შიგთავსზე გადასვლა

კაზუო იშიგურო- არასოდეს გამიშვა

Image result for არასოდეს გამიშვა

კლონირებაზე დღემდე ბევრი კამათი მომისმენია და ისიც კარგად მომეხსენება, რომ ნებისმიერი პროგრესი მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ის რასაც კაზუო იშიგურო წერს დაუნდობელი სილის გაწვნაა სამყაროსათვის.

ჰეილშემის მოსწავლეები არსებობენ სპეციალურად ორგანოების დონაციისათვის. ისინი გასცემენ ორგანოებს იმისთვის, ვისაც შეუძლია ნებისმიერი ორგანოს ჩანაცვლების გზით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე. მოკლედ, საუბარია მდიდარ ადამიანებზე, რომლებიც მედიცინის მიღწევებით სარგებლობენ და შეუძლიათ დაზიანებული ორგანოების ახლით ჩანაცვლება.

ჰეილშემისა და სხვა სასწავლებლების მოსწავლეები პერიოდულად გასცემენ ორგანოებს და თან უარის თქმის უფლებაც არ აქვთ. ერთადერთი რასაც შეუძლია გადაავადოს ეს პროცესი სიყვარულია, მაგრამ არსებობს კი ასეთ სამყაროში სიყვარული?

ბავშვები, რომლებზეც კაზუო იშიგურო ყვება საზოგადოებისათვის საცდელი ბაჭიები არიან. ჩვეულებრივი ადამიანების აზრით მათ სულიც კი არ გააჩნიათ. აი ქეითის, რუთს, ტომის, უფლება არ აქვთ გარე სამყაროსთან იურთიერთონ, რათა მათი იმუნიტეტი არ დასუსტდეს, ეკრძალებათ სექსუალური კავშირები გარესამყაროში, რომ თავი დაიცვან სხვადასხვა დაავადებებისაგან. ეს ჩვეულებრივ ცხოვრებაში, დასჯადი ქმედებაა, აღუკვეთო ადამიანს თავისუფლება და მისი ექსპლუატაციით დაკავდე, დანაშაულია. კაზუო იშიგუროს “არასოდეს გამიშვა” დისტოპიური რომანია. დისტოპიურ რომანში ადგილს მნიშვნელობა ეკარგება, ჰეილშემში რაც ხდება საყოველთაო რეალობად შეგვიძლია მივიღოთ და ჩავთვალოთ, რომ მთელ მსოფლიოში იგივე მდგომარეობაა, თანაც წიგნში სხვა სკოლებზეც არის საუბარი, რომელებშიც დონორები ცხოვრობენ და სწავლობენ.

მადამ მერი სინამდვილეში ერთადერთია, ვინც ცდილობს სხვებს დაანახოს, რომ ეს ბავშვები, ისეთივე სულიერები არიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი. ის მათ ნახატებს აგროვებს და აჩვენებს სხვებს რათა დაამტკიცოს, რომ ის ვინც თავისი თვალით აღქმულ სამყაროს ხატავს ისე როგორც ამას მაგალითად ტომი აკეთებს , არ შეიძლება უსულო იყოს. წიგნში პირდაპირი საუბარია ტომის ნახატებზე, რომლებიც ყველასგან გამოირჩევა.

ამ წიგნის წაკითხვისას შეიძლება სერიოზულ დეპრესიაში ჩავარდე ადამიანი. როდესაც წარმოიდგენ, რომ უბრალო ლაბორატორიის ვირთხა ხარ, რომელსაც ძალაუფლების მქონე ხალხი ისე მოექცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის. აქ, იმაზეც შეიძლება გაჩნდეს პროტესტი, რატომ არავინ იბრძვის ამ ბავშვების უფლებებისთვის, მაგრამ სწორედ ეს არის ნაჩვენები, რომ ადამიანები სისტემასთან უძლურნი არიან.

როდესაც ეს რომანი წავიკითხე დიდხანს ვფიქრობდი ადამიანებზე, რომლებსაც გასაქცევიც არა აქვთ, არ აქვთ წარსული და მომავალი, ვერასოდეს იყოლიებენ შვილებს, ვერ ეყვარებათ, ვერ გაიხარებენ და ნაწილ-ნაწილ მოხმარდებიან სხვის კეთილდღეობას. რატომ არ სჯერათ სხვებს, რომ ამ ბავშვებს სული გააჩნიათ? ასე თუ არ იფიქრეს რასაკვირველია მიხვდებიან, რომ საშინელებას სჩადიან. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც ცხოველის ან ფრინველის ხორცს ვჭამთ და არ ვფიქრობთ იმაზე, აქვთ თუ არა მათ სული, გრძნობენ თუ არა ისინი რამეს და გააჩნიათ თუ არა მათ განცდები. ამაზე რომ ვიფიქროთ, რასაკვირველია, რომ არასოდეს გავეკარებით ხორცს, ვეგეტარიანელების ლოგიკაც ხომ ის არის, რომ ნებისმიერ ცოცხალ არსებას გააჩნია სული და მისი მოკვლა ისეთივე ცოდვაა, როგორც ადამიანის მოკვლა.

ამ რომანისთვის კაზუო იშიგურომ ნობელის პრემია აიღო. იაპონური წარმოშობის ავტორმა აბსოლუტურად ინგლისური ტრადიციის ინგლისური რომანი დაწერა იმაზე, რომ მსხვერპლი, რომელსაც პროგრესი მოითხოვს, ადამიანია. ღირს თუ არა პროგრესი თუნდაც ერთი ადამიანის ფასად, ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: