შიგთავსზე გადასვლა

ოჯახური პორტრეტი

მგონი უკვე მითქვამს, მე ბებიას გაზრდილი ვარ ნახევრად. ყველაზე

Grandmother And Grandfather Love Each Other Coloring Pages : Color Luna

მნიშვნელოვანი პერიოდი ბებიასთან მაქვს გატარებული. მართალია სამჯერ დიდია ჩემზე და მთელი ცხოვრება შრომის მეტი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ბებიაჩემი დედაჩემის შემდეგ ყველაზე ძლიერი ქალია ვისაც ვიცნობ.

ბებია ახლა სამოცდაცხრა წლის არის. ბაბუაჩემი და ბებიაჩემი კლასელები იყვნენ და მერე, როგორც ხდება ხოლმე. ოჯახურ ცხოვრებას რომ შეუდგნენ ბაბუაჩემი სასადილოში მუშაობდა. ბებიაჩემი თამბაქოს ნემსავდა და მეურნეობაში ეხმარებოდა ხოლმე თავის მშობლებს. ჩემი დიდი ბაბუა ორმოცდათექვსმეტი წლის იყო როცა ძროხამ დაითრია და თავი დაარტყა, მერე გაჟონვა დაემართა მოკლედ ლოგინად ჩავარდა და ჩემი დიდი ბებია უვლიდა, რათქმაუნდა ბებიაჩემის დახმარებით.

ცხოვრება რომ გაჭირდა, ბაბუაჩემი უმუშევარი დარჩა ამიტომ, რაღაც უნდა მოეფიქრებინათ. ადგნენ და სამოცი მანეთის კიტრი იყიდეს და ვაჭრობა დაიწყეს ბაზარში. დღესდღეობით პენსიონერების კი არა ჩვეულებრივი ჯანღონით სავსე ახალგაზრდისათვის შესაშურად ცხოვრობენ. ბაბუაჩემი წელიწადში ორ დღეს ისვენებს, ახალ წელს და ბედობას. თავისი შვილებიც და მეც ხომ გაგვზარდეს, რაც განათლება მაქვს ეგეც ბებიაჩემის დამსახურებაა, აბა ამდენი სწავლის გადასახადს ვინ გადამიხდიდა.

ეტყობა უმამობის ბრალია, ბაბუაჩემზე ვგიჟდები. უცნაური კაცია, მხოლოდ თავის საქმეზე ფიქრობს და დღედაღამ რეისებშია გავარდნილი. ფეხები სულ ლურჯი აქვს ფეხზედგომისგან. ღამით ორსაათზე რეისში წასულს უკან დაბრუნებულს შეუძლია როგორც თვითონ ეძახის “ტავარი” ჩამოტვირთოს ბაზარში ყველაზე ადრე მივიდეს და საღამოს ექვს-შვიდ საათამდე იმუშაოს. ხელებიც დალურჯებული აქვს, მანქანას სახასიათოდ ნელა ატარებს, რადგან ღამით რეისში ყოფნისას შეიძლება საჭესთან ჩასთვლიმოს და სწრაფად უნდა მოასწროს საჭის დამორჩილება. როცა ჩასთვლემს ხოლმე, ხელზე კბილებს იჭერს გამოსაფხიზლებლად. მოკლედ ბაბუაჩემი….დაუჯერებლად მშრომელი კაცია.

ამასწინად ზურაბ მხეიძეს ვუსმენდი, ასე თქვა იმ ქვეყნებში ცხოვრობენ დიდხანს, სადაც მოხუცებს პატივს სცემენო. საქართველოში, მოხუცები თითქოს გარიყული ხალხია. ახალგაზრდებს გვავიწყდება მათ მიმართ სითბოს გამოხატვა. მათ აზრს არ ვეკითხებით, რითაც ფუნქციას ვუკარგავთ. აი ბაბუაჩემს, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ ბებიაჩემისგან და დედაჩემისგან ბევრი საინტერესო რამ გამიგია მასზე. საინტერესო კაცი იყო. სხვათა შორის პრაღის გაზაფხულის დროს ჩეხოსლოვაკიაში მსახურობდა ჯარში და მოტყუებით წაუყვანიათ პრაღაში. მგონი ერთ-ერთ ტანკშიც იჯდა. ახლა რომ ნახოთ, მაგას ვერ დაიჯერებთ იმდენად მშვიდი წყნარი ჭაღარა ბაბუაა. ისე მის გაბრაზებას არავის ვურჩევ. წყნარია, მაგრამ თუ გაბრაზდა იმერული სიფიცხე სძლევს ხოლმე.

ძალიან მიყვარს საღამოობით რომ დასხდებიან ბებო და ბაბუ საერთო ოთახში და გაუჩერებლად კამათობენ, ასე გრძელდება უკვე 50 წელია… ბებია-ბაბუა ყველაზე მაგარი რამეა, სანამ ისინი არიან მე ჯერ ისევ ბავშვი ვარ. ჩემს დიდ ბებია-ბაბუასაც მოვესწარი ოთხი კლასის განათლება რომ ჰქონდათ, მაგრამ ყველაფერში იმდენად კარგად ერკვეოდნენ, რომ დედაჩემმა თუ კი რამ იცის კინოზე, თეატრზე ლიტერატურაზე, ყველაფერი ბებია-ბაბუამ ასწავლა. მინდა, რომ ჩემს შვილიშვილებს ისევე ვუყვარდე, როგორც დედაჩემს თავისი ბებია-ბაბუა მე კიდევ ჩემი. სხვათა შორის, კარგად მახსოვს დედაჩემის ბაბუას მჭექარე ხველება ჰქონდა და ყოველ მის დახველებაზე თითო პარტიას ვღნაოდი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: