შიგთავსზე გადასვლა

მარტოობის ასი წელიწადი-მაკონდოს ციკლი

Use links below to save image.

დღეს 6 მარტია. 1927 წლის 6 მარტს, დაიბადა მაგიური რეალიზმის ერთ-ერთი მამა-მთავარი, გაბრიელ გარსია მარკესი (გაბო) და ვისზე უნდა გვესაუბრა ასეთ დროს თუ არა ამ ეპოქალურ ადამიანზე.

მისი რომანი, მარტოობის ასი წელიწადი, მოგვითხრობს ბუენდიების ოჯახის ისტორიას, რომელიც საუკუნეზე მეტ ხანს გრძელდება. ამ რომანის კიდევ ერთი, და მე ვიტყოდი, მთავარი პერსონაჟია თავად ქალაქი მაკონდო, რომელიც ბუენდიების ოჯახმა დააარსა და ისეთივე სასიცოცხლო ციკლს გადის, როგორც ნებისმიერი ცოცხალი არსება.

დასაწყისი

გაივლის წლები და კედელთან დახვრეტის მოლოდინში მდგომი პოლკოვნიკი, აურელიანო ბუენდია სწორედ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მამამისმა პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად.

არ შემრცხვება, თუ ვიტყვი, რომ ეს მსოფლიოლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროლეფსისია (ამბის თხრობა მომავალ დროში როდესაც ამბავი ჯერ არ მომხდარა, მაგრამ წინასწარ ვიცით, რომ აუცილებლად მოხდება) ყინული შემთხვევით არ მიხსენებია და ამას ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით, ოდნავ მოგვიანებით.

ხშირად მსმენია, რომ “მარტოობის ასი წელიწადი” არ მიაჩნიათ ხოლმე დიდ და მნიშვნელოვან ლიტერატურად. ეგ კი არა, მწვავე კრიტიკაც კი მომისმენია იმის შესახებ, თუ რამდენად არაფრისმომცემი აღმოჩნდა წიგნი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს და შევეცდები ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე მათ. თუ ვინმეს ჩემეული ანალიზი ტექსტის უკეთ გაგებაში დაეხმარება ძალიან გამიხარდება.

მე ხშირად ვამბობ, რომ არსებობს წიგნები, რომლის წაკითხვამდეც, მომზადებაა საჭირო და ეს წიგნიც ერთ-ერთი მათგანია. მომზადებაში ისეთი ტექსტების წაკითხვას ვგულისხმობ, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სხვა ტექსტებზე, მაგალითად, ასეთია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბიბლია.

როდესაც მაკონდო დაარსდა, ის ჩაფიქრებული იყო, ცივლიზაციისაგან იზოლირებულ უმანკო ქალაქად, რომელსაც გარე სამყაროსთან შეხება არ ექნებოდა და ცივილიზაციის კლანჭებში არ მოექცეოდა. ეს იყო ერთგვარი ედემის ბაღი, რომელშიც არ არსებობდა მანკიერებები მაგრამ……..

ჩაკეტილობასაც თავისი უკუჩვენებები აქვს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მაკონდო, იძულებითი ინცესტისტის შედეგად ჩამოყალიბდა ქალაქად. ესეც ბიბლიასთან კიდევ ერთი ალუზიური კავშირი. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბოშები, რომლებსაც ერთი მხრივ მაგია შემოაქვთ მაკონდოს რეალობაში, მეორე მხრივ კი გარესამყაროსთან ერთადერთ მაკავშირებელ ხაზს წარმოადგენენ. ბოშები არიან ინდუსტრიალიზაციის პირველი ელემენტების შემომტანიც.

ყინულიც, ისევე როგორც ბანანის პლანტაციები, გარესამყაროს შემოჭრის ელემენტებია. ბანანის პლანტაცია, თავისთავად ნიშნავს კაპიტალიზმის წარმოქმნას, რაც მაკონდოსთვის მანამდე უცხო იყო. ყველაფერი რაც გარესამყაროდან შემოდის თავდაპირველ ჩანაფიქრს განადგურებით ემუქრება.

იმისთვის, რომ ბუენდიების საგვარეულოს ჩახლართულ გენეოლოგიას არ მოვყვეთ, უბრალოდ რომანის მნიშვნელოვან ელემენტებს განვიხილავ და ყველაფერს თავად მიხვდებით.

პირველი რასაც ყურადღებას აქცევ კითხვის დროს არის ის, რომ ბუენდიების ოჯახში თითქმის ყველა მამაკაცში, თაობების მიხედვით სახელები მეორდება. ეს არ არის შემთხვევითი და ამას ფინალში აუცილებლად ავხსნით. მანამდე კი ბუენდიების ოჯახის თაობათაშორის გახლეჩვაც უნდა ვახსენოთ. მას შემდეგ, რაც გარესამყაროდან ცივილიზაცია მაინც შემოიჭრა მაკონდოში. ახალმა თაობამ სხვა ენის,ინგლისურის შესწავლა დაიწყო. ერთი მხრივ ოჯახის დიასახლისი, ურსულა იუგუარანი ცდილობს ოჯახის ერთობა და სიწმინდე შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი ახალგაზრდობა ცივილიზაციისკენ არის მიდრეკილი და გარე სამყაროსთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. რაც იმ მომენტიდან ჩანს, როდესაც მემე თავის სკოლის მეგობრებს მოიყვანს სახლში, სადაც მანამდე ამდენ უცხოს ფეხი არ დაუდგამს.

ბუენდიების ორბუნებოვან არსებობას ისიც ამტკიცებს, რომ ოჯახის ერთი ნაწილი მოგონებებით იტანჯება. მეორე ნაწილს კი სტერეოტიპული მეხსიერებაც კი არ გააჩნია, ზოგზოგიერთები ფურცლებსაც კი აკრავენ სათითაო ნივთს, რომ დაიმახსოვრონ რა რა არის. ეს ორი უკიდურესობა ძალიან ნათლად აჩენს ახალ და ძველ თაობას შორის განსხვავებას, როდესაც ორივე იტანჯება, ოღონდ განსხვავებულად.

ასეა თუ ისე, ედემის ბაღის ბუენდიასეული პროექტი დასაღუპად აღმოჩნდა განწირული. მაკონდოს უმანკოება ცივილიზაციამ დაასამარა. ამ ყველაფერში ყველაზე ტრაგიკული, მაკონდოს ბოლო მცხოვრებთათვის ის არის, რომ ბოშა მელკიადესის ნათარგმნი წიგნიდან (რომელიც მე ეჭვი მაქვს ბიბლია უნდა ყოფილიყო) გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იმ ერთი დიდი ციკლის ნაწილი იყო, რასაც სიცოცხლე ქვია. ყველაფერი დასაბამიდან წრეზე ბრუნავს. მაკონდო დაარსდა როგორც უმანკო ქალაქი, გაიზარდა, განვითარდა, ცივილიზაციის გავლენა განიცადა და საბოლოოდ ისევე დაამთავრა არსებობა, როგორც დაიწყო…. და ასე მეორდება სამყაროში ყველაფერი დაუსრულებლად…

მთელი რომანის განმავლობაში, ავტორი რაღაც მოვლენებს, სახელებს, მოქმედებებს მუდამ ამეორებს და ამით მიანიშნებს, რომ არაფერი არ მოხდება ისეთი, რაც აქამდე არ მომხდარა. თავისი განვითარების პიკზე, როდესაც ცივილიზაცია და კონსერვატიულობა ერთმანეთს სასიკვდილოდ შეეჯახებიან ქვეყანას წარღვნა წალეკავს და ყველაფერი თავიდან დაიწყება…როგორც მაკონდოში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: