შიგთავსზე გადასვლა

მექანიკური ფორთოხალი

23 Book Covers Show What Goes into Best-Seller Design – A Clockwork Orange

მთელი სულით და გულით ვცდილობ, ლიტერატურა ბლოგისთვის ისე შევარჩიო, რომ გარკვეულწილად, თემატურად არ განმეორდეს ხოლმე, მაგრამ მუდამ ისე ხდება, რომ რაზე დაწერაც აუცილებლად მიმაჩნია, ცოტათი მაინც დაემთხვევა ხოლმე ერთმანეთს თემატურად.

ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალი” იმდენად მცირე ზომისაა სანამ გავიაზრე რომ დაწყებული მქონდა უკვე დამთავრდა ამბავი და ცოტათი დაუკმაყოფილების განცდაც დამიტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსი მოძალადე და აღვირახსნილი ადამიანი იყო მაინც ძალიან ვგულშემატკივრობდი. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სახლში შევარდნისას ქალი გააუპატიურა საკუთარი ქმრის თვალწინ და დააპატიმრეს, ახლა უკვე ჩემს კეთილგანწყობას ლეგიტიმაცია მიეცა. ალექსის ძალადობისგან განკურნებას მთავრობა ძალადობითვე ცდილობს და ამას ლუდოვიკოს მეთოდს ეძახიან.

საერთოდ ასოციაციური აზროვნება ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკაში და როგორც ჩანს ეს მათ ძალიან კარგად იცოდნენ. დასვეს ალექსი და კლასიკური მუსიკის თანხლებით ძალადობის შემცველი ფილმები აყურებინეს სანამ ძალადობა, ასოციაციურად, თავის ტკივილსა და გულის რევასთან არ დააკავშირა ცდისპირმა ანუ ალექსმა.

ტოტალიტარიზმის პირობებში ძალადობა არავის გაკვირვებია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ის კი ვეღარ გათვალეს, რომ ალექსი, რამდენადაც მორჩილი და ძალადობისაგან დაცლილი გახდებოდა, იმდენადვე დასჭირდებოდა დაცვა. ჰოდა ბერჯესი რომ ძალიან მაგარია, იმაშიც ჩანს, რომ მთავრობამ იმის მაგივრად, რომ აწ უკვე განკურნებული ალექსის უსაფრთხოება უზრუნველეყო აიღო და ეს ჩვენი გასუფთავებული გალმობიერებული და ერთი სიტყვით დიმიტრი გელოვანი დაარესეტა და ისევ ძალადობრივ ფსიქიკურ მდგომარეობაში დააბრუნა, აქაოდა ბიჭს ცოდვებმა უწია და ფანჯრიდან გადმოხტა და შემდეგში რამე არ მოიწიოსო.

ალექსის ჩართვა/გამორთვა დაახლოებით იმას გავს, კომპიუტერში ყველა ფაილი რომ წაგეშლება და სისტემას თარიღის მიხედვით რომ გადაიყვან ძველ დროზე, აი system restore-ის რომ ვეძახით. ესეც ძალადობაა რასაკვირველია და გარკვეულ კვალს აუცილებლად ტოვებს, მითუმეტეს, როცა საქმე ადამიანის ფსიქიკას ეხება.

წიგნში ორმაგ ძალადობაზეა საუბარი, როდესაც, ჩვეულებრივ ძალადობა დასჯადია თუკი ის ერთი კონკრეტული სუბიექტისგან მოდის, ხოლო თუ ძალადობის სუბიექტი სახელმწიფოა, მაშინ ძალადობა ლეგიტიმური ხდება და დასჯას არ ექვემდებარება. პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ თუნდაც მკურნალობა დავარქვათ ალექსის ფსიქიკის გადაწყობას, თუკი მას შედეგი არ მოყვება და იგივე პირობებში ამყოფებ მაშინ ამგვარი “მკურნალობა” აზრს კარგავს.

სისტემა მუდმივად ძალადობს ადამიანზე, ამას ჯერ კიდევ პლატონი და სხვა ფილოსოფოსები აღიარებდნენ და სახელმწიფოს ლეგიტიმურ მოძალადეს უწოდებდნენ, მაგრამ თუკი ამ ძალადობას შედეგად წესრიგი არ მოჰყვება მაშინ სახელმწიფო კასტრატის პოზიციაში აღმოჩნდება ხოლმე, რაც ამ შემთხვევაში ძალიან კარგად გამოჩნდა.

ალექსის მიმართ ჩემი კეთილგანწყობა იმან გამოიწვია, რომ ნაცვლად დასჯის იმ მეთოდებისა, რომლითაც მოძალადეები უნდა ისჯებოდნენ კანონის წინაშე, მას როგორც მექანიკურ ფორთოხალს ისე ექცევიან და ცდილობენ შესაბამისად მომართონ. არც ერთი მეთოდი, რომელიც ადამიანის პიროვნებისა და ეგოს დათრგუნვაზეა ორიენტირებული არ შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს. თავად სათაურსაც თუ დაუფიქრდებით, ისეთივე აფსურდულია, როგორც თავად ეს მეთოდი. როგორც ფორთოხალი ვერ გახდება მექანიკური, რომ როცა მოგინდება ჩართო და გამორთო, ზუსტად ისე, ადამიანს ვერ მომართავ და ვერ გადააკეთებ, ნებისმიერი მსგავსი მცდელობა კრახისთვის არის განწირული. დასასრულში კი ეს კარგად ჩანს როცა ალექსი აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი ეგოსგან და ფიქრობს იმაზე, როგორი იქნება მისი მომავალი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოიარა. სავარაუდოდ ეყოლება ოჯახი, შვილები, ცოლი, მაგრამ როგორ გავლენას იქონიებს განვლილი მის მომავალზე უცნობია.

პ.ს. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბლოგის ერთგული მკითხველი შემოგვიერთდით ფეისბუქზე ან მეილის საშუალებით და ერთად ვისაუბროთ ლიტერატურაზე. ლინკები მოცემულია მარცხენა სვეტში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: