შიგთავსზე გადასვლა

“ჰო და არა”

გუშინ “სტამბის წიგნებში” ლევან ბერძენიშვილის წიგნის “ჰო და არა” პრეზენტაცია გაიმართა. რასაკვირველია წიგნი ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ თავად საღამო ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ეს ავტორის რიგით მესამე წიგნია, ლიტერატურის შესახებ. წლების განმავლობაში, გადაცემა “წიგნების” არქივში დაგროვებული მასალა ერთ წიგნად აიკინძა და ბატონი ლევანის თქმით კიდევ ბევრია მასალა, რომელსაც აუცილებლად გამოსცემს გარკვეული პერიოდულობით.

თავად წიგნის სათაურის შესახებ ავტორი საკმაოდ საინტერესო თემას შეეხო. მან აღნიშნა, რომ ლიტერატურა არსებობს ორი სახით. “ჰოს” მთქმელი და “არას” მთქმელი. პოპულარული ენით რომ ავხსნათ აქ საუბარია ოპტიმისტური და პესიმისტური ლიტერატურის შესახებ. ბატონმა ლევანმა მაგალითებით განმარტა, რომ მაგალითად “ანა კარენინას” შემთხვევაში ტოლსტოის შეეძლო ანას სიკვდილის სცენასთან წერტილი დაესვა, თუმცა მან ლევინისა და კიტი შერბაცკაიას ბედნიერი ოჯახური ცხოვრების აღწერით თავისი რომანი “ჰოს” მთქმელ ლიტერატურად აქცია. ალბათ “ჰოს” და “არას” სრულ მნიშვნელობას წიგნის წაკითხვის შემდეგ შევძლებთ. პრეზენტაციის განმავლობაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ შეიქმნა ეს წიგნი. ავტორმა აღნიშნა რედაქტორის, გიორგი ჭეიშვილისა და გამომცემლობა “არტანუჯის” დამსახურება ამ წიგნის გამოცემაში.

მე მაინც მიმაჩნია, რომ საშუალო სტატისტიკური მკითხველისათვის, გემოვნების საკითხია, რომელი წიგნია “ჰო” და რომელია “არა” ანუ რომელია ოპტიმისტური და რომელი პესიმისტური, მაგრამ ნამდვილ, გამოცდილ მკითხველს ვერ მოატყუებ.

რასაკვირველია ქართულ ლიტერატურასაც არ აუარა გვერდი ბატონმა ლევანმა. ფაქტია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქართული ლიტერატურული პროცესები აჩქარდა, რაც თავისთავად კარგია. ბატონი ლევანის თქმით, ქართული ლიტერატურა ოდითგანვე მიეკუთვნება “ჰოს” კატეგორიას, რაც ჩვენივე ხასიათიდან გამომდინარეობს და ამასთან დაკავშირებით იხუმრა კიდევაც, რომ როდესაც ქართველს ეკითხები “როგორ ხარ?” გპასუხობს რომ კარგად, “როგორ იქნები?” -უარესად და “ბოლოს რა იქნება?”- ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება- გპასუხობს ქართველი. მოკლედ ზოგადად ქართველები ოპტიმისტები ვართ და ლიტერატურაც ოპტიმისტური გვაქვსო.

პირადად ჩემი შეკითხვა იყო, რა ბედი ელის ქართულ ლიტერატურას-მეთქი, რაზეც ბატონმა ლევანმა მიპასუხა, რომ თუ ერს აქვს ლიტერატურა, ეს ნიშნავს, რომ ის ცხოვრების გაგრძელებას აპირებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გარკვეული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, გვქონდა დიდი წყვეტა ლიტერატურაში, თუმცა დღეს ეს წყვეტა აღარ გვაქვს, რაც თავისთავად ოპტიმისტური ფაქტია. განსაკუთრები ყურადღება ქართულმა პოეზიამ დაიმსახურა. ასევე აღინიშნა ქართული მთარგმნელობითი სკოლა, რომელიც ბოლო პერიოდში ნამდვილად განვითარდა და საკმაოდ წარმატებითაც.

ასევე, ბატონმა ლევანმა, გარკვეული სკეპტიციზმი გამოავლინა საქართველოში გამართული ლიტერატურული კონკურსების მიმართ, რაც კარგ მკითხველებს არ გაგვკვირვებია.

საღამომ ორ საათს გასტანა ასეთ პრეზენტაციებზე სიარული ჩემი ერთ-ერთი ჰობია, ყოველთვის საინტერესოა, რას ფიქრობს ავტორი საკუთარ წიგნზე, მითუმეტეს, როდესაც ეს ავტორი ამ დარგის სპეციალისტია. ბატონი ლევანი დაგვპირდა ასეთი წიგნები კიდევ იქნებაო, რისი დიდი იმედიც მაქვს მე პირადად. დანარჩენ ამბებს მას შემდეგ მოგიყვებით, რაც წიგნს წავიკითხავ. თუ ვინმემ უკვე მოასწარით ან ჩემზე ადრე წაიკითხავთ ამ წიგნს თქვენი შთაბეჭდილებებიც გამიზიარეთ, ვისაც “წიგნების” არც ერთი გადაცემა არ გამოგვიტოვებია ვერ დაგვასპოილერებთ. 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: