შიგთავსზე გადასვლა

დუმილის ჩრდილი…

როცა ბლოგს ვაკეთებდი, გადავწყვიტე, ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის დამემსგავსებინა. მოკლედ, წარმოვიდგინე, რას ვაკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით, რაზე ველაპარაკები საკუთარ თავს, რაზე ვფიქრობ, რა მაწუხებს…

...  pinned from  moon3.tumblr.com

ხშირად მსმენია მკითხველებისგან, “ამ წიგნში ჩემი თავი ამოვიცანიო.” მე თუ მკითხავ, ყველა კარგ ხელოვნების ნაწარმოებში შეიძლება რაღაც შენეული დაინახო, თუ კარგია, უნდა დაინახო. ადრე უკვე ავუხსენი სიყვარული ხულიოს. განსაკუთრებული სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან. მის ერთ მოთხრობას ვკითხულობდი, ” დედის წერილი” და დავრწმუნდი რომ ეს ის კაცია, ჩემს სიყვარულს რომ იმსახურებს. დაწოლისას, დაძინებამდე, იმ ერთ წამს, როდესაც ყველამ ვიცით საკუთარი თავი, ყველას გვაქვს ერთი ისეთი შეცდომა დაშვებული დაძინებაში რომ შეგვიშლის ხელს.

ყოველ დილით, ვდგებით დათქმულ დროს; ყავას ან ჩაის ვსვამთ; სამსახურებსა და უნივერსიტეტებში მივდივართ; შვილებს დავალებებს ვუმოწმებთ; შაბათ-კვირას ვერთობით, როგორც შეგვიძლია; ვკითხულობთ და მეასედ ვუყურებთ რომელიღაც ფილმს…. ასე, დაუსრულებლად… ამ რუტინაში, ვცდილობთ ჩავახშოთ იმ ადამიანების ხმები, ვინც მივატოვეთ, ვისაც ვუღალატეთ. თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის. რომ ჩვენთან ყველაფერი სხვანაირად იყო, მაგრამ ჩვენ მართლა მივატოვეთ ისინი, მართლა ვუღალატეთ და თან არც დავსჯილვართ.

ყველაფერს, რაც ამ რუტინაში გვეჭრება და გვახსენებს იმ ერთ მომენტს, უხმოდ ვიცილებთ და სადღაც საკუჭნაოში ვტენით იმ იმედით, რომ იქიდან ვერასოდეს გამოაღწევს მათი ხმები. დუმილით ვინარჩუნებთ მოჩვენებით სიმშვიდესა და სტაბილურობას. დუმილით ვამტკიცებთ ჩვენს დანაშაულს და კიდევ იმის იმედი გვაქვს, რომ თუ არ ვილაპარაკებთ არაფერი მოხდება. ჩვენს მოჩვენებით იდილიას ვერაფერი დაარღვევს.

რამოდენიმე გვერდში ეტევა ადამიანის ყველაზე ინტიმური მხარეების შიშველი სურათი. ძალიან გახსნილ ადამიანებსაც კი აქვთ რაღაც, ღრმად დამალული ადამიანური ლაქები. ასეთი ადამიანური და ასეთი სასტიკი ავტორი იშვიათად შემხვედრია. შეულამაზებელ სიმართლეს დიდი ძალა აქვს, ერთხელ რომ გეტყვიან, არასოდეს გავიწყდება. ასეთია ხულიოს ეს მოთხრობაც.

ეს ადამიანები საკუთარ თავს გაურბიან. უფრო სასტიკი სადამსჯელო ორგანო არ არსებობს დედამიწაზე, ვიდრე ადამიანი თავისი თავისთვის არის. რაც უფრო გაურბიხარ, მით უფრო გითრევს. რაც უფრო შორს ჩაკეტავ საკუჭნაოში, უფრო ძლიერად გამოანგრევს ბარიერს და უფრო მტკიცედ მოგიჭერს მარწუხებს. მოჩვენებითი იდილიის მთავარი ნაკლი ის არის, რომ იდილია თავისთავად მხოლოდ მოჩვენებითი შეიძლება იყოს.

ბრტყელ-ბრტყელი საუბარი რომ არ გამომივიდეს, აქვე გეტყვით, კარგი ლიტერატურის წაკითხვისას სენტიმენტალური ვხდები ხოლმე. აი, ჩემს ბლოგს რომ გადავხედავ, უცხო თვალით, სულ მგონია რომ ვიღაც სხვამ დაწერა და მერე სულ ვეჩხუბები საკუთარ თავს. მეტი სიმკაცრე და ობიექტურობა გამოიჩინე-მეთქი, ვეუბნები. ეს ალბათ კარგიცაა, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, ამ ჩვევამ მაიძულა არაფერი დამეწერა სერიოზული. დედაჩემი ჩამჩიჩინებს დაწერე, მაინცდამაინც ჩემს სიკვდილს ნუ ელოდებიო. განა სათქმელი არაფერი მაქვს, მაგრამ ახლა ამ სიტყვებს რომ ვუყურებ, ესეც სხვისი დაწერილი მგონია. სხვისი დაწერილიც ამიტომ მიყვარს ალბათ ასე. მერე ვფიქრობ, ეს ხომ მე ვარ… ამის დაწერა მე როგორ ვერ მოვიფიქრე-მეთქი. სანამ ამას გადავლახავ და რამეს დავწერ, ალბათ ისევ სხვის ნაწერებში ვიპოვი საკუთარ თავს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: