შიგთავსზე გადასვლა

ნესტან-ნენე კვინიკაძე “38, 44″თამაში

საკუთარი ქვეყნის ლიტერატურის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა გასაკვირი არ არის. ჰოდა, მეც მჭირს. კითხვის დასაწყისში, ვიფიქრე რომ რაღაც ახალი და საინტერესო გაჩნდა ქართულ ლიტერატურაში. სტომატოლოგიის სტუდენტი, რომელიც ფულის საშოვნელად მკვდრებს

Image result for ნესტან ნენე კვინიკაძე წიგნი

მაკიაჟს უკეთებს და შიშის დასაძლევად, ამ მკვდრების ისტორიებს იგონებს. იგონებს ვინ იყვნენ, რისი სჯეროდათ და როგორ ცხოვრობდნენ ისინი. კინომცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ბიჭი, რომელიც “დისიდენტობანას ” თამაშობს და ამ თამაშში ეს სტომატოლოგიც ხვდება. მოკლედ, წყვილი მაია და ლექსო უკვე არის.

მანამდე, სანამ მთავარ თამაშზე გადავიდოდე, არ შემიძლია ლექსოს ბებია არ ვახსენო. ალცჰაიმერი რომ აქვს და ცალი ხელით მუდმივად რომ მასტურბირებს. ეს, უნდა გამოვტყდე, რომ ჩემთვის ყველაზე სრულყოფილად დახატული პერსონაჟია, მთელ რომანში. გარდა მთავარი თამაშისა,კიდევ იყო ერთი, ლექსო და ბებია ბავშვობაში წაკითხული წიგნების გმირებს ახვედრებდნენ ერთმანეთს და ამით ერთობოდა ლექსო ყველაზე კარგად.

თამაშები ლიტერატურაში სულ მიტაცებდა მაგრამ ამ შემთხვევაში დამაკლდა პერსონაჟების სიცოცხლე. თითქოს ეს ყველაფერი არასრულყოფილად იყო გადმოცემული რაც ემპათიის განცდაში მიშლიდა ხელს. თხრობითი ტექსტის სიჭარბე მომხვდა თვალში რაც ძალიან უშლიდა ხელს პერსონაჟებისა და სიტუაციების ჩვენებას. თითოეული პერსონაჟისაგან ველოდი რაღაც განვითარებას რაც ვერ დავინახე.

დისიდენტობანას თამაშისას, ყოველ წინადადებას წინ უძღვის სიტყვა”ვითომ” თუმცა ყოველი თამაშის სცენარი ჩვენი ისტორიული რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ თავად პერსონაჟების განვითარება ნაკლებია ერთი სიმართლე ნამდვილად თქვა ავტორმა. დიალოგში, როდესაც ლექსო მაიას მორიგი თამაშის სცენარს აცნობს მაია ეკითხება რატომ დავდივართ ეკლესიაშიო, რაზეც ლექსოს პასუხია, რომ ეს ახლა მათი პოზიციაა, ახლა ასეა საჭირო, შემდეგ კი როგორც უნდა ისე უნდა მოიქცეს. თუ გადავხედავთ ჩვენს რეალობას, ადამიანების დიდი ნაწილისათვის ეკლესია ერთგვარი პროტესტის იარაღი იყო. სწორედ ამავე ლოგიკით გახდა შემდეგ ის მარგინალიზებული.

მე ვფიქრობ, მკვდრების ხაზი ძალიან საინტერესოდ შეიძლებოდა გაშლილიყო თუმცა, მოულოდნელად წყდება ისევე, როგორც მოულოდნელად წყდება დისიდენტობანას თამაში და რომანი მთავრდება ისევ ავტორისეული ტექსტით, სადაც ერთგვარი პათოსი შეიმჩნევა. დაახლოებით ასეთი, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობდნენ ერთმანეთს და საკუთარ თავებს შეიცნობდნენ, ლიტერატურასა და კინოზე საუბრობდნენ და თამაშობდნენ ის ახალგაზრდები არიან ვინც, მიტინგებზე გამოდიოდნენ და იმ ციფრების უკან დგანან რომლებსაც ჩვენ მუდამ ვითვლით.

ეს რომ სტატია ყოფილიყო, ალბათ მშვენიერი ხატოვანი დასასრული გამოვიდოდა, თუმცა ავტორს შეეძლო ტექსტის უფრო ადრეულ ეტაპზე ეჩვენებინა ამ ადამიანების ყოველდღიურობის დეტალები იმგვარად რომ ჰეტეროდიეგეტური ხმა არ დაჭირვებოდა მათი უიღბლობის მიხვედრას.

ორივე პარალელური ისტორია პირველ პირშია დაწერილი მაგრამ იმდენი თხრობაა, რომ არასაკმარისი ჩვენების გამო პერსონაჟებთან კონტაქტი შეიძლება გაგიწყდეს.

ლიტერატურაში ამბავი ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუ არ გაქვს ამბავი ვერავითარ ფაბულას ვერ განავითარებ და ვერც რომანი გექნება. სასურველია, რომ აჩვენო თუ კი ეს შესაძლებელია და არ მოყვე. არ ჩაერიო პერსონაჟის საქმეში. სრულყოფილი პერსონაჟი თავად მიხედავს საკუთარ თავს. თანაც ამბის ჩვენებას, მოყოლისაგან განსხვავებით, ერთი დამატებითი კეთილდღეობა ახლავს თან, პერსონაჟსა და მკითხველს შორის მანძილს ამცირებს.

count)s კომენტარი »

  1. ნაწილობრივ გეთანხმებით და კიდევ რამდენიმე ხაზს დავამატებ, რაც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის.
    მომეწონა, როგორ გაკვრით უსვამს ავტორი ხაზს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის: ძალით გათხოვება, მშობლების გავლენით პროფესიის არჩევა (ერთი მხრივ, გვყავს მაია, რომელსაც სულაც არ უნდოდა სტომატოლოგობა და მეორე მხარეს არის ლექსო, რომელიც კინომცოდნეობაზე აბარებს მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად).

    მომწონს კონტრასტი საქართველოს და გერმანიას შორის: როდესაც ლექსოს დედა გერმანიაში მყოფ ლექსოს ოჯახს სწერს წერილს, თუ როგორ უნდა მოუარონ ლექსოს ბატონების დროს – აქ რატომღაც ადრესატის რეაქციაც თვალწინ დამიდგა, იმდენად საინტერესო და გენიალურია ეს ნაწილი.

    მაიაზე ისიც საინტერესოა, თუ რატომ თხზავს გარდაცვლილებზე ისტორიებს: მას ბავშვობის დიდი ტრვმა აქვს, როდესაც მასწავლებელმა გარდაცვლილი კლასელის კოცნა დაავალა ბავშვებს, მაიას შეეშინდა – ვერ აკოცა გარდაცვლილს და ამის გამო მასწავლებელი მას სახეში გაარტყამს.

    ასევე საინტერესოდაა აღწერილი ქართული სამზარეულო, რომელიც სრულიად მოულოდნელად ერთვება ხოლმე ისტორიებში, მაგრამ ძალიან კარგად კრავს სურათს (საცივის სრული რეცეპტია გაწერილი, კახეთში მგზავრობისას ჩურჩხელა და არყის თემა)

    მომწონს წიგნის სათაურიც, რომელიც ფეხის ზომების აღმნიშვნელია, ფეხებს ამ წიგნში ძალიან საინტერესო დატვირთვა აქვს, აღნიშნავს როგორც ადევნებას და თვალთვალს, ისე დარბევის დროს ხალხის მდგომარეობას – უმეტესობა ცალი ფეხსაცმელითაა, ზოგი ორივე ფეხსაცმელს კარგავს.

    გეთანხმებით გარდაცვლილების ისტორიებზე, უფრო ღრმად შეიძლებოდა გაშლა. მე პირადად ზოგი სიტყვა ძალიან უხეშად მხვდებოდა ყურში, თუმცა ბევრი მიზეზის გამო ეს წიგნი ძალიან მომეწონა.

    Like

    • არაფრის დიდებით არ იფიქროთ, რომ რადგან რაღაცაში ვაკრიტიკებ საერღიდ არ მომწონს წიგნი. ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი იყო. მათშორის ისინიც რაც თქვენ ჩამოთვალეთ თუმცა ქართველებს რატომღაც უჭირთ ხოლმე დასასრულის დაწერა. გარდა იმისა რომ ცოტა რუპორული დასასრული აქვს მიმაჩნია რომ გარკვეული ხაზები ბოლომდე მიყვანილი არ არის. თითქოს ჩქარობს ავტორი ამბის დასრულებას და ეს ძალიან ცუდად ჩანს. რაღაც მომენტში პერსონაჟებს ტოვებს იქ სადაც არიან და პირდაპირ დასასრულზე გადადის… მოკლედ ამის თქმა მინდოდა 🙂

      Like

      • არ მიფიქრია ნამდვილად და დასასრული მართლაც ბუნდოვანია, გენთანხმებით.
        უბრალოდ ზემოთაღნიშნულმა თემებმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და კრიტიკის ფონზე არ მინდოდა ეს საკითხები დაჩრდილულიყო.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: