ძალიან წვიმს, შეიძლება ქუჩაში მიუსაფარი კატა თავშესაფარს ეძებს. როდესაც გარეთ თავსხმაა, ფანჯრის მიღმა, შეიძლება ორი ერთმანეთის ახლობელი, მაგრამ სრულიად უცხო ადამიანი ზის და აქედან ერთს, ძალიან უნდა, რომ ვიღაც ჰყავდეს. თუნდაც კატა, ოღონდაც ჰყავდეს…

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: