შიგთავსზე გადასვლა

კინო მუსიკის გარეშე- კრისტიან მუნჯიუს რეალობა

4 თვე, 3 კვირა და 2 დღე / 4 Months, 3 Weeks and 2 ...

ჩაუშესკუს დროინდელი რუმინეთი. აბორტის გაკეთება სასტიკად აკრძალულია. ამიტომ ქალები ძირითადად სახლის პირობებში იკეთებენ აბორტს. გაბიტა ორსულად არის. ის და მისი მეგობარი ოტილია საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ.

გაბიტა იძულებულია აბორტი გაიკეთოს, მაგრამ ის ძალიან დაუდევარი და დაბალი ნებელობის ადამიანია, ამიტომ ოტილია უნდა დაეხმაროს მას. გოგონები სასტუმროს ოთახს ქირაობენ, თუ პოლიციამ მიაგნო ისინი ციხეში ჩასხდებიან ამიტომ ოთახიდან თითქმის არ გადიან. აბორტს აკეთებს კაცი, რომლის შესახებაც არაფერია ცნობილი.

ასეთ საქმეზე იმ მომენტში ვინმეს დაყოლიება ძალიან სარისკო და რთული საქმეა, ამიტომ გოგონები რისკზე მიდიან. ფილმში კარგად ჩანს, რომ გაბიტა ოტილიას გარეშე ვერაფერს მოახერხებდა. ოტილია მეტად გამბედავი გოგონაა და ისეთ რამეებზე უწევს წასვლა, რაზეც ყველა ვერ წავიდოდა.

ფილმში ძალიან კარგად არის ნაჩვენები, როგორ იყენებენ ადამიანები სხვების უსუსურობას და როგორ ცდილობენ მღვრიე წყალში თევზის დაჭერას. როგორ შეიძლება გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ადამიანმა ყოველგვარ პრინციპზე უარი თქვას.

აი ოტილიას გმირი ავიღოთ. რადგან მან გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გააკეთოს გაბიტას დასახმარებლად ყველაფერი ნამდვილად ყველაფერს ნიშნავს. ჩემთვის, ეს ფილმი, ოტილიაზე უფროა ვიდრე გაბიტაზე. ადრეც ხშირად მიკამათია თემაზე “აბორტების აკრძალვა” და მე, ადამიანი, რომელსაც სული მეხუთება აბორტის ხსენებაზე, ვამტკიცებ, რომ აკრძალვა არაფრით არ შეიძლება, რადგან ეს ადამიანებს საშინელებებისკენ უბიძგებს. ისეთი საშინელებებისკენ, როგორიცაა, ადამიანის დაშანტაჟება, ბავშვის სანაგვეში ჩაგდება, აბორტი სახლის პირობებში, რაც ჯანმრთელობისთვისაც საშიშია.

არავინ იცის, რა მოელის ადამიანს ცხოვრებაში, მაგრამ როდესაც სხვისი გაუფრთხილებლობის გამო გიწევს რაღაც ისეთი ჩაიდინო, რასაც საკუთარ თავს ადამიანები ვერ პატიობენ, ეს არის ტრაგედია. გაბიტას სისულელის გამო, ოტილიამ ნაყოფი მეათე სართულიდან რომ გადმოაგდო, ამას ადამიანის ფსიქიკაზე ჩვეულებრივ პირობებში აუცილებლად აქვს გავლენა..

გაბიტასა და ოტილიას მეგობრობა წმინდა წყლის პარაზიტიზმია, გაბიტას თავისი შეცდომისთვის არ გადაუხდია, ყველაფერი ოტილიამ გააკეთა და ბოლოს როცა ყველაფერი ჩაივლის, ოტილიამ უნდა იცხოვროს ამით.

ფილმში, ტიტრებამდე არ არის არანაირი მუსიკა, რაც რეალობის განცდას ამძაფრებს. მსგავსი რეალურობის განცდა ბევრ რეჟისორს არ გამოსდის. ზოგადად ევროპული კინო მუდამ გამოირჩეოდა მეტი ავთენტურობით და ეს ფილმიც, სწორედ იმიტომ არის გამორჩეული, რომ აუცილებლობით არის გამოწვეული მისი გადაღება და რეალობასთან მჭიდრო კავშირი აქვს. ფილმი ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა.

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: