შიგთავსზე გადასვლა

რიპ ვან ვინკლი

დღეს ამერიკული წიგნის ბაზარი, ნებისმიერი ავტორისათვის, საოცნებოა. როცა ამერიკულ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი ინგლისური ლიტერატურისაგან გამოყოფა. ისეთ ქვეყნებში, რომლებიც რომელიმე ენობრივ გაერთიანებას ეკუთვნიან, რთულია რომელიმე ქვეყნის ლიტერატურა იმდენად გამოირჩეოდეს, რომ მკითხველის თვალმა განცალკევებულად აღიქვას, მაგრამ ამერიკამ ეს მოახერხა. მეორე ამბავია, რომ უცხო მიწაზე მიგრანტების დასახლებით შექმნილ ქვეყანას წარსული არ გააჩნია, არ გააჩნია ერთიანი კულტურა და შესაბამისად არც ლიტერატურა. საუბარი მაქვს წინარე ამერიკულ საზოგადოებაზე.

Chillax merlin

ვაშინგტონ ირვინგი ერთ-ერთი პირველია, ვისაც თვისობრივად ამერიკული ლიტერატურის შექმნა მიეწერება და დღეს სწორედ ამაზე მინდა ვისაუბრო. მახსოვს, ბაკალავრიატის ბოლო კურსზე, პაატა ჩხეიძემ დასვა კითხვა, “საიდან იწყება ლიტერატურის შექმნაო” “რა გამოარჩევს ერთ ქვეყანას მეორისაგანო” ზღაპარს გულისხმობდა. ამერიკული ლიტერატურის მამები, მათშორის ვაშინგტონ ირვინგი, მიხვდნენ რომ ქვეყნის ცნობიერების ჩამოყალიბება ახალი თაობიდან უნდა დაეწყოთ და ასე გაჩნდა ამერიკული ზღაპრები მათი ყველაზე ცნობილი პერსონაჟით, რიპ ვან ვინკლით.

რიპ ვან ვინკლი არის კაცი, რომელსაც ცოლი მუდამ უსაქმურობაზე ეჩხუბება, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სახლში არაფერს აკეთებს, მეზობლებისათვის თავისი შრომა არ ენანება და თავს არ ზოგავს. საღამოობით იქაურ კაცებთან ერთად ჩამოდგება ხოლმე იქაურ ბირჟაზე და საუბარში გაჰყავს დრო. მოკლედ რომ ვთქვა, ქართველებისათვის ერთობ ნაცნობი პერსონაჟია, უსაქმური ქმარი. ზღაპრის მთავარი მოქმედება მაშინ ვითარდება, როცა რიპ ვან ვინკლი დიდი ძილით იძინებს და როცა გამოიღვიძებს, აღმოაჩენს რომ გარშემო ყველაფერი შეიცვალა. დიდმა ძილმა იმდენხანს გასტანა, რომ წლები გავიდა და აღარც ცოლია აღარც გარემო ისეთი როგორიც ადრე იყო. ადრე თუ მამაკაცები “ბირჟაზე” იკრიბებოდნენ, ახლა აღარც ბირჟაა, ყველას თავისი საქმე აქვს და აღარავის სცალია რიპ ვან ვინკლისთვის. სანამ მას ეძინა ქვეყანა განვითარდა, ის კი ზუსტად ისეთად დარჩა როგორიც იყო.

ჩემი თქმა არ ჭირდება, რომ დიდი ძილი მეტაფორაა და რეალობიდან გამოთიშვას აღნიშნავს. რიპ ვან ვინკლის დრო კი გაიყინა, მაგრამ რეალობამ სვლა განაგრძო და დროის ცვლილებას აყოლილი ხალხი შეიცვალა, რიპ ვან ვინკლი კი იგივედ დარჩა.

კლასიკურ შემთხვევაში, ადამიანები, ვინც დროს ჩამორჩებიან და სწრაფ განვითარებას ფეხს ვერ უწყობენ, უფუნქციოდ რჩებიან ხოლმე. ზღაპარში აღწერილი ალეგორია დღესაც მრავლად შეგვხვდება, თუკი გარშემო მიმოვიხედავთ. დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც მუდმივი უმოქმედობის გამო, გამოეპარებათ ხოლმე საჭირო მომენტი და შემდეგ ვეღარ ეწევიან დროის მსვლელობას. ეს ერთგვარი ცოცხლად სიკვდილია. ისე რომ არ გამომივიდეს, როგორც სკოლაში იციან ხოლმე, მე არ გეტყვით რას გვასწავლის ეს ზღაპარი თუმცა ფაქტია, რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერებაში არსებობს ის მთავარი ცნება, რომელიც მათ მუდმივი განვითარებისაკენ ექაჩება. მათ იციან, რომ როგორც კი მოძრაობას შეწყვეტ დიდი ძილის დრო მოვა და დრო გაგასწრებს, სწორედ ამით მიაღწია ემიგრანტების ქვეყანამ თავისი განვითარების იმ დონეს, რომელსაც დღეს ვხედავთ.

მე მაინც ვფიქრობ, რომ გარდა ამერიკელი მამებისა, ირვინგსა და მის თანამედროვე ავტორებსაც, რომლებმაც ამერიკული ზღაპრები შექმნეს დიდი წვლილი მიუძღვით ამერიკის ამ სახით ჩამოყალიბებაში. ერთია, სახელმწიფო მოწყობა და მეორეა საზოგადოებრივი ცნობიერება, რომლის ჩამოყალიბებასაც ხშირ შემთხვევაში, საუკუნეები ჭირდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: