შიგთავსზე გადასვლა

რატომ არ არის ქართული ლიტერატურა მსოფლიო დონის?

ეს კითხვა რამდენიმე დღის წინ ჩემსა და ჩემს ფეისბუქ მეგობარს შორის წარმოიშვა მაშინ, როდესაც “საბას” ლიტერატურული პრემიის ავკარგიანობაზე ვსაუბრობდით. არ დავიჩემებ და არ ვიტყვი, რომ ეს კითხვა მარტო ჩვენ გვაწუხებს და ამიტომაც გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა.

Blue Book Tower. #MarchBookstagram --- Happy Saturday Bookworms!! I hope you're having an awesome day so far. I've spent the morning cleaning up my bookshelves which was desperately needed and soon I'm heading to the hardware store to get some supplies for some projects I'll be working on next week. Fun right?  --- What are you up today today?? And what are you reading this weekend?? --- #bookphotochallenge #bookstagram #bookstagrammer #bookstagramfeature #bookishfeatures #bluebooks #yabooks #sh

ბოლო კვლევები (რაც ჩემთვის ცნობილია) აჩვენებს, რომ საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 2% კითხულობს წიგნებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის შესყიდვების სტატისტიკით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ქართული წიგნის ბაზარი, თავისად, საკმაოდ მწირია. მეორე რაც ავტორმა შეიძლება ინატროს ეს არის წიგნის თარგმნა სხვა ქვეყნის ბაზრებისათვის, ამ მხრივ კი სურათი შემდეგნაირია:

როგორც წინა პოსტებში ხშირად მითქვამს, მკითხველისაგან განსხვავებით, გამომცემლისათვის, წიგნი ისეთივე პროდუქტია, როგორც კბილის პასტა ან შაქარი. ამიტომ მისი დაინტერესება დამოკიდებულია არა იმდენად ლიტერატურულ ღირებულებაზე, არამედ წიგნის თვითღირებულებასა და საბაზრო რენტაბელურობაზე. ამჟამად, საუბარი კონკრეტულად ქართულენოვან წიგნზე მაქვს საუბარი და არა მსოფლიოლიტერატურაზე. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრად მიწვევამ გამოიღო თავისი შედეგი და ქართველ ავტორებს საშუალება მისცა ცოტათი მაინც გასცილებოდნენ საქართველოს ფარგლებს, თუმცა ამით ქართულ ლიტერატურას მხატვრული ღირებულება არ მომატებია.

Books that need to be bought for the library

მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით ნამდვილად გვიჭირს. სულ თითზე შეიძლება ჩამოითვალოს ავტორები, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოს ნამდვილად ღირებული ლიტერატურა შესთავაზონ. ამასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ ჩვენზე იმხელა გავლენა მოახდინა საბჭოთა კავშირმა და ე.წ. დაკარგული თაობის ამბებმა, რომ აქედან გამოსვლა გვიჭირს და ამიტომ ბევრი ქართული ნაწარმოები ერთმანეთს ჰგავს თემატურად და სტილისტურადაც. მეორე მიზეზი არის ის, რომ ულტრალიბერალური ფასეულობების უეცარმა შემოჭრამ საზოგადოებაში ღირებულებითი კრიზისი გამოიწვია და ლიტერატურამ შეიძინა გარემოების ამსახველის როლი. შეიძლება იფიქრო, რომ ქვეყნისათვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ლიტერატურული შეფუთვის გარეშე, მხატვრული რეალობის შექმნის გარეშე ეს არ გამოდის. თუ დააკვირდებით, ყველა იმ ქვეყნის ლიტერატურას, რომელსაც სიამოვნებით ვკითხულობთ, აქვს თავისი ხასიათი. რაც მარწმუნებს, რომ ლიტერატურის განვითარებას, სჭირდება სტაბილური ღირებულებითი სისტემისა და “ხასიათის” მქონე საზოგადოება.

მესამე და არანაკლები მნიშვნელობის პრობლემა არის საგამომცემლო ცენზი. საქართველოში წიგნის გამოცემა არ არის პრობლემა. თუ გაქვს ფული ნებისმიერი რამ შეგიძლია დაბეჭდო და დაგერქმევა მწერალი. ამის პარალელურად, არსებობს ქვეყნები, სადაც თითოეულ ხელნაწერს საბჭო განიხილავს და ან ამტკიცებს ან არა გამოსაცემად. საქართველოში კი წიგნის გამოცემა მხოლოდ ფინანსების საქმეა რაც ავტორებს აიძულებს აღარ იფიქრონ წიგნის მხატვრულ ღირებულებაზე, მთავარია ბევრი ეგზემპლარი გაიყიდოს რაც რეკლამაზეა დამოკიდებული, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კი ეს თითქმის უფასოდ არის შესაძლებელი.

მსგავს პირობებში მსოფლიო დონის ლიტერატურის შექმნის ალბათობა ნაკლებია. მითუმეტეს, რომ როგორც კი ადამიანი იწყებს ღია ტექსტის წერას მაგალითად შეგვიძლია ზაზა ბურჭულაძის შემთხვევა განვიხილოთ, ეს საშინელ პროტესტს იწვევს თუმცა ამას მეორე მხარე აქვს, რადგან პროტესტი ერთგვარი რეკლამაა, ღია ტექსტის წერა შეიძლება მარკეტინგული ხრიკიც კი იყოს და მხატვრული ღირებულება მეორე პლანზე გადავიდეს. ამას, ყველაფერს გამოცდილება ჭირდება. საქართველოში თანამედროვე რომანის კულტურა შედარებით ახალია. ჩვენი პატარა სივრციდან გამომდინარე რთულია დაწერო ტექსტი, რომელიც ერთი მხრივ დაუჯერებელ ამბავს აღწერს(მაგალითად ფენტეზის) და მეორე მხრივ დამაჯერებელი იქნება, რაც ავტორის ფანტაზიას ზღუდავს და ამ შემთხვევაში მისი განსაკუთრებული ოსტატობის იმედზე უნდა იყოს მკითხველი.

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც ქართული ლიტერატურა უნდა გავიდეს ბაზარზე საგამომცემლო ცენზი საკმაოდ მაღალია და თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მხატვრული ისე კომერციული ღირებულება და თუ საქართველოში ამ ორს შორის ბალანსს დავიჭერთ შეიძლება ოდესმე გვაღიარონ კიდეც.

count)s კომენტარი »

  1. ,,რატომ არ არის ქართული ლიტერატურა მსოფლიო დონის?” არასწორად დასმული კითხვაა. ეს თანამედროვე ქართული ლიტერატურა არაა მსოფლიო დონის, თორემ 20 და 19 საუკუნისას ნებისმიერი ერი ინატრებდა. (უფრო ძველებს არ ვაწუხებ).

    Like

    • ჩვენ პატარა ენობრივი სივრცის წარმომადგენლები ვართ და თუ მაშინ ვთქვათ ვაჟა გვყავდა მსოფლიო დონის უბრალოდ არ მიიღო მსოფლიომ იმიტომ რომ მისი თარგმნა წარმოუდგენელი იყო ამიტომ თუ არ გაგიცნო მსოფლიომ იყავი და გქონდეს ეგ დიდი ლიტერატურა…იგივე გალა ან ვეფხისტყაოსანიც შეგვიძლია ასევე განვიხილოთ

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: