შიგთავსზე გადასვლა

სამი ამბავი ძალადობაზე(ლუკა სირაძე)

Image result for ლუკა სირაძე

დავიფიცე სანამ აურზაური არ ჩაივლის სიტყვასაც არ ვიტყვი-მეთქი. მერე ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა ვთქვა დღეს და აქ, რასაც ვფიქრობ. დღეს ორ ფილმზე მოგიყვებით, სადაც არასრულწლოვანთა მიმართ ან მათ მიერ ძალადობის ფაქტი, ძალიან მნიშვნელოვანი კუთხით არის განხილული. სამივე სხვადასხვა შემთხვევაა და სამივე მათგანი საკმაოდ საყურადღებოა. მინდა რომ ყველამ, ვინც ამ პოსტს კითხულობს, სამივე ფილმი ნახოს და დაფიქრდეს, საიდან იწყება ბულინგი. ვინ არის მსხვერპლი და როგორ შეიძლება გაუმკლავდე პრობლემას.

პირველი ეს არის დანიური ფილმი “ნადირობა” მეს მიკელსენის მონაწილეობით. მოკლე შინაარსი ასეთია: საბავშვო ბაღში მუშაობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ერთ-ერთი აღსაზრდელი გოგონა გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. ამბავი პატარა ქალაქში ხდება და შესაბამისად საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. მასწავლებელს ებრძვიან ბავშვის მშობლები ნაცნობები, ძველი მეგობრები… მთელი ქალაქი მის წინააღმდეგ მხედრდება. ფილმში არის ერთი მომენტი, როდესაც ეკლესიაში მისულ მასწავლებელს ფიზიკურად უსწორდებიან და ეკლესიიდან აგდებენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში ბავშვი ცრუობს. საქმე კი იმდენად შორს არის წასული, რომ სიმართლის გარკვევას აქვს თუ არა აზრი საკმაოდ საკამათო საკითხია. როცა ყველანაირი შეურაცხყოფა, დამცირება და ტკივილი უკვე მიყენებულია შეიძლება სიმართლემ მნიშვნელობა დაკარგოს. ამაზე, ერთი ჩემი უფროსი პროფესორის ნათქვამი მახსენდება, რომ ღირსებას არ აქვს აღდგენის უნარი. თუ ჩემი ღირსება უკვე შეილახა, დამნაშავე გინდა მოკალი გინდა მოხარშე ჩემი ღირსება არ აღდგებაო ამბობდა ეს ადამიანი და მე სრულიად ვეთანხმები. გარდა ამისა სინამდვილეში საიდან მოდის ეს ძალადობა ესაა მთავარი საკითხი. მცირეწლოვანი ბავშვი როდესაც მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს, რომელიც არ ჩაუდენია უნდა დავფიქრდეთ. რატომ აკეთებს ამას ბავშვი? საიდან დაიბადა მის გონებაში ასეთი აზრი. თანაც აქვე გაგახსენებთ დოსტოევსკის “ეშმაკნი” ხომ გახსოვთ? როდესაც არასრულწლოვანი ნამდვილ ძალადობას აწყდება, ის ამაზე არ ლაპარაკობს, რადგან საკუთარ თავს ადანაშაულებს ამაში. მას ჰგონია, რომ რაღაც სჭირს ან რაღაც დააშავა და ამიტომ დაემართა ეს სწორედ მას. ამიტომ იკლავს “ეშმაკნის” პერსონაჟი თავს. ფილმის შემთხვევაში კი, ეს ყველაფერი ყურადღების მიქცევის ხერხი იყო და ამიტომაც თქვა ბავშვმა ეს დაუბრკოლებლად.

მეორე ფილმი “ჩანაცვლება” შემცვლელი მასწავლებლის ამბავია, რომელიც ასე ვთქვათ ძნელადაღსაზრდელთა კლასში შედის ინგლისური ლიტერატურის სასწავლებლად, მაგრამ როდესაც კლასში არსებულ პრობლემებს წააწყდება, ის ბავშვებთან მათ ენაზე იწყებს საუბარს და შედეგსაც აღწევს ერთი შეხედვით. ერთ-ერთი გოგონა, რომელიც არაფრით გამოირჩევა, წონის პრობლემაც აქვს და ყველა სხვა თვისებაც, რომლის გამოც თანაკლასელებისაგან ბულინგის მსხვერპლია თავს იკლავს. მანამდე იყო დავალება, რომლის დროსაც ბავშვებმა წერილები დაწერეს, რას იტყოდნენ ადამიანები მათ დაკრძალვაზე და მე ვფიქრობ სწორედ აქ გამოეპარა მასწავლებელს ის, რამაც შემდგომ სასიკვდილო შედეგი გამოიღო. დღეს საქართველოში ბევრი მასწავლებელი იმართლებს თავს, იმით რომ ორმოცდახუთ წუთში ძნელია რაიმე ისეთი შეამჩნიო, რასაც შეიძლება შემდგომში ცუდი ან უარესი, ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს. არადა, მასწავლებელი, თუკი ის მართლაც მასწავლებელია, ძალიან კარგად იცნობს თავის მოსწავლეს. მართალია, რთულია, მაგრამ მასწავლებელი უნდა ახერხებდეს თითოეულ მოსწავლესთან ურთიერთობას. ყველა საგანი, რომელსაც სკოლაში მასწავლიდნენ, ბევრად უკეთ, მას შემდეგ ვისწავლე, რაც სკოლა დავამთავრე, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები, სკოლაში, ორი-სამი მასწავლებლის გარდა, ჩემთვის არავის უსწავლებია. ახლა რომ ვაკვირდები, მაგრად გამიმართლა.

მე ბებიამ გამზარდა, სამჯერ ჩემზე უფროსმა. დილის ექვსიდან საღამოს ექვსამდე მუშაობდა, ყინვაში,თოვლში, ქარში… მამაჩემი გინდა ყოფილა გინდა არა, დედაჩემს კი ჩემი დატოვება მოუწია გარკვეული პერიოდით და ამიტომ მხოლოდ სატელეფონო საუბრებით ახერხებდა ჩემთან ურთიერთობას, თუმცა ყველაფერს გეფიცებით, ბევრი დედა, რომელიც დღედაღამ თავის შვილს არ შორდება, ვერ მოახერხებს ისე მოუსმინოს, ურჩიოს და ემეგობროს თავის შვილს, როგორც დედაჩემმა შეძლო.

სამი სკოლა გამოვიცვალე სხვადასხვა მიზეზებით, ერთ-ერთ სკოლაში ისეთი სასტიკი პირობები გვქონდა, დღესაც არ ვიცი როგორ გადავრჩი. ბავშვები ჩანთაში უწმაწურ წერილებს მიყრიდნენ, სახლში მირეკავდნენ სალანძღავად. მე ცერებრალური დამბლა მაქვს, თუმცა ძალიან მსუბუქი ფორმით. ამიტომ აქტიურობაში ხელს არ მიშლის. ფიზკულტურის გაკვეთილზე კლასელი ბოროტად მეხუმრა ამასთან დაკავშირებით და მახსოვს, ისე ვცემე მე თვითონ შემეშინდა. პატრული არ გამოუძახიათ, მაგრამ სახლში რომ მივედი, დეიდაჩემმა, რომელიც საკმაოდ მკაცრი იყო ჩემ მიმართ, ისტერიჩკა მიწოდა და მკურნალობა შემომთავაზა. სანამ სკოლაში სიარულზე საერთოდ არ ვთქვი უარი, სკოლა არ გამომიცვალეს. ახალ სკოლაში შედარებით დავლაგდი, ყოველშემთხვევაში ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ როგორც მიჭირდა თანატოლებთან ურთიერთობა, დღემდე დამრჩა ეს ამბავი და არც ერთი ჩემი მეგობარი ჩემი ტოლი ან მითუმეტეს ჩემზე უმცროსი არ არის.

ყველა ძალადობა საიდანღაც იწყება. ჩვენ ვზრდით იმ სამართალდამცავებს, რომლებიც სხვებზე ძალადობენ, ისევე როგორც ჩვენგამო იკლავენ ბავშვები თავს. ჩვენ არ ვუსმენთ მათ სანამ ამ უყურადღებობის შედეგები ცხვირში არ გვეცემა. ჩვენ უგულებელვყოფთ ადამიანებს იმ იმედით, რომ დრო კიდევ გვექნება. ვეუბნებით, “დაიკიდე” ” ყურადღებას ნუ მიაქცევ” სანამ ისინი ისე არ გადაჭრიან პრობლემას,როგორც ახერხებენ. ჩვენ არ ვასწავლით ბავშვებს, როგორ გაუმკლავდნენ პრობლემას. რომ რაც უნდა მოხდეს არასოდეს უნდა დამარცხდნენ. ჩვენ მხოლოდ მაშინ გვახსენდება მსხვერპლები, როცა საპანაშვიდე კელაპტრის ანთების დრო მოდის. ძალადობისას ორივე მხარე მსხვერპლია. ერთი უფრო ადრეული, მეორე კი იმ პირველი მსხვერპლის გაგრძელება. დღეს თუ არ მოუსმენთ ადამიანებს, ხვალ შეიძლება აღარ იყოს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: