შიგთავსზე გადასვლა

“ცრემლიანი სათვალე” სხვა თბილისი

თბილისი, მიუხედავად თავისი სიმცირისა, დაუჯერებელი ამბებით სავსე ქალაქია. აღმაშენებელზე ჯერ კიდევ მაშინ აღმოვჩნდი, სანამ ხალხი გაიღვიძებდა და ქალაქი ახმაურდებოდა. ნესტიანი სიცივე იყო, ახალი ნაწვიმარი და გადავწყვიტე, ტაქსი არ გამეჩერებინა. ქვაფენილზე ფეხით წამოვედი.

Related image

ასეთ დროს მიყვარს სეირნობა, სანამ ხალხი გაიღვიძებს და ქალაქი ახმაურდება. აღმაშენებლის ქუჩაც განსაკუთრებულად მიყვარს, თავისი ქვაფენილით, ძველი ეზოებით, თეატრებით…. ხშირად მინატრია ნეტავ ძველ თბილისში გადამახედა-მეთქი. იტალიურ ეზოებში ქურთი ქართველი და სომეხი ქალები ერთად რომ ხარშავდნენ დიდ ქვაბში ლობიოს. მიშა თუმანიშვილი სერგო ფარაჯანოვი….სხვები რომ დააბიჯებდნენ და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ოც კაპიკიან ლაღიძის წყლის სმისას იმ კამერაზე საუბრობდნენ რომელიც არასოდეს ენახათ. ერთმანეთში ცვლიდნენ ვინილებს ტანსაცმელს და კინოს ბილეთებსაც კი.

Image result for თბილისი 1970

“ცრემლიანი სათვალე” თითქოს დიდი კინოფირია. თბილისის რეტროსპექტივა. არამხოლოდ თბილისის, იმ ადამიანებისაც ვინც იმ ახალგაზრდების საუბრის გმირები იყვნენ “ლაღიძის წყლებში” ეს ერთი კონკრეტული სათვალიდან კინო ობიექტივის გავლით დანახული ამბებია. ჰოდა, რა იქნებოდა კინოობიექტივი, მითუმეტეს საქართველოში, თუ მას პოლიტიკური ფონი არ ექნებოდა. ისტორიისათვის მნიშვნელოვანი 9 აპრილის.. 1978 წლის ენის შესახებ კანონის დასაცავად გამართული მანიფესტაციების ფონზე არსებობს სხვა, შორეული სამყარო ფელინის, ჰიჩისა და სხვებისა, რომელიც ასე ახლოსაა როცა ამ წიგნს კითხულობ.

მე ახლა ისევ აქ ვარ, 2019 წელია. მივუყვები აღმაშენებლისა და პლეხანოვის ასფალტსა და ქვაფენილს. ქალაქს ჯერ არ გაუღვიძია. მეც სტუდენტი ვარ, როგორც ამ წიგნის ავტორი მაშინ, 1978 წელს პირველად და უკანასკნელად რომ იყო თეატრალურის გოგოების ტუალეტში, საიდანაც მიტინგზე გაიპარა. მთელი ჩემი ოჯახი იმას გაიძახის ომები, უშუქობა, უგაზობა გამოვიარეთო. 24 წლის ვხდები და ჯერ მგონი ერთ თვესაც არ ჩაუვლია ისე რუსთაველზე მიტინგი რომ არ იყოს. მაშინ მგონი ადამიანები უფრო ბრძოლისუნარიანები იყვნენ რადგან აქ, ამ დილით სანამ ქალაქი გაიღვიძებდეს, საშინელი დაღლილობა იგრძნობა, ტოტალური დაღლილობა. ლურჯი ანგელოზები გაფრინდნენ თბილისიდან.ჰიჩი…ფელინი… ვისკონტი… ზოგჯერ დაუჯერებლად ახლო და დაუჯერებლად შორია ის ცისფერ ეკრანზე გაცოცხლებული სამყარო თბილისისაგან.

სანამ ხალხი გაიღვიძებდეს, ჯერ კიდევ არსებობს იმის იმედი, რომ ლურჯი ანგელოზები დაბრუნდებიან და ფერადი დღე გათენდება. ერთი კი არის, რომ ამ წიგნის კითხვისას, ავტორის სათვალით როდესაც ვუყურებ ქვეყნისა და კინოს ისტორიას, ვფიქრობ, ალბათ იმ პროტესტშიც იყო რაღაც თავგანწირული რომანტიკა-მეთქი. ალბათ კარგია, როცა წლების შემდეგ, დედაჩემი წაიკითხავს ამ წიგნს და 9აპრილის ან რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღის შესახებ კითხვისას თავის ან თავისი მეგობრების ამბებს ამოიკითხავს. ადამიანებს მუდამ უნდათ რაღაც დიდის ნაწილად იგრძნონ თავი. დღეს ეს რომანტიკაც აღარ არის. მგონი, ამიტომაც გაფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

მალე გათენდება, ქალაქი ახმაურდება და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ეს ჩემი ქალაქია, ჩემი თბილისი. კინოკადრის მსგავსი და ლურჯი ანგელოზებისაგან მიტოვებული.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: