შიგთავსზე გადასვლა

“ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”

Image result for ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი მიმოხილვა

ოსკარი ათი წლის ბიჭია, რომელიც საავადმყოფოში ცხოვრობს. მიუხედავად მისი ასაკისა, პირველსავე წერილში ღმერთის მიმართ ჩანს, რომ   ოსკარი ზომაზე ჭკვიანია და სწორედ ამ  ჭკუის დამსახურებით, ის აცნობიერებს რომ ნამდვილად მალე მოკვდება.    ვარდისფერი ქალბატონი, იგივე დედა როზა, ოსკარისთვის იმ სამყაროს გასაღებია, რომელსაც ის ავადმყოფობამ დააშორა.  ღმერთის მიმართ რწმენა, ოსკარს თანდათანობით უღვივდება და რაც უფრო  უახლოვდება ოსკარი ღმერთს, მით უფრო მეტად იზრდება პიროვნულად.

ოსკარის სამყაროში დრო სხვანაირად გადის, ესეც დედა-როზას დამსახურებით. სწორედ მან მოიგონა, რომ ოსკარმა ყოველ დღე ათი წელი უნდა იცოცხლოს თორმეტ დღეში. ეს ნაწარმოების საკვანძო ელემენტია. როდესაც ოსკარი ამბობს,  სიცოცხლე მხოლოდ ცხოვრებით უნდა აიხსნასო, ეს არის მთავარი  წერტილი, რომელიც ოსკარის სამყაროს განსაზღვრავს, ბიჭს რომელსაც სამყარო საავადმყოფოს კედლებით აქვს შემოსაზღვრული, თავად იწყებს ახალი სამყაროს გამოგონებას, სადაც იზრდება, როგორც სხვა დროს გაიზრდებოდა, კიბო რომ არ ჰქონოდა  საყვარელი გოგოც ჰყავს, პეგი ბლუ, რომელსაც უჟანგბადობისგან ლურჯი ფერი დაჰკრავს და მალე ვარდისფერიც გახდება, როცა ოპერაციას გაიკეთებს. აქ არ გამოგვრჩეს ყურადღება გავამახვილოთ, რომ  დედა-როზას   ოსკარი ვარდისფერ ქალბატონს უწოდებს და უკვე პეგი ბლუს კი ზღვასავით ლურჯს აქ სავარაუდოა, რომ  ოსკარი ამ ფერებს სიცოცხლესა და სიკვდილთან ასოცირებდეს. მართალია, დასაწყისში  ნახსენებია, რომ მედდებს ვარდისფერი ხალათი აცვიათ, მაგრამ ფაქტია, რომ  დედა როზას არსებობა ოსკარისთვის სიცოცხლესთან ასოცირდება.  მითუმეტეს რომ სახელი როზა ანუ ვარდი ასევე ვარდისფერის ასოციაციას იწვევს.

არ მახსოვს, სადმე წავიკითხე თუ ვინმემ მითხრა, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ადამიანისთვის, გარკვეულ ასაკში, სიკვდილი ლოგიკური გარდაუვალობა ხდება. მართალია, როცა ახალგაზრდა ხარ, სიკვდილზე ნაკლებს ფიქრობ და მუდამ გგონია, რომ ის სადღაც შორეულ მომავალშია, მაგრამ გარკვეული ასაკის შემდეგ,  ეს ფაქტი უფრო ლოგიკური ხდება, ვიდრე საშიში და ვფიქრობ დედა როზამ სწორედ იმაზე იზრუნა, რომ ოსკარისთვის სიკვდილი საშიში არ ყოფილიყო და მას როგორც მეგობარს ისე შეხვედროდა. გახსოვთ, ჰარი პოტერში, ალბუს დამბლდორი რომ ამბობს, კარგად  მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი კიდევ ერთი თავგადასავალიაო?  მგონია, რომ  დედა როზას მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ოსკარს ასე ეფიქრა.

როდესას ოსკართან მართლაც მოდის ღმერთი, მის ბარათზე დაწერილი  ფრაზა, „მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება“ რაღაცნაირად  ჰიუგოს კვაზიმოდოს მაგონებს, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან“ რომლის ბოლო სიტყვებიც იყო „ცხოვრება მშვენიერია“ ოსკარიც, ისევე როგორც კვაზიმოდო საკუთარი სხეულის ტყვე იყო. ის მიწიერ ცხოვრებაში ტანჯვისთვის იყო განწირული და მიუხედავად ამისა, ბედნიერი შეხვდა სიკვდილს. მიუხედავად ყველაფრისა, ოსკარის ცხოვრება მშვენიერი იყო. მან ყველაფერი გამოსცადა, რასაც ადამიანი გამოსცდის ცხოვრებაში და „ჭარმაგ ასაკში გარდაიცვლება“. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ოსკარმა თორმეტ დღეში მიიღო ის მართლა გაიზარდა შინაგანად, ის უკვე ნამდვილად აღარ იყო ჩვეულებრივი ათი წლის ბიჭი.

რადგან ოსკარს არაფერი ზებუნებრივის არ სჯერა, გასაკვირი არ არის, რომ დედა როზამ მას ღმერთი გაუსაგნა და განსხეულებულ მეგობრად დაუხატა. დედა როზამ გააკეთა ისიც, რომ ოსკარმა დაინახა, რომ სინამდვილეში მშობლებს ოსკარი კი არა ოსკარის ავადმყოფობა აშინებთ. თავად ავტორის ცხოვრებას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ოსკარის პატიება მშობლების მიმართ ბიოგრაფიული ელემენტია ავტორის ცხოვრებიდან.   ვარდისფერ ქალბატონს არ შეეძლო ოსკარისთვის დრო ეჩუქებინა, მაგრამ იმ ისტორიების მეშვეობით, რომლებსაც ის თხზავდა, ოსკარმა ისწავლა, როგორ გამოეყენებინა თითოეული წამი იმისთვის, რომ რაც შეიძლება სავსე ცხოვრებით ეცხოვრა.

დასასრულს, დედა როზას წერილში ჩანს, როგორ შეიძლება ადამიანმა სხვის გამო ირწმუნო ღმერთი იმდენად, რომ შენი რწმენა სხვას გაუზიარო….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: