შიგთავსზე გადასვლა

“მკვდრის მზე” – ერთი მოთხრობა “აღმოსავლური ნოველებიდან”

რამდენიმე დღის წინ ჩამივარდა ხელში ეს პაწაწინა მოთხრობა. მარგარეტ იურსენარს არ ვიცნობდი, მაგრამ ბოლო პერიოდში მოკლე მოთხრობებით საკმაოდ დაინტერესებული ვარ და რაც ხელში მომხვდება ყველაფერს ვკითხულობ.

Image result for marguerite yourcenar

დედის სიყვარული მოცემულობაა ადამიანისათვის, მაგრამ დედაც არის და დედაც. მართლაც, სამყაროს მრავალფეროვნება იქამდე მიდის, რომ არსებობენ დედები, რომლებსაც ქვის ლოდებით ამოქოლილებს მხოლოდ რძემდინარი მკერდი უჩანთ, რითაც შვილებს კვებავენ და თვალები, რომ დაინახონ როგორ შეერგო ახალშობილს მათი რძე და არსებობენ დედები, რომლებიც ლუკმა-პურის გამო შეუძლიათ საკუთარ შვილებს თვალები დასთხარონ და მათი დათხრილი თვალებით მანიპულირებენ ორი გროშისთვის. ამ ნოველამ აზდაკის მონოლოგი გამახსენა…

აცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი,
ჩვენ ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ.
სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?!
დაუშვებელი,ვცდილობთ,დავუშვათ?
ტლუმ გაიხარა,თავის თავს ვერ სცნობს მეორე ტლუში,
არისტოკრატი შეშინებული და პირმყრალია.
პატრიოტები ერთი მეორეს ესვრიან ზურგში,
ყველა მაორე გენერალია…
უსუსურები გამეფებულან და უვიცები.
გადახდილია ფული ტყვიებში,
ფული სიკვდილში გადახდილია.
მათხოვარი სთხოვს ხურდას მათხოვარს
და საფლავები კვლავ გათხრილია.
ჩემი ქვეყანა,გადაფლეთილი,
გაძარცული დამწვარი ყანა…
ასე არ არის, ხალხნო?
ასე არ არის, განა?
სწორედ ამიტომ, აღარ აქვთ ჩვენს კაცებს ძარღვებში სისხლი,
სწორედ ამიტომ, რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს.

დროითი დისტანცია ნოსტალგიას ქმნის და სწორედ ამ ნოსტალგიის გავლენით არის რომ ის, რაც ადრე იყო უკეთესი გვეჩვენება ვიდრე ის, რაც დღეს არის. ისტორია ადამიანების საკრალიზებას ახდენს და ის არქეტიპები, რომლებსაც ამხელა დროითი დისტანციიდან ვუყურებთ ყოველთვის ზე სიკეთედ მიგვაჩნია. სინამდვილეში კი ყველაფერი რაც არის ახლა, იყო ადრეც და იქნება მომავალშიც. დედა, თუკი ის ნამდვილი დედაა, ისეთივე იყო საუკუნეების წინ, როგორიც დღეს არის.

ავტორიტეტული სურათ-ხატების შექმნა კრისტალიზაციას ჰგავს და ამაში ადამიანს ვერ დაადანაშაულებ, ეს თავისთავადი პროცესია, მაგრამ მოთხრობის კითხვის პროცესში დავფიქრდი, რამდენად ხშირად ხდება, რომ რაღაც კონკრეტულ წარმოდგენებს იდეალის შესახებ შეიძლება ადამიანმა პირადი ბედნიერებაც კი შესწიროს.

ჩვენ ახლა ღირებულებათა გადაფასების ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ არსებობს ღირებულებათა ნაწილი, რომელიც მუდმივია ნებისმიერ დროს, დედაშვილობა ერთ-ერთი ასეთია. ამ მოთხრობაში, უმნიშვნელოვანესია, რომ სწორედ ის ადამიანები, ვინც ახალგაზრდა ქალი კედელში ჩააყოლა, არ ივიწყებენ მის დედობრივ გრძნობებს. ადამიანს ერთი მხრივ მეორე ადამიანის სასიკვდილოდ გამეტება შეუძლია, მეორე მხრივ კი არ ივიწყებს მის დედობრივ გრძნობებს. თანამედროვე მწერლები ხშირად წერენ აქტუალურ და ეპოქისათვის დამახასიათებელ ღირებულებათა სისტემაზე, მარგარიტ იურსენარი 1987წელს გარდაიცვალა და თანამედროვეობას შეგვიძლია მივაკუთვნოთ რადგან ნამდვილი ლიტერატურის ნამდვილობას დრო ცდის და მხოლოდ დრო გამოაჩენს განსხვავება მუდმივსა და არამუდმივ ადამიანურ ამბებს შორის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: