შიგთავსზე გადასვლა

აი ასე დაიბადა ადამიანი

Image result for ანა კორძაია-სამადაშვილი

მისი ოთხი რომანი მაქვს წაკითხული და ოთხივეში ისეთი გმირები ჰყავს გამოყვანილი, არასოდეს რომ არ დაგავიწყდება. ერთხელ ვუთხარი თქვენი გოგოები, პედრო ალმოდოვარის გოგოებს ჰგვანან, სილამაზის არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებენ და მაინც არასოდეს გავიწყდებიან მეთქი.

მითხრა ამაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ მგონი მართალი ხარო. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე კეთილი ამბების მთხრობელია ეს ადამიანი. ჩაიკაზე, ყანჩაზე, სანდროზე, კუბოების რომ ეშინია. მარგარიტაზე, პატარა ზინკაზე, ალექსი ადამიანსა და მის რავიატაზე და მოკლედ იმ ადამიანებზე, ჩვენს გვერდით რომ არიან და ვერ ვამჩნევთ.

ყოველთვის ვამბობ ხოლმე, იღბლიანი ადამიანი ვარ. ღმერთმა თუ რაღაც ძალამ დამაჯილდოვა იმ ადამიანებით, ვინც მუდამ რაღაც ძალიან კეთილს აღმომაჩენინებს ხოლმე ამ სამყაროში და ერთ-ერთი ეს ადამიანია. სულ ვფიქრობ ხოლმე საიდან აქვთ ადამიანებს ძალა, ყოველდღიურობაში ნამდვილი სიცოცხლის სიყვარული შეინარჩუნონ და მარადიულ გოგო-ბიჭებად დარჩნენ. ამ ადამიანისგან ყველაზე კარგად ვისწავლე ეს.

მახსოვს, ერთხელ ერთკვირიანი დღიურის დაწერა გვთხოვა. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი… არც ისე საინტერესო ცხოვრება მქონდა მაშინ და თავი ვიმტვრიე, რაზე დამეწერა. მერე გარემოზე დაკვირვება დავიწყე და ყოველდღე რაღაც საინტერესოს ვპოულობდი იქ, სადაც თითქოს არაფერი იყო.

ასე ვისწავლე როგორ დამენახა სამყარო სამყაროს მიღმა… ოთხი წელი ყველა ლექციაზე ვესწრებოდი რაზეც ხელი მიმიწვდა და ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენი ამ ადამიანის უსაზღვრო სიცოცხლის სიყვარული. ყოველთვის, როცა კი ძალიან გამიჭირდება ხოლმე, წავიკითხავ მის რომანს ან მოვუსმენ როგორ ყვება ამბებს და ყველაფერი გაივლის.

ზინკა ბოლოაო… სამწუხაროა რომ აღარ იქნება მეტი რომანები. ისეთივე კეთილები როგორსაც აქამდე წერდა ხოლმე, მაგრამ ის რაც მისგან ვისწავლე არასოდეს დამავიწყდება. ვიცი რომ ყველაფერი უნდა გავაკეთო, სანამ სამყარო “ჰოს” მეუბნება და ბედნიერი ვიყო. ნაკიან წელიწადს დაბადებული ადამიანი ჩვეულებრივი ვერ იქნება, მე ამის მჯერა იმიტომ, რომ დღეს ანა კორძაია-სამადაშვილის დაბადებისდღეა. ყველაზე საინტერესო გოგოსი საერთოდ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: