შიგთავსზე გადასვლა

გერტრუდ შტაინი-თუკი პარიზში მოხვდებით

ახალ რუბრიკას ვიწყებ ბლოგზე. “პორტრეტები” წარმოგიდგენთ მწერლებსა და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ლიტერატურული პროცესის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა პერიოდისათვის.

Gertrude Stein, photographed by George Platt Lynes in 1931.

დღეს გერტრუდე შტაინზე მოგიყვებით. ქალზე რომლის გარშემოც ისეთი მწერლები პოეტები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებოდნენ, როგორებიც არიან: ერნესტ ჰემინგუეი, ფრენსის ფიცჯერალდი, სალვადორ დალი, პაბლო პიკასო და სხვები.

გერტრუდე შტაინი ერთგვარი რუბიკონი იყო მწერლებისათვის, რომლის კრიტიკისა და საკმაოდ სარკასტული პირდაპირობის გადალახვა საკმაოდ რთული იყო. მოდით დავიწყოთ თავიდან.

გერტრუდე შტაინი 1874 წელს დაიბადა ახლანდელი პიცბურგის ტერიტორიაზე. ის ავანგარდულ მწერლობას მიეკუთვნება და ექსცენტრიულ გენიოსად მოიხსენიება.

შტაინი ექიმობას აპირებდა და სწავლობდა ფსიქოლოგიას უილიამ ჯეიმსთან. პარიზში 1903 წელს დასახლდა და თავის ძმასთან ლეოსთან ერთად დაიწყო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების შეგროვება. ამავე პერიოდში, შტაინი იწყებს წერას საკუთარი სკანდალური ცხოვრების შესახებ და მათშორის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებაც, რომელშიც იგი თავის მეგობარ ქალთან ერთად იყო ჩაბმული, თუმცა მხოლოდ 1909 წელს აქვეყნებს თავის პირველ წიგნს “სამი ცხოვრება”

მას შემდეგ, რაც ლეო ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და ნამუშევრების დიდი ნაწილი დას დაუტოვა, შტაინმა გადაწყვიტა უფრო ღრმად შეესწავლა კუბიზმი და გამოსცა დოკუმენტური პროზა კუბიზმის პერიოდის ხელოვნების ნიმუშებსა და ლიტერატურაზე.

1930 წელს შტაინი გამოსცემს ორ ბიოგრაფიულ ნაშრომს “ელის ბ. ტოკლასის ავტობიოგრაფია” და “ყველას ბიოგრაფია” ეს იყო მოთხრობების კრებული მისი და ელის ბ. ტოკლასის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ.

გერტრუდ შტაინი ჰომოსექსუალი იყო, ვინაიდან მაშინ გეი ქორწინება დაშვებული არ იყო იგი არასოდეს დაქორწინებულა, მაგრამ 1900 წლიდან იგი ურთიერთობაში იყო ელის ბ. ტოკლასთან.

შტაინის სალონში, მაშინდელი პარიზის ნაღები საზოგადოება იკრიბებოდა. ისინი საუბრობდნენ ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და პოლიტიკაზე. ამ სალონის სტუმარი იყო პაბლო პიკასოც, რომელმაც გერტრუდ შტაინის პორტრეტი დახატა ცხოველური ფორმებით რაზეც შტაინს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა და პორტრეტთან მსგავსებას უარყოფდა, თუმცა პიკასო საკმაოდ კმაყოფილი იყო ნამუშევრით და ამბობდა, რომ მან გამოხატა შტაინის არა პორტრეტული არამედ შინაგანი სახე.

ამავე სალონის სტუმარი იყო ერნესტ ჰემინგუეიც, რომელთანაც შტაინს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და მუდამ ეჭვიანობდა ხოლმე ერნესტის ქალებზე. თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ შტაინი საკმაოდ სარკასტული და ცინიკური, მწარე მოურიდებლობით გამოირჩეოდა, საკმაოდ რთული იყო მასთან ურთიერთობა და მისი და ჰემინგუეის მეგობრობაც ნელ-ნელა გაცივდა.

რაც შეეხება ფრენსის და ზელდა ფიცჯერალდებს, ნამდვილად განსაკუთრებული შემთხვევაა. შტაინის აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება ზელდა ფიცჯერალდის მიმართ, სავარაუდოდ ჰემინგუეის ზელდასადმი ზიზღის გაგრძელება უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, შტაინი მეგობარს სოლიდარობას უცხადებდა ამ ამბავში.

My own personal version of Gertrude Stein's quote would be 'France is my country and New York is my home town'

შტაინის სალონის სტუმრები იყვნენ ასევე თ.ს. ელიოტი, ჯოისი , ეზრა პაუნდი, ანრი მატისი და სხვები. ამ სალონში მათი სოციალური და პირადი ვნებები ერთმანეთს ეჯახებოდა. ვუდი ალენის ფილმში “შუაღამე პარიზში” სწორედ ამ პარიზული ნაღები საზოგადოების ცეცხლოვან ცხოვრებას ასახავს. თუ ერთხელ პარიზში მოვხვდები აუცილებლად უნდა ვესტუმრო შტაინის სალონს და თქვენც იმავეს გირჩევთ. ფაქტია, რომ გერტრუდ შტაინი საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ფლობდა მაშინდელი ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში მომხდარ პროცესებზე და დღემდე საკმაოდ მნიშვნელოვან პიროვნებად ითვლება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: