შიგთავსზე გადასვლა

ფრანც კაფკა “პროცესი” სამყაროს სპირალი

იოზეფ კ-მ არ იცის რა დააშავა. როდესაც უცნობი ადამიანები ბრალს გიყენებენ და გაპატიმრებენ, კითხვა გაგიჩნდება რა დავაშავეო. იოზეფ კ-ს კი არ უპასუხეს. მთელი ეს ამბავი, ისეთივე უცნაურად მიმდინარეობს, როგორც დაიწყო. კ-ს თავისუფლება არ შეეზღუდა, მაგრამ მაინც დაპატიმრებულია. ის სასამართლოში დადის, ერთი ინსტანციიდან მეორეში აგზავნიან, მთავარ კითხვაზე კი პასუხი მაინც არ ჩანს. იქ, ზემოთ, ვიღაცამ იცის სიმართლე.

Franz Kafka, Penguin Books Australia

ჩვენ, ყველა რაღაცას ვაშავებთ. უდანაშაულო ადამიანი არ არსებობს, მაგრამ როდესაც იცი რისთვის ისჯები, ეს ერთგვარი პრივილეგიაა. იცი მაინც დაიმსახურე თუ არა, კ-მ არ იცის. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ცდილობს გაარკვიოს, რისთვის დააპატიმრეს, დაბრკოლებას აწყდება და შემდეგ წრეზე იწყებს სიარულს, ერთადერთი კითხვით, რისთვის დააპატიმრეს? თან დაპატიმრებაც არის და დაპატიმრებაც. თქვენ სადმე გინახავთ პატიმარი, რომელსაც სამსახურში სიარულის უფლება აქვს?

კ რომ მიჰყოლოდა სისტემას, ალბათ, ოდესმე გაიგებდა რაში სდებდნენ ბრალს ან შეიძლება ვერც გაეგო. არ ვიცით. თუმცა, თავად სამყარო კ-ს გარშემო სპირალს გავდა, რომელიც არსად არ მიდის. სპირალის ყოველ ხვეულას ახალი ხვეულა მოჰყვება და ასე დაუსრულებლად. როგორც კი ამ სპირალს წინააღმდეგობას გაუწევ, ახალი ხვეულა ემატება და სულ უფრო გითრევს.

სამყარო ტყუილად არ მიხსენებია. რეალური სამყაროს ბალანსი, სწორედ ამ ციკლურობაშია. არსებობს მუდმივად გამეორებადი ციკლები, რომლებთანაც შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. მუდამ მეორდება ისტორია, ადამიანური შეცდომებიც მუდამ ერთნაირია. ბუნებაც კი განმეორებადობაზე დგას, ერთგვარ ჩაკეტილ წრეზე.

კარგი ლიტერატურის მთავარი ნიშანი ის არის, რომ მას არ შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი სტრატეგია. ის არ შეიძლება მხოლოდ ერთ საზრისამდე ჩამოდიოდეს. ამიტომაც იყო, მაგალითად დოსტოევსკი გენიოსი, რომ სიუჟეტური ხაზიდან რამოდენიმე სიმართლის ამოღება შეგეძლო და არა ერთისა, როგორც დღეს ხშირად ხდება ხოლმე.

კაფკას “პროცესი” მრავალმხრივი ნაწარმოებია. სისტემას შეჯახებული ადამიანის ამბავი. სისტემა კი თავისთავად არის მრავალი. მატერიალური, სამყაროსეული, პოლიტიკური. ნებისმიერი სისტემა მოერგება ინტერპრეტაციის თვალსაზრისით კაფკას ამ ნაწარმოებს და ყოველი ვარიანტი თავისთავად მართალი იქნება. პოსტსაბჭოთა საქართველოში, ეს კომუნისტური სისტემაა, სხვაგან სხვა და ჩემთვის პირადად კი კაფკას პიროვნებიდან გამომდინარე, იმით, რაც მასზეა ცნობილი შეიძლება მისი პირადი ბრძოლაც კი იყოს მითუმეტეს, რომ მთავარ გმირს, იოზეფ კ. ჰქვია. ისევე, როგორც ფრანც იოზეფ კაფკას.

წრეს დასასრული არ აქვს, არც დასაწყისი… ნებისმიერი სისტემა წრეზე ბრუნავს და იოზეფ კ რომ ამ წრეს გაჰყოლოდა შეიძლება სამუდამოდ გაგრძელებულიყო ეს ამბავი. სისტემას ერთადერთი წესი აქვს. ან ხარ მისი ნაწილი და ემორჩილები ან არ ხარ. სხვათა შორის, რელიგიაც ასეთივე სისტემაა. ამიტომ ხდება, რომ ლიბერალური სისტემა რელიგიას არ ცნობს, რადგან რელიგიაში არ არსებობს პირობები. ან ისე ხარ, როგორც დოგმა ქადაგებს და ცხონდები ან არა და მისი ნაწილი არ ხარ.

პოლიტიკური სისტემები, უცხო სხეულებს მაშინვე გრძნობენ და ცილებენ ხოლმე. ბუნებაც მუდამ გადარჩენისთვის იბრძვის და სუსტებს ფილტრავს. ამ ერთ წიგნში ამდენი წახნაგი რომ არის, იმიტომაცაა ამდენი ადამიანი დღემდე ინტერესით რომ კითხულობს. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ ჩემს ამ მოსაზრებაში ლოგიკა ნამდვილად არის,ასე მგონია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: