შიგთავსზე გადასვლა

ალის მანრო-წინ, იაპონიისკენ!

Image result for ძვირფასი სიცოცხლე

“წინ იაპონიისკენ” ალის მანროს ერთ-ერთი მოთხრობაა კრებულიდან “ძვირფასი სიცოცხლე, კრებული 14 მოთხრობისგან შედგება. რადგან მარტი დაიწყო და როგორც უკვე ცნობილია, მარტი ქალების თვეა, ვფიქრობ ყველაზე სწორია, ახლა და აქ ამ მოთხრობაზე საუბარი. მთლიანად ეს კრებული, ფემინისტური დისკურსის გამტარია და ქალების შინაგან სამყაროზე აქვს სწორება, ბავშვობიდან ზრდასრულ ქალობამდე.

“წინ იაპონიისკენ” პოეტი ქალის ამბავია, რომელსაც არარეალიზებული ემოციები იმპულსური ქმედებებისკენ უბიძგებს. გრეტა პოეტია და როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე ხელოვან ნატურას სწორედ პრაგმატული გონების მქონე საპირისპირო სქესი შეეყრება ხოლმე. გრეტასა და პიტერს, საერთო თითქმის არაფერი აქვთ. გრეტას მუდამ უწევს საკუთარი ემოციების დამალვა, რადგან პიტერი ამას ვერ გაიგებს და სისულელედ მოეჩვენება. ერთ სახლში ცხოვრობენ, მაგრამ თითქოს უცხოები არიან ერთმანეთისთვის. გრეტა ყველგან თავს იზღუდავს, შვილთანაც, ქმართანაც… მას ურთიერთობების დანაკლისი აქვს და წერაც კი გადაივიწყა, ერთადერთი რამ, რაშიც შეეძლო თავისუფალი ყოფილიყო.

თავად ავტორის თქმით, მისთვის არც შვილების მოვლაა პრობლემა და არც საოჯახო საქმეები, მაგრამ დაუხარჯავი ენერგია და ემოცია აზიანებს ქალს. ეს ერთგვარი სტიგმაა, რომელიც ქალს მიეწებება ხოლმე, დაქორწინების შემდეგ, თითქოს მან ყველაფერი უნდა მიივიწყოს, რასაც მანამდე აკეთებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, თვითგამოხატვის შეუძლებლობაა პრობლემა და არა თავად ქორწინება. ქალებს ტანჯავს არა ოჯახი, არამედ ის, რომ ისინი ვეღარ ახერხებენ იყვნენ თავისუფლები და დრო დაუთმონ საკუთარ ემოციებს.

გრეტას პრობლემაც ეს არის. ის ცდილობს გავიდეს ამ მოჯადოებული წრიდან და მისი ემოციური საჭიროებები საღი აზროვნების უნარს ბლოკავს. მისი გადაწყვეტილებების სიმყარე ნულს ქვემოთ ჩამოდის იმიტომ, რომ ის მარწუხები, რომლებშიც მას ყოველდღიურობა აქცევს, მისთვის აუტანელი ხდება და მზად არის ნებისმიერ ფასად გაითავისუფლოს თავი.

პირველ შემთხვევაში ეს არ გამოდის, რადგან მის მაგივრად სხვამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა გრეტას სისუსტე სათავისოდ. აი მეორედ კი, უკვე ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა თუმცა შეიძლება თუ არა, ადამიანმა თავი ბოლომდე ბედნიერად იგრძნოს მას შემდეგ, რაც ემოციურ ფონზე საკუთარ ოჯახს უღალატებს და ამას მაშინვე მიხვდება, როგორც კი გამოფხიზლდება.

აქ ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟია, კეიტიც, გრეტას შვილი. მისი საქციელი გვაფიქრებინებს, რომ მან იცის, დედამისის საქციელის შესახებ და გვაფიქრებს იმაზე, რა აწუხებს გრეტას სინამდვილეში. ის რომ უღალატა თუ ის, რომ შეიძლება კეიტმა ეს იცის. სირცხვილია ეს თუ სინანული ან იქნებ ორივე?

ქართველი ფემინისტები თუ წაიკითხავენ ამ მოთხრობას კარგი იქნება. ვინ თქვა, რომ ფემინიზმი აუცილებლად ქალის დომინირებას ნიშნავს? გრეტას უბრალოდ უნდოდა საკუთარი თავი გამოეხატა, როგორც ქალს და მის ქმარს დრო და ყურადღება დაეთმო, თუნდაც მისი ქალური, სულელური სენტიმენტებისთვის. ამ მოთხრობაში, საუბარი იმაზეა, რომ ქალს სჭირდება სივრცე, რომ ზოგჯერ სუსტი იყოს, ემოციური, სენტიმენტალური და არა მუდამ მომართული, სხვა ადამიანებზე ორიენტირებული, რომელსაც დაავიწყდება საკუთარი თავი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: