შიგთავსზე გადასვლა

რატომ არ იზრდება პიტერ პენი?

Image result for პიტერ პენი

დღეს წიგნების თაროს ვალაგებდი და პიტერ პენის ძველი, თხელყდიანი გამოცემა მომხვდა ხელში. გამახსენდა, როგორც ვკითხულობდი. ძალიან მომწონდა თავად პიტერი და კიდევ ციცქნა ცქრიალაც, მაგრამ არასოდეს დავფიქრებულვარ აქამდე, რატომ არ იზრდება პიტერ პენი? მგონი უბრალოდ არ უნდა რომ გაიზარდოს და დიდებს დაემსგავსოს. ამაში ისიც მარწმუნებს, რომ არსებობს პიტერ პენის სინდრომი. ეს ის ადამიანები არიან ვინც მოწიფულობის ასაკშიც ისეთივე უდარდელია, როგორიც ბავშვი უნდა იყოს და ნებისმიერი პასუხისმგებლობა მასში შიშს აღძრავს, ამიტომ მყარ ურთიერთობებს ვერ ამყარებენ.

გახსოვთ ჰოლდენ კოლფილდი? მე ვფიქრობ რომ პიტერ პენსა და ჰოლდენ კოლფილდს ბევრი აქვთ საერთო. არც ერთს არ უნდა გაზრდა და ამიტომაც არ იზრდებიან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ნევერლენდსა და რეალურ სამყაროს შორის დიდია სხვაობა და ამით განსხვავდება ჰოლდენი და პიტერი ერთმანეთისგან.

ისე ერთსაც ვფიქრობ, რომ ვენდიმ გამოიგონა პიტერ პენი. ბავშვობაში მეც მყავდა გამოგონილი მეგობარი, ისიც ბიჭი იყო, სახელიც მახსოვს, მაგრამ მაგაზე მოგვიანებით მოგიყვებით. ნევერლენდიც სახელიდან გამომდინარე მაფიქრებინებს, რომ წარმოსახვის ნაყოფია. ნევერლენდი ან არასოდესეთი ხომ არ შეიძლება არსებობდეს.

პიტერი ყველა სხვა ბავშვისგან განსხვავდება, ის არ იზრდება. მუდამ შეუძლია უდარდელი იყოს, თავგადასავლებში გაეხვეს მეგობრებთან ერთად იოინბაზოს და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ რამხელა ფუფუნებაა იცოდე, რომ მუდამ უდარდელ არსებად დარჩები და პასუხისმგებლობები არასოდეს შეგაწუხებს.

თუ ვენდიმ პიტერი გამოიგონა რისიც მე განსაკუთრებით მჯერა ეს გასაგებია რამდენიმე მიზეზის გამო. ვენდის ტოლ ბავშვს ფანტაზია უნდა ჰქონდეს, თავისუფლება უნდა უყვარდეს, თავგადასავლების უნდა სჯეროდეს და ისეთი მეგობარიც აუცილებლად უნდა ჰყავდეს, ვისთან ერთადაც ამ თავგადასავლებს გაიზიარებს, სხვაგვარად ზღაპარი არ შედგება.

ახალ წლამდე თექვსმეტი დღეა დარჩენილი. ახალი წელი ხომ სასწაულების დღეა და წელიწადში ერთხელ ხომ ყველას სჯერა რაღაც მაგიის. მახსოვს პიტერ პენი ერთ-ერთი პირველი ზღაპარი იყო რომელიც წავიკითხე. დღემდე, ღამღამობით, როცა ცა ვარსკვლავებით მოიჭედება, დღესაც ვფიქრობ იქნებ ერთ-ერთი ვარსკვლავი ცქრიალას ფრთებია- მეთქი ახლა ალბათ უკვე დიდი ვარ ასეთი რამეებისთვის, მაგრამ ბავშვობის კითხვები ზოგჯერ ზრდასრულობაშიც გვაწუხებს ხოლმე. ეს დაახლოებით ისეთივე კითხვაა, როგორც ის, თუ სად მიდიან იხვები ზამთარში, როცა ტბა იყინება.

ახლა ალბათ დედაჩემი მეტყოდა, რომ მეც პიტერ პენის სინდრომი მაქვს, მაგრამ როცა ზრდასრულური პრობლემები მაწუხებს და რთული პერიოდი მაქვს, ზოგჯერ იმედი გამკრავს ხოლმე, რომ მაღლა, ვარსკვლავებს შორის პიტერი, ვენდი, ცქრიალა და მათი მეგობრები არიან. ვიღაცას ხომ მაინც შეიძლება აუხდეს ოცნება ბავშვად დარჩენაზე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: