შიგთავსზე გადასვლა

მოუყევით შვილებს ზღაპრები

დღეს პირველი დეკემბერია… ზუსტად ერთი თვე ახალ წლამდე. მაინც მგონია, რომ ახალი წელი ბავშვების დღესასწაულია. მათი, ვისაც სჯერა რომ ყველა ოცნება ახდება და ყველა ზღაპარი გაცოცხლდება, რომელიც უყვარს.

Noir cuir Triple déesse Grimoire magie livre des ombres BOS

უხერხულია ხოლმე საკუთარი თავით დაწყება, მაგრამ რადგან ეს ჩემი პირადი ბლოგია, მაინც მივცემ თავს ამის უფლებას. ერთი წლისაც არ ვიყავი ლაპარაკი რომ დავიწყე და ზუსტად ვიცი რამდენ სიტყვას ვამახინჯებდი. ოჯახში პირველი ბავშვი ვიყავი. ბებია-ბაბუისთვისაც პირველი შვილიშვილი ვიყავი, თან ჯანმრთელობით დიდად ვერ დავიკვეხნიდი და ამიტომ მუდამ განსაკუთრებული დამოკიდებულება იყო ოჯახში ჩემ მიმართ.

ძალიან საყვარელი ბებია და განსაკუთრებული ბაბუა მყავდა, მაგრამ ემოციური ბავშვი ვიყავი და დედაზე მიწებებული, რაც სხვათა შორის დღემდე გამომყვა მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდ ნაწილს ცალ-ცალკე ვატარებთ მე და დედა. ჰოდა, მოკლედ , ზაფხულის არდადეგები არ მიყვარდა. სულ, როცა დედას ბებიასთან მივყავდი და მტოვებდა მუდმივად პანიკაში ვვარდებოდი, განსაკუთრებით პირველი რამდენიმე დღე. როცა “ბედს შევეგუებოდი” ძალიანაც მომწონდა ბებოსთან ყოფნა. ყველაფრის უფლებას მაძლევდა როგორც ბებოებმა იციან ხოლმე და ყველა იმ საჭმელს მიკეთებდა რაც მიყვარდა მოკლედ მაგრად მათამამებდა.

ღამით რომ დავწვებოდით, მაშინვე არასოდეს ვიძინებდით. აუცილებლად უნდა მოეყოლა სამი ზღაპარი თანმიმდევრობით და მხოლოდ ამის შემდეგ ვიძინებდი ხოლმე. დროთა განმავლობაში ბებიაჩემის მოყოლილ ზღაპრებს ზეპირად ვიმახსოვრებდი და ბოლოს უკვე ისიც მამახსოვრდებოდა რა მომენტზე ჩამეძინა. ბებიაჩემის მოყოლილი ზღაპრები ჩემს ძილისპირულებს ჯადოსნურს ხდიდა ხოლმე და ის ემოციები ახლაც მახსოვს.

როცა უკვე კითხვა დავიწყე, ოთხი წლისაც არ ვიყავი, მახსოვს ბებოსთან სახლში ზღაპრების წიგნი ვიპოვე. იქ ერთი ზღაპარი იყო თევზ რებეკაზე, რომელიც დღესაც მახსოვს და ისიც მახსოვს, სად ვიჯექი როცა ამას ვკითხულობდი.

Cirai's spellbook by frenone

როგორც გითხარით, ახალი წელი მოდის. პატარების ფანტაზიების გაცოცხლება ყველაზე მეტად ახალ წელს არის მოსალოდნელი. ბავშვებს აუცილებლად უნდა წაუკითხოთ ზღაპრები. იმიტომ რომ ამბები შეიყვარონ. ზღაპრები უნდა მოუყვეთ, რომ ეს ზღაპრები დაინახონ და ზღაპრის გმირების ადგილას წარმოიდგინონ თავი. ბავშვები, რომლებსაც დიდი ფანტაზია აქვთ და შეუძლიათ წარმოიდგინონ სხვადასხვა სიტუაციასა თუ როლში ხშირად თამაშობენ სიტუაციურ თამაშებს, რაც მათი განვითარებისათვის აუცილებელია. ისინი ამით სწავლობენ კომუნიკაციას, უვითარდებათ ფანტაზია და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

ზღაპრების დანიშნულებას ხშირად უგულებელყოფენ ხოლმე მშობლები. არადა. ზღაპარი არის ამბავი, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ბავშვებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ განუვითარდეთ შეგრძნება, რომ სამყარო არის ვრცელი და მრავალფეროვანი. დღევანდელი ბავშვები დიდ დროს ატარებენ სახლში, კომპიუტერთან და მშობლები ხშირად ჩივიან შვილების დაბალ აქტიურობაზე. დღევანდელი დატვირთული რეჟიმის გადამკიდე მშობლები ნაკლებად უყვებიან შვილებს ზღაპრებს. ზღაპარი კი რა არის თუ არა თავგადასავალი. ბავშვი, რომელიც ეზოში თამაშობს სიტუაციურ თამაშებში ებმევა, როგორებსაც ჩვენ ვთამაშობდით დაწყებული სახლობანადან დამთავრებული ომობანათი ჩვენ ამით თავგადასავლებს ვიქმნიდით, რაც ნებისმიერ უფროსსაც კი იტაცებს, თავგადასავლები ყველა ადამიანს აინტერესებს. სწორედ ამ თავგადასავლების, ამბებისა და თამაშების სიყვარულით ვკითხულობთ წიგნებს.

ადამიანი, რომელსაც თავი ზღაპრის გმირად არ წარმოუდგენია, ვერასოდეს წარმოიდგენს თავს რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის ადგილას და ხშირად, ადამიანების არგუმენტი, იმის გასამართლებლად, რატომ არ კითხულობენ ისინი წიგნებს შემდეგია: “რატომ უნდა ვიკითხო სხვისი ამბები”…, ” “რატომ უნდა ვიკითხო სხვისი, გამოგონილი ამბები”… და ასე შემდეგ. თუ კითხვა, როგორც ჩვევა უნდა ჩამოუყალიბო ბავშვს, ვფიქრობ ჯერ ინტერესი უნდა გაუჩინო თავად ამბის მიმართ. ბიჭების შემთხვევაში, თუ ბავშვი ამბობს, რომ ზღაპრები გოგოს საქმეა და ეს არც ისე იშვიათია ხოლმე, სიტყვა “ზღაპარი” შეგვიძლია სიტყვა “ამბით” შევცვალოთ ამით ბავშვს მოყოლილის მიმართ წინასწარ განწყობას ვუშლით და ეფექტი იგივეა. მოუყევით ბავშვებს ნამდვილი ამბები და ზღაპრები, რომ ოდესმე თავად შექმნან ან წაიკითხონ ისინი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: