შიგთავსზე გადასვლა

“ოიდიპოს მეფე” კომპლექსი და ინტერტექსტი

ქართული ინტერნეტ სივრცე საკმაოდ მწირია ლიტერატურის მოყვარულებისათვის, მაგრამ ერთი ჩემი საყვარელი ლექტორისა და ფილოლოგის დამსახურებით, ანტიკური ლიტერატურის შესახებ, მასალა ნამდვილად მრავლად მოიპოვება.

Image result for oedipus

ზუსტად ერთი კვირის წინ მქონდა ბოლო საუბარი “ოიდიპოსზე” და გამოცდის დღეს ვიძახდი, აქედან, ერთი წლის განმავლობაში რომ ვინმე დამელაპარაკოს ოიდიპოსზე, შეიძლება გავგიჟდე- მეთქი. არადა ახლა დილის ექვსი საათია და ჩემი ნებით ვსაუბრობ ანტიკური ლიტერატურის ამ უდიდეს ძეგლზე. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ჩემთვის, ეს ტრაგედია ანტიკური ტრაგედიის ღერძია და სწორედ ამიტომ, ყოველთვის როდესაც ამ თემაზე მიწევს საუბარი,წერა ან გამოცდის ჩაბარება, ყველაზე მეტად ვღელავ ხოლმე.

ზემოთ ხსენებული ფილოლოგის დამსახურებით, სანერვიულო კიდევ უფრო მეტი მაქვს. ალბათ ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, სამართლიანი სკეპტიციზმით იქნება განწყობილი “რა უნდა თქვას ახლა ამან ახალი?” მაგრამ მე მაინც ვეცდები. ვისაც ახლოს გაუვლია ანტიკურ ლიტერატურასთან და მეტ-ნაკლებად გაუმართლა პედაგოგში, ალბათ ყველას ალილუიასავით გაზეპირებული აქვს “ოიდიპოსის” შინაარსი ამიტომ აღარ მოვყვები, თუმცა აბა დაფიქრდით, ყველა რომ ოიდიპოსზე საუბრობს, ვინმეს უფიქრია თუ არა რა ქალია იოკასტე?

იოკასტე არის დედა, რომელიც ცოლად მიჰყვება საკუთარ შვილს, აჩენს მისგან ბავშვებს და მაშინ როდესაც ოიდიპოსი უკვე ერთი ხელის გაწვდენაზეა სიმართლესთან და სადაცაა გაიგებს რომ სწორედ ის არის, ვინც მამა მოკლა და საკუთარი დედა შეირთო ცოლად, იოკასტე წინააღმდეგობას უწევს მას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ტექსტში კარგად ჩანს, რომ იოკასტე ხვდება სიმართლეს, მაგრამ მზად არის თვალი დახუჭოს ამ ყველაფერზე და განაგრძოს ცხოვრება ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა.

ოიდიპოსის კომპლექსის განსაზღვრასა და ძირეულ კვლევაზე ძია ზიგმუნდმა დიდი ხნის წინ იზრუნა, მაგრამ თუ საქართველოში მცხოვრები მშობლებისა და შვილების ურთიერთობას დავაკვირდებით, იოკასტეებსაც მარტივად ამოვიცნობთ. ყველას გვყავს სანაცნობოში დედები, რომლებსაც შვილის საკუთარი წიაღიდან გაშვება არ უნდათ, თუ არ გვყავს დავფიქრდეთ, იქნებ ჩვენ ვართ ასეთი შემთხვევები?!

ქართველი დედების ნაწილი, ისე როგორც იოკასტე, მზადაა მოითმინოს, აიტანოს ყველაფერი, ოღონდ საკუთარი შვილებისათვის პირველ ადგილზე იყვნენ. ეს განსაკუთრებით ბიჭების დედებს ახასიათებთ, რომლებიც შემდგომ “დედამთილებად” ყალიბდებიან. ყველას მოგვისმენია მსგავსი ფრაზები 70 წლის დედებისა რომლებიც 50 წლის შვილებზე ამბობენ “მშიერია ბავშვი” ; “შენმა ცოლმა პერანგების დაუთოება ვერ ისწავლა”; და ა. შ. ამ ტექსტებს თუ დააკვირდებით ისე გამოდის, რომ მხოლოდ დედამ იცის, როგორი უნდა იყოს მისი შვილის საუკეთესო ცოლი. აქ ცოტა არ იყოს იოკასტე უნდა გაგვახსენდეს ჩემი აზრით.

მითის არსი იმაშია, რომ იგიდროსა და სივრცეში არ იცვლება. ოიდიპოსი როგორიც იყო ძველ საბერძნეთში ისეთი იქნება დღესაც. შეიძლება ჯინსი ეცვას და მალბოროს ეწეოდეს, მაგრამ მაინც მოკლავს მამას და ცოლად მოიყვანს დედას. ამიტომ არის დღემდე პოპულარული ოიდიპოსის კომპლექსი. ამაზე უამრავი ფილმი არსებობს კი იცით. ყველა რეჟისორი, რომელსაც ფილმებში ეტყობა დედის გავლენა სწორედ ამაზე საუბრობს, დაწყებული პიერ პაოლო პაზოლინით (რომელმაც პირდაპირ თქვა ფაქტობრივად რასაც იღებდა) გაგრძელებული ალფრედ ჰიჩკოკით და დამთავრებული პედრო ალმოდოვარით.

ინტერტექსტის ამოცნობა, არ საჭიროებს მეცნიერულ ცოდნას. ყველა ვისაც ბევრი წაუკითხავს, ადვილად ამოიცნობს ერთ ტექსტს მეორეში. ასეა ოიდიპოსიც. შეუძლებელია უყურებდე “ფსიქოს” და ვერ ხვდებოდე რა არის მთავარი გმირის ფსიქიკური აშლილობის მიზეზი. საქართველოში ხომ საერთოდ სავსეა ოიდიპოსის კომპლექსის კერძო შემთხვევებით საზოგადოება. ყოველთვის როცა ამოიცნობთ ერთ პერსონაჟს მეორეში, საქმე გაქვთ ინტერტექსტთან. კიდევ უფრო დაზუსტებისთვის, წინა პოსტში რომ “უსიერ ტყეზე” ვსაუბრობდი ესეც ინტერტექსტუალური ელემენტია. დანტეს ტექსტი რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის გასაგებად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს არის ინტერტექსტუალური ელემენტის ფუნქცია.

რაც შეეხება იოკასტეს, ეს ძალიან ნაცნობია ჩვენთვის. ის “დედამთილები” შობენ “ოიდიპოსებს” ასმევენ, აჭმევენ, ურეცხავენ, ჯერ მთლად ისეთი მწვავე ფორმა არ შემხვედრია რომ სექსუალური თვალსაზრისითაც პირდაპირი გაგებით დამსგავსებოდნენ იოკასტეს, მაგრამ მათ გავლენას შვილების სექსუალურ ცხოვრებაზე მაინც ვერ უარვყოფთ.

აკი გითხარით, მითი დროსა და სივრცეში არ იცვლება-მეთქი. თუ ხარ იოკასტე და საკუთარი შვილის მიმართ ზუსტად ასეთი დამოკიდებულება გაქვს, მაღალსავარაუდოა (ანუ არსებობს გამონაკლისები) რომ შენს შვილს ოიდიპოსის კომპლექსი ექნება. იოკასტე აუცილებლად შობს ოიდიპოსს, რომელიც არასოდეს შეიცვლება და ყოველთვის საკუთარ დედას მოიყვანს ცოლად.

პ.ს. ამაზე ზემოთხსენებული ფილოლოგის ხუმრობა: გოგოებო, ცოლობას რომ გთხოვენ თქვენი პასუხი არ არის “კი” ან “არა” – დედაშენის სურათი დაიდოს! – ეს არის ერთ-ერთი ნიშანი. მამაკაცების უმრავლესობას, რომლის ცოლიც მის დედას ჰგავს ოიდიპოსის კომპლექსი აქვს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: