შიგთავსზე გადასვლა

მე წიგნის გმირი ვარ

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია და ამის მიზეზებს ახლა არ ავხსნი, მაგრამ როგორც იქნა დავბრუნდი და დავბრუნდი გივი მარგველაშვილთან ერთად. არის მოთხრობები, რომლებსაც წაიკითხავ და ლიტერატურა სახეს იცვლის. გივი მარგველაშვილის მოთხრობები სწორედ ასეთებია.

Image result for givi margvelashvili

მის მოთხრობებში, რეალური და ირეალური სამყარო თითქოს ერთმანეთს ენაცვლება და ამით ავტორი ცდილობს გავლენა მოახდინოს შენზე. რაც ყველაზე მეტად მანაღვლებს ლიტერატურაში, თავად ტექსტია და ამ მხრივ მარგველაშვილი ნამდვილად მაღალი კლასის ოსტატი აღმოჩნდა.

პირველი რამაც ყურადღება უნდა მიიქციოს ავტორის დამოკიდებულებაა მკითხველის მიმართ. არიან ავტორები, რომლებსაც ეჭვი შეაქვთ მკითხველის ინტელექტში. მარგველაშვილი კი პირიქით, გამიზნულად ინტელექტუალ მკითხველს გულისხმობს რაც ძალიან სასიამოვნოა. ამავე დროს, გეთამაშება სიბრტყეებით და გახვევს ილუზიურ საბურველში, თუმცა ამავდროულად მუდმივად გაიძულებს იგრძნო, რომ ეს ილუზიაა და სწორედ ამით გიმტკიცებს, რომ არ არსებობს ილუზიური სამყარო. ის თითქოს განგებ აკეთილშობილებს თავის ტექსტებს და ცდილობს გავლენა მოახდინოს თავისი ტექსტებით მკითხველზე.

პირველი რაც თავში მოგივა, როდესაც მარგველაშვილის მოთხრობებს კითხულობ, ექსპერიმენტია, რომლითაც ის დიდ სიამოვნებას იღებს. დიდ სიამოვნებას იღებს ტექსტის კონსტრუქციასთან თამაშით და არც ერთხელ არ გაექცევა კალამი შემთხვევით. არის პოსტმოდერნისტული ქაოსი და ამ ქაოსში ძნელია ავტორი არ დაიკარგოს, ბევრი მათგანი ამას ვერ ახერხებს, მარგველაშვილი კი ამ ქაოსს თავის სასარგებლოდ იყენებს და მის მოთხრობებში არის ის, რასაც მუდმივად ვამტკიცებ ამ ბლოგზე, მთავარ სათქმელს ავტორი მალავს არა ამბავში, რომელსაც გვიყვება, არამედ ტექსტის ფორმაში, რომლის სტრუქტურასაც ძალიან ოსტატურად გადაათამაშებს ხოლმე.

ბიბლიური ნარატივი, გაცოცხლებული წიგნის გმირები, მკითხველის ამბის პერსონაჟად ქცევა… ამ ყველაფრით ავტორი თითქოს ზღაპრების მწერალს ემსგავსება, მაგრამ ჩემს დიდ ლიტერატურულ გამოცდილებაში ჯერ კიდევ არ მქონია იმდენად სერიოზულ “ზღაპრულ სამყაროსთან” საქმე, როგორიც მარგველაშვილს აქვს. “პატარა პრინცისა” არ იყოს, მე თუ მკითხავთ საბავშვო წიგნებზე სერიოზული არაფერია, მაგრამ ახლა ამაზე არ ვსაუბრობ. ეს სულ სხვა ძალის ლიტერატურაა. მარგველაშვილი გერმანულ ენაზე წერს რაც გვაიძულებს დავფიქრდეთ, ეკუთვნის თუ არა ის ქართულ ლიტერატურულ სივრცესა და ტრადიციას და მე გეტყოდით, რომ არა. მიუხედავად “მუცალისა” მისი ლიტერატურა ქართულ ფესვზე ვერანაირად ვერ იდგება, თუ გადავხედავთ ქართულ ლიტერატურასაც და გივი მარგველაშვილის ლიტერატურასაც.

ლიტერატურული ხერხების ნამდვილი ზეიმია გივი მარგველაშვილის მოთხრობები. თუ ვინმეს გულით ვურჩევდი რამე წაეკითხა ამ მოთხრობებით დავიწყებდი აუცილებლად რადგან ყველა, ვინც ამ მოთხრობებს წაიკითხავს, ლიტერატურას ახალი თვალით დაინახავს. მითუმეტეს ახლა როდესაც პოსტმოდერნიზმი თითქოს დასრულდა და რაღაც ახალი იწყება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: