შიგთავსზე გადასვლა

ახალი ლიტერატურული ნუგბარი

café apostrophe : Photo

სულ ვცდილობ გამომცემლობების პულსზე მედოს ხელი. როცა ბლოგს ვაკეთებდი ვიცოდი, რომ გარდა უკვე არსებული წიგნების გარჩევისა მუდმივად უნდა მცოდნოდა რას უნდა ველოდოთ მომავალში.

ჩემი კომპიუტერის დესქტოპი რომ ნახოთ სავსეა მონიშვნებით. ბაკალავრიატზე ფეხი შევდგი თუ არა, სამუდამოდ დავემშვიდობე საკუთარი ნებით წიგნების არჩევას წასაკითხად, რადგან კვირაში საშუალოდ ხუთი წიგნის წაკითხვა მიწევდა და კიდევ კარგი მხატვრული ლიტერატურა იყო, თორემ რა მეშველებოდა არ ვიცი.

ბავშვობაში, ზაფხულის არდადეგები ყველაზე მეტად მიყვარდა იმიტომ, რომ მთელ ზაფხულს კითხვაში ვატარებდი. ახლა კიდევ, ზაფხულში უკვე ტვინი მეთიშება ხოლმე დაღლილობისგან და წიგნზე ვეღარ ვკონცენტრირდები. ამ ფაქტს ძალიან ვებრძვი და ოდესმე იმედია გადავლახავ. განსაკუთრებით ბლოგი მშველის, რადგან მუდმივ მკითხველურ ტონუსში მამყოფებს. ჰოდა ამ ტონუსის შედეგებზე უნდა გიამბოთ…

დავიწყოთ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობით”, რომელმაც რეჟისორ ლანა ღოღობერიძის წიგნი “რაც მაგონდება და როგორც მაგონდება”გამოსცა. წიგნი რომ ავტობიოგრაფიულია, ამას სათაურიც მოწმობს. აქედანვე აღვნიშნავ, რომ ქალბატონი ლანა ღოღობერიძე არის იმ იშვიათ პიროვნებათა შორის, რომელიც მიუხედავად მძიმე ცხოვრებისეული ტრამვებისა ამ ასაკშიც კი ოპტიმიზმს ინარჩუნებს

“. შენი წუთისოფლის შესახებ წერას მაშინ იწყებ, როცა გინდა , „სხვა“ საკუთარი მოგონებების თანამონაწილედ აქციო. ცხოვრების ბოლოსთვის უამრავი კითხვა გიგროვდება, მაგრამ პასუხები კიდევ უფრო გაურკვეველია, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო. ასაკის პრივილეგია კითხვების და არა პასუხების სიზუსტე ყოფილა. ყოველი სიცოცხლე, ისიც კი, რომელიც შედარებით შეუზღუდავი და თავისუფალია დროსა და სივრცეში, მაინც ხანმოკლეა! შენ უნდა გაიარო ეს შენთვის განკუთვნილი გზა – შენი სიცოცხლე, რომელიც სამყაროში განფენილი იდუმალების ძალით – და ისე, რომ შენ ეს არც კი იცი – შენ მიერვე არის არჩეული და, იმავდროულად, თავის არსში ამოუცნობია. მაგრამ შენ გაგების წყურვილით ხარ შეპყრობილი და ამიტომ ცდილობ გაიაზრო, ჩაუღრმავდე, აღმოაჩინო ის, რაც საგულისხმოა არამარტო შენთვის, ჩასწვდე შენი არსებობის მარადიულ საიდუმლოს. და მაშინ იწყებ წერას.

ეს ავტორისეული ციტატაა წიგნიდან… წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ბევრი აქვთ მოსაყოლი….თან როცა ისტორიას პირველწყაროსგან ისმენ, მისი განცდებითა და სულიერი რეფლექსიებით ივსები ეს აუცილებლად მოქმედებს შენს პიროვნებაზე დადებითად, მითუმეტეს, თუ თავად ადამიანიც და მისი ცხოვრებაც ერთნაირად საინტერესოა.

Image result for აირის მერდოკი შავი პრინცი

გამომცემლობა “დიოგენეს,” სერიაში “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ორი ახალი წიგნი აქვს წარმოდგენილი. პირველი, ბრიტანელი მწერლისა და ფილოსოფოსის, აირის მერდოკის რომანი “შავი პრინცია” სხვათა შორის, აირის მერდოკი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით არის დაჯილდოებული და მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალ მწერლად ითვლება. “შავი პრინცი” მერდოკის პირველი წიგნია ქართულ ენაზე და ინგლისურიდან თამარ ლომიძემ თარგმნა.

ამავე სერიაში მეორე წიგნია კანადელი კლასიკოსის მარგარეტ ლორენსის “ქვის ანგელოზი”

Image result for ქვის ანგელოზი

“აი, ესღა დარჩა საბრალო რეჯინასგან, რომელიც ისევე აღარ
ახსოვს მენავაკაში არავის, როგორც მე, ჰეიგარი, დამავიწყა ყველამ. არადა, სულ ისეთი განცდა მქონდა, საკუთარი თავის გარდა,
ვერც ვერავის დაადანაშაულებს-მეთქი, რადგან ერთი უხერხემლო,
უენო, დიეტური საკვებივით უმარილო არსება გახლდათ, რომელიც წლიდან წლამდე მორჩილად, მარტვილის თავგამოდებით უვლიდა ავყია, უმადურ დედამისს. მერე კი, როცა რეჯინა რაღაც
უცნაურმა ქალურმა სენმა იმსხვერპლა, ის უხიაგი დედაბერი უცებ
წამოდგა თავისი აქოთებული ლოგინიდან და თავისი უკვე დაქორწინებული ვაჟიშვილების გულის გასახეთქად, კიდევ მთელი ათი წელიწადი იცოცხლა. აი იმაზე ნამდვილად ვერ იტყვი, გაანათლოს მისი სულიო, რადგან ლამის ყურში ჩამესმის , ახლაც როგორ ბოროტად იცინის ჯოჯოხეთში. მისი იმქვეყნად უმანკოდ წასული ქალიშვილის სული კი ჩუმად ოხრავს სამოთხეში.”

ჩემი აზრით, ამ მონაკვეთში ძალიან კარგად ჩანს ავტორის ენამოსწრებულობა და სევდანარევი იუმორი… რომ არ დაგასპოილეროთ, თქვენ თვითონ ნახეთ, მითუმეტეს, რომ ეს წიგნი ეგრეთწოდებული “მენიავაკის ციკლის” პირველი წიგნია და იმედი მაქვს, რომ სხვა ნაწილებსაც ვიხილავთ.

თომას ვულფის მოყვარულებს არტანუჯი მაგრად ანებივრებს. ამჯერად, მწერლის უკანასკნელი რომანი “შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები” ითარგმნა. მე როგორც ბოლო დროს დავაკვირდი ვულფი თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. ეს რომანიც, ისევე როგორც, ვულფის სხვა რომანები, ოციან წლების ამერიკის შესახებ მოგვითხრობს.

სადაც ვახერხებ, როცა და როგორც ვახერხებ, სულ ვკითხულობ. მეტროში, ფეხზემდგომს კითხვა ყველაზე მაგრად მაქვს დამუღამებული და იმედია არ მომაკლებენ ლიტერატურულ ნუგბარს ჩვენი გამომცემლობები ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: