შიგთავსზე გადასვლა

წიგნების მოზღვავების ხერხები

11 Bible Verses To Help You Go Back To School

ის, რომ დღეს საქართველოში უამრავი წიგნის მაღაზიაა, სადაც არჩევანი

მრავალფეროვანია, უკვე ფაქტია. როგორც ჩემი ლექტორი იტყოდა, ადრე წიგნის ხელში ჩაგდების პრობლემა იყო ახლა კი წიგნების ხელიდან გაგდების პრობლემააო.

იყიდო სასურველი წიგნები, მოიარო წიგნის ბაზრობები, იდგე რიგებში ყოველდღიურად და საბოლოოდ თვიური ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი დახარჯო წიგნებში დიდი ცდუნებაა, თუმცა შემდეგ ხელფასამდე მიღწევა პრიორიტეტია და ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე კომფორტულ ხერხს როგორ შევიძინოთ წიგნები რაც შეიძლება იაფად, სწრაფად და ზედმეტი წვალების გარეშე.

Booksale.ge

Image may contain: sunglasses

ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ინტერფეისის მქონე ონლაინ პლატფორმაა წიგნების შესაძენად. მოკლე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის შემდეგ შეგიძლიათ სასურველი წიგნები მინიმუმ 30 %იანი ფასდაკლებით შეიძინოთ და წინასწარ მითითებულ მისამართზე მოგართმევენ. მოკლედ, სახლიდან გაუსვლელად და იაფად შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ ბიბლიოფილური ვნებანი. ახლა რაც შეეხება იმას, წიგნის მაღაზიაში რომ შედიხარ და არ იცი, რომელი ერთი წიგნი აარჩიო, ბუქსეილის ჩეთბოტი მაგასაც მოაგვარებს და მაქსიმალურად შენზე მორგებულ წიგნს შეგირჩევს მომენტალურად თან, პირდაპირ ფეისბუქის ჩატით.

readersland.ge

No photo description available.

ესეც ფეისბუქზე მორგებული პლატფორმაა და რაც მთავარია აქვე ყოველ დღე განახლებადი ფასდაკლების აქციებია წარმოდგენილი სხვადასხვა გამოცემებზე. გარდა ამისა, აქვს სასაჩუქრე კოლექციებიც, ძირითადად მცირეწლოვანი მკითხველისათვის, რომელიც ენციკლოპედიის ტიპის გამოცემების მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეძენის საშუალებას იძლევა. რეგისტრაცია და ავტორიზაცია სულ რამდენიმე წუთს იკავებს, შეკვეთილ წიგნს კი კურიერი მოგიტანთ სასურველ ადგილას.

laterna.ge

No photo description available.

ლატერნას წინა ორისგან განსხვავებით არამხოლოდ ონლაინ არამედ ჩვეულებრივი მაღაზიაც აქვს და ადგილზე შეგიძლიათ ნებისმიერი წიგნის შერჩევა. ამავდროულად, თავით ვაგებ პასუხს გამოცემების ხარისზე და თუ რამე არ მოგეწონებათ თქვენი ხმალი ჩემი კისერი, მაგრამ ამ მაღაზიაში ყველაზე ბოლოს ფოლკნერის წიგნი ვიყიდე და შეკვეთიდან მეორე დილით უკვე სახლში მომიტანეს, რაც დამეთანხმეთ ნამდვილად კომფორტია დღევანდელ ცხოვრებაში.

ასევე არსებობს ელექტრონული წიგნების შესაძენი საიტები და აპლიკაციებიც, ისეთი როგორიცაა Saba.com.ge ან lit.ge რომლებსაც მოგვიანებით მივუბრუნდები, ისე აქვე უნდა ითქვას რომ ძალიან იღბლიანი ვარ, აგერ ერთი მეგობარი მყავს ჯერ გაფიქრებული არ მაქვს რომ წიგნი მინდა და ის უკვე მჩუქნის ხოლმე. ჰოდა, თუ თქვენ ჯერ ასეთი მეგობარი არ გიპოვიათ შეგიძლიათ ამ საიტებს მიმართოთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: