შიგთავსზე გადასვლა

ალბერ კამიუ- უცხო

The Stranger - A book cover for Albert Camus' novel on Behance

ცხოვრებაში ერთხელ, ხელში აუცილებლად მოგხვდება ისეთი წიგნი, რომელიც საკუთარ სიმცირეს გაგრძნობინებს და სწორედ ამაში იქნება მისი სიდიდე. ამჯერად, ალბერ კამიუს, მერსოს გზას გავყვებით. მსოფლიოში ყველა ადამიანს უყვარს დედა, თუ რა თქმა უნდა ნორმალურია ან თვითონ ან დედა. ასე ამბობს კულტურული პარადიგმა.

მერსო ამ კულტურული პარადიგმიდან შორს მდგომად მოგვეჩვენება, თუ მხოლოდ შორიდან შევხედავთ, როგორი სიმშვიდით იღებს ცნობას დედის გარდაცვალების შესახებ. როგორ არ ღალატობს თავის რუტინას და სოციალურ ცხოვრებას, თუმცა არც ამ სოციალურ ცხოვრებაშია რამე განსაკუთრებული, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მგლოვიარეები კინოთეატრში არ დადიან და არც სექსით კავდებიან მთლად გლოვის მეორე დღეს.

როდესაც მერსომ არაბს ოთხჯერ ესროლა და ამისთვის დააპატიმრეს, მოსამართლემ სწორედ ეს არგუმენტები გამოიყენა განსასჯელისთვის თავის მოსაკვეთად. მერსო ამბობს, რომ ძალიან ცხელოდა და ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მაგრამ ამბის მთავარი ნაწილი მკვლელობა არ არის. მკვლელობა ერთგვარი კატალიზატორია.

მერსო მარტოსული ადამიანია. მარტოსული ადამიანები ხშირად ორ ნაწილად იყოფიან ისინი ვინც ყოველ ურთიერთობას ეჭიდებიან ხავსივით და ისინი, ვინც ამ მარტოსულობას იმდენად ეჩვევიან, რომ სამყაროს კიდეში აღმოჩნდებიან ხოლმე. ასეთ ადამიანებს სამყაროსგან შუშის ფარდა გამოჰყოფს და როგორც არ უნდა უყვარდეთ მეორე ადამიანი, დედა იქნება ეს თუ სხვა, მუდამ საკუთარ პრიზმაში არიან გამოკეტილნი, მერსოც ასეთი იყო.

თავად სათაურიც, “უცხო” ორმაგი მნიშვნელობის სიტყვაა. უცხოა ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობთ, ჩვენ არ გვგავს. უცხოა ადამიანი, რომელიც ადამიანის შესახებ ჩვენეულ წარმოდგენას არ შეესაბამება. მერსო უცხოა. სიტყვა “უცხოს” მნიშვნელობის მეორე ნაწილი კი უფრო უკეთ აღწერს მერსოს მდგომარეობას. ისევე როგორც თვითონ სხვებისთვის, სხვებიც მერსოსთვის უცხონი არიან. მერსოსთვის უცხოა ყველაფერი რაც ამ სამყაროს პარადიგმებს ამაგრებს. ყველაფერი, რასაც ადამიანები ეტიკეტს ან ნორმებს ეძახიან მერსოსთვის არაფერია.

ჩვენ ყველანი, დაბადებიდან გარკვეულ წესებს ვსწავლობთ, რომლებითაც ვმოქმედებთ და მუდამ ვითვალისწინებთ გარესამყაროში არსებულ ნორმებს, რომლებიც ჩვენს ემოციებს, ქცევებს და საერთოდ ცხოვრებას განსაზღვრავენ. მერსო კი ასეთი არ არის.

სასამართლოს მთავარი ფუნქცია თუ სამართლიანობაა და ამაზე ვთანხმდებით, მაშინ ამ ამბავში ყველაზე დიდი მონსტრი სწორედ მოსამართლეა. ადამიანს სიკვდილი მიუსაჯო იმის გამო, რომ მისი ქცევის კოდექსი შენსას არ ემთხვევა და შენს წარმოდგენებს ადამიანზე უკუაგდებს?

საქართველოში, გარდაცვლილის დატირების ისეთი ტრადიცია გვაქვს, მაგალითის მოშველიება არ გამიჭირდება. ზოგჯერ მოტირლებს რომ ქირაობენ ხოლმე, განსაკუთრებით დასავლეთში ხომ იცით… რა გულწრფელობაზეა საუბარი არ მესმის. ეს ყველაფერი ხშირად თეატრალური წარმოდგენაა და მეტი არაფერი და იმის გამო, რომ ადამიანი ისე არ ტირის, როგორც საჭიროა მისთვის თავის მოჭრა წარმოუდგენელია. მაგალითი შეიძლება ბრუტალურია, მაგრამ თუ ავტორიტეტულ ყაროებს დავუჯერებთ, ალბერ კამიუმ თქვა, რომ მერსო სწორედ ის ერთადერთი ქრისტეა, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მერსო სწორედ იმ აბსურდს ემსხვერპლა, რომელზეც კამიუმ ააგო თავისი შემოქმედება, ქრისტეს მსგავსად, ისიც სხვების სიბრმავეს ემსხვერპლა.

როგორც ამბობენ, ნამდვილი ბრმა სწორედ ის არის ვისაც დანახვა არ უნდა. ამ აბსურდულ რეალობაში, ერთი ისეთი ადამიანი გამოერია, რომელიც სხვებს არ ჰგავდა და სხვებივით მუდამ რაღაცის მონა არ იყო. ერთი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად დაცლილი იყო ქაოტური ვნებისა და ამბიციებისგან, რომ ვიღაც გამხდარიყო, რადგან ის უკვე განსაკუთრებული იყო. ასეთ დროს კი ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ დაუფიქრდნენ და გაუგონ სხვის პიროვნებას (რასაც თავად მუდამ მოითხოვენ ერთმანეთისგან) სასწრაფოდ მონსტრად, ავაზაკად შერაცხავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაიგეს და არც სურვილი გასჩენიათ გაეგოთ და ავიწყდებათ, რომ ადამიანი თავად არის უმაღლესი ღირებულება სამყაროში. მერსო ისევე როგორც ქრისტე, უცხო სხეული იყო ამ აბსურდულ სამყაროში, უცხო სხეულს კი ყოველთვის ანთებითი პროცესი გამოდევნის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: