შიგთავსზე გადასვლა

“უბრალოდ ბავშვები”

Image result for robert mapplethorpe patti smith and janis joplin

აი, ახლა , ვზივარ და ჯოპლინის სიმღერებს ვუსმენ. ბავშვობაში მეგონა, რომ მეც 27 წლის მოვკვდებოდი, თუმცა სამი წელია კიდევ იქამდე. პირველად პატი სმიტი რომ დავინახე გული მომეწურა, საერთოდ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც ბევრი აქვთ მოსაყოლი.

“უბრალოდ ბავშვები” რომ წავიკითხე, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ადამიანს შეიძლება ყოველ მიზეზგარეშე უყვარდეს მეორე ადამიანი და არასოდეს არავინ იცის, რა არის ეს სიყვარული, ბოლომდე ამოუცნობი… ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გვიყვარდეს, როგორც პატის უყვარდა თავისი მეგობარი, ფოტოგრაფი რობერტი.. გადარეული ჯენისი.. ისინი ხომ უბრალოდ ადამიანები არიან, როდესაც გრძნობებს ეხება საქმე.

ის თავისუფლების შეგრძნება, რომელიც მათ ჰქონდათ არსად არ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რობერტი მოკვდა, ჯენისი მოკვდა და პატი სმიტი, ეს უშნო პატი უშნოდ, მაგრამ მაინც, ისევ მღერის.

როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, სამნი, უსაზღვროები, იქ რაღაც მოხდა, რამაც სამუდამოდ დააკავშირა ისინი ერთმანეთს. წლები გაივლის და პატი და რობერტი შეიტყობენ ჯენისის სიკვდილს 27 წლის ჯენისის, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისინი, შეცვალა და შეაკავშირა.

ჩვენ ყოველთვის ვუყურებთ მათ შორიდან, ვუსმენთ მათ სიმღერებს და არასოდეს ვიცით ვინ არიან ისინი სინამდვილეში. ვინ არიან ისინი, უბრალოდ ბავშვები, რომლებიც მერე ლეგენდები ხდებიან.

თუკი ოდესმე გავბედავ თარგმანს მოვკიდო ხელი, პირველი ალბათ ეს წიგნი იქნება. ჯერაც მიკვირს, არავინ რომ არ მოკიდა ხელი. ყველაზე ნამდვილი მეგობრობის ამბავს, თუკი რამ წამიკითხავს. 1968 წელი ყველამ ვიცით, პრაღაში ტანკები და ჰიპების მოძრაობა მთელი ამერიკის მასშტაბით. პატი და რობერტი ერთად ცხოვრობდნენ კლინტონ ჰილთან, ნიუ იორკში, პატარა ბინაში, რობერტი გეი იყო. პატის ძალიან უყვარდა რობერტი. ერთად ცხოვრობდნენ, ხატავდნენ… პატის ჯენისიც უყვარდა, სამივეს უყვარდა ერთმანეთი, უბრალოდ, გულწრფელად…

“უბრალოდ ბავშვები” 2010 წელს გამოვიდა.. ჯენისი 70-ში მოკვდა, რობერტი 89-ში… პატი ისევ უშნოდ მღერის და მხოლოდ მან იცის როგორ იწყებოდა ყველაფერი. სანამ პატი სიმღერას დაიწყებდა, რობერტი ფოტოგრაფი გახდებოდა, სანამ ისინი ჯენისს შეხვდებოდნენ… სანამ სხვებივით, ისინიც უბრალოდ ბავშვები იყვნენ….

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: