შიგთავსზე გადასვლა

ჰეფი ენდები ლიტერატურაში

Image result for happy end

ლათინურად Deus ex machina, ხოლო ბერძნულად ἀπὸ μηχανῆς θεός – ლიტერატურაში გულისხმობს მოქმედების მწვერვალზე იმგვარი გარემოების გამოჩენას, რომელიც მომენტალურად გახსნის კვანძს და ბედნიერად დაასრულებს. ამის ოსტატებით სავსეა ჰოლივუდური კინო. ნებისმიერ ტიპურ ჰოლივუდურ კინოპროდუქტში, მნიშვნელობა არ აქვს სიუჟეტის სიმძაფრეს, სულ რომ აპოკალიფსი დატრიალდეს მთავარმა გმირმა მაქსიმუმ წარბი გაიხეთქოს და ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება.

აი “ნიღაბში” ბოლო წამზე რომ მიაღწევს სტენლი იპკისი ბომბამდე და რომ გადაყლაპავს დაახლოებით ეგ მომენტია. მანამდე არის ერთი გამიშვი-გამატარე ჭახაჭუხი და ბოლოს მაინცდამაინც ბოლო წამზე წყდება ყველაფერი.

ლიტერატურაში, deus ex machina სუსტ დასასრულად ითვლება. იქიდან გამომდინარე, რომ ლიტერატურა ორიენტირებულია სინამდვილეზე, ბედნიერი დასასრულის ხდომილება ცხოვრებაში ნაკლებია და შესაბამისად ნაკლებია ლიტერატურაშიც.

ყველაფერი, რასაც ლიტერატურა აღწერს, უკვე მომხდარა და კიდევ მოხდება, ამაში გასაოცარი არაფერია. ლიტერატურაში მღელვარებას დიდწილად მოულოდნელობის ეფექტი განაპირობებს ამიტომ ის რომ ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება, ნაკლებდამაჯერებელია.

მოდით რომეო და ჯულიეტა განვიხილოთ. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ამ საწამლავებისა და სიკვდილის გარეშე, მიაღწიეს თავისას და დაქორწინდნენ და ჩნდება კითხვა, ისევე ეყვარებოდათ მათ ერთმანეთი თუ არა. კარგი, დავუშვათ რომ არც რომეო გალოთდა და არც ჯულიეტა წავიდა ხელიდან ან ქვეყნიდან. ერთადერთი გარდაუვალობა ცხოვრებაში ხომ სიკვდილია. ფაქტია რომ ან ერთი მოკვდებოდა უფრო ადრე, ან მეორე, ხომ მართალია? აქედან გამომდინარეობს, რომ “ჰეფი ენდის” ალბათობა ნულზე ჩამოდის.

Deus ex machina-უყვართ ასევე ლათინოამერიკული სერიალების ავტორებს, გასარკვევი საკითხი არის ვისია ბავშვი, ქალი გადაწყვეტს ჯიბრით მთავარ ცუდ ბიძიას გაყვეს ცოლად და ქორწილში როცა პადრე გამოაცხადებს თუ ვინმე წინააღმდეგია ახლავე თქვასო, შემოიჭრება რომელიმე კარგი გმირი დნმ-ის ტესტით ხელში და ყველა ბედნიერია.

მოკლედ, არადამაჯერებელი ამბავია. ლიტერატურაში ასეთი შემთხვევა პირადად ჩემთვის აბსოლუტურად ალოგიკურია. თუ ლიტერატურამ არაფერი გატკინა და მუდმივად იმის მოლოდინში ხარ, რომ ქვეყანაც რომ დაიქცეს, მაინც ყველაფერი კარგად იქნება, დანარჩენი სიუჟეტური პერიპეტიები, შენზე გავლენას ვეღარ ახდენს, იმიტომ რომ მოსალოდნელი ჰეფი ენდი დაცულობის შეგრძნებას გიჩენს.

ერთადერთი ვარიანტი, რაც ამართლებს ჰეფი ენდს, არის საპირისპირო მოლოდინის შექმნა. უფრო ზუსტად, როდესაც შენ ელოდები, რომ შეიძლება ტრაგედია მოხდეს და ამ დროს ხაზგასმით ვამბობ, ლოგიკურად განვითარებული ბედნიერი დასასრული დგება, მაშინ ჰეფი ენდი აღარ აფუჭებს ტექსტს.

მოდით ასე ვთქვათ, მაგალითად ჰარი პოტერში, იმდენად რეალურად და ლოგიკურად განვითარდა სიუჟეტი,მთავარი გმირის სიკვდილის საფრთხე იმდენად დიდი იყო, რომ საბოლოოდ ჰეფი ენდმა უფრო დიდი გაკვირვება გამოიწვია, ვიდრე იმან ჰარი რომ მართლა მომკვდარიყო. თან აქ ისიც უნდა გავიხსენოთ როგორ დაუნდობლად ხოცავდა როულინგი ჩვენს საყვარელ გმირებს მანამდე.

უდიდესი ოსტატი უნდა იყოს ოსკარი, რომ ჰეფი ენდი, რეალური გახადოს რაც ურთულესი ამბავია. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ, ყველას გთხოვთ თქვენთვითონ გაიხსენოთ წიგნები, რომელიც ჰეფი ენდით მთავრდება და მაინც ძალიან ძლიერი ნაწარმოებია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: