შიგთავსზე გადასვლა

ვინ კითხულობდა და ვინ კითხულობს ?

What's New Pussycat (1965) with Woody Allen.  He gets into a fight over Poems of Shelley.  And it gets violent.

არსებობს ლეგენდა, რომ საბჭოთა კავშირში მკითხველთა რიცხვი უფრო დიდი იყო ვიდრე დღეს არის… იმედი უნდა გაგიცრუოთ. მოდით ერთად დავითვალოთ ვინ კითხულობდა მაშინ და ვინ კითხულობს დღეს.

საყოველთაოდ ცნობილ მოსაზრებას, რომ მკითხველთა რიცხვი ქვეყნის მოსახლეობის ორ პროცენტს შეადგენს თუ მართებულად მივიჩნევთ, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ 14 რესპუბლიკისგან შემდგარ სახელმწიფოში, რომლის მთავარი ცენტრი დღემდე ევროპის უდიდესი ქვეყანაა და მარტო ამ ქვეყნის მოსახლეობა 144.5 მილიონს შეადგენს საერთო სტატისტიკით ბევრად უფრო მეტი იქნება მკითხველთა რაოდენობა, ვიდრე დღევანდელ 3.5 მილიონში. ამიტომ ამის შედარება სისულელედ მიმაჩნია.

ახლა რაც შეეხება იმას, რომ არსებობდა ე.წ. აუცილებლად წასაკითხი წიგნები და რატომ იყო ქართველ ახალგაზრდობაში წიგნის კითხვა ერთადერთი თავის დამკვიდრების საშუალება. საერთო ლოგიკა ასეთია, რომ როგორც კი რაღაცაზე დეფიციტს ქმნი, მის მიმართ მოთხოვნა ავტომატურად იზრდება. მეორეც, არაციფრულ სამყაროში, როდესაც შუქი დღეში მხოლოდ ორჯერ მოდის, ბევრი გასაქანი არც გაქვს ამიტომ ერთობი იმით, რაზეც ხელი მიგიწვდება.

მოდით, ახლა ესეც ვთქვათ, საბჭოთა კავშირში იყო დრო, როდესაც წიგნი ერთადერთი ქონება იყო, რომელიც კონფისკაციას არ ექვემდებარებოდა. ასე გაივსო ქართული ოჯახების თაროები წიგნებით. აქვე ისიც, რომ უმეტესობა ამ წიგნებიდან,საბჭოთა ცენზურის მიერ იყო დამუშავებული. აქ მივადექით მთავარს. ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ არსებულ რეალობას, გარკვეულ აზარტს განიცდიდნენ ისეთი წიგნების წაკითხვით, რომელსაც ცენზურა ბლოკავდა. ეს ერთგვარი პოზიცია იყო, რომლითაც მაშინდელი ახალგაზრდები გამოხატავდნენ პროტესტს. ეს დაახლოებით იმას გავს, ერთ-ერთ ქართულ წიგნში რომ წერია, ეკლესიაში რატომ უნდა ვიაროთო და გმირი პასუხობს, ახლა ასეა საჭირო და მერე რასაც გინდა იმას იზამო.

შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ბევრს კითხულობდნენ ეს მათ საერთო ინტერესებზე გავლენას ახდენდა და მათი კომუნიკაციის ნაწილი იყო. საბოლოოდ გამოდის, რომ ის ლეგენდა, რომ ადრე უფრო მეტს კითხულობდნენ ვიდრე ახლა სხვადასხვა გარკვეული მიზეზის გამო გახდა პოპულარული.

ლიტერატურულ-ისტორიული ტენდენციების ცვლასთან ერთად, იმატა ერთ სულ მოსახლეზე წიგნების რაოდენობამ და არჩევანმა, შესაბამისად, ეს უკვე აღარც ფუფუნების და აღარც გმირობის ტოლფასი აღარ არის. ამიტომ ადამიანებს არ სჭირდებათ იმის დემონსტრირება კითხულობენ თუ არა და რამდენს კითხულობენ. ორი პროცენტი სამ მილიონზე და ორი პროცენტი მაგალითად სამ მილიარდზე სხვადასხვა რიცხვებს იძლევა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას აქვს თავისი მნიშვნელობა.

ახლა ის უფრო მეტი პრობლემაა, რომ მოზღვავებული მდარე ლიტერატურის ფონზე ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი რჩება ყურადღების მიღმა. ამ ბლოგის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებს ბევრი კარგი წიგნის არსებობა შეახსენოს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: