შიგთავსზე გადასვლა

“დიდოსტატის მარჯვენა” საკრალური გმირებიდან ადამიანებამდე

ხეკორძულას წყალი მისვამს,

მცხეთა ისე ამიგია.

დამიჭირეს,მკლავი მომჭრეს,
რატომ კარგი აგიგია

ასე იწყება “დიდოსტატის, კონსტანტინეს მარჯვენა”. ქართული ლიტერატურის მასწავლებლებთან ბოდიში, მაგრამ ეს ერთადერთი წიგნია, რომელსაც ვერასოდეს შევიყვარებ, რაც უნდა დიდი იყოს მისი ადგილი ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდში.

Image result for კონსტანტინე გამსახურდია

ლალი ბადურაშვილი, რომელმაც შორენას როლი შეასრულა ამავე სახელწოდების ფილმში იხსენებს, რომ კონსტანტინე გამსახურდია შორენაზე ამბობს “იგი მთლიანად საკრალურიაო” და მგონი აქ იყრება ჩემი და კოწიას გზები. კითხვის პროცესში გული კბილებში მცემდა იმდენად ყალბი იყო ჩემთვის მსგავსი საკრალიზება ადამიანებისა, რომლებიც წმინდანები ნამდვილად არ იყვნენ. სწორედ ამავე ლოგიკით ჩემთვის გიორგი, გირჩელი მელქისედეკ კათალიკოსი და თვით ფარსმან სპარსიც კი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გმირები იყვნენ, ვიდრე შორენა და უტა.

გმირი რომელიც აბსოლუტურ სისუფთავეს ასახავს არ შეიძლება ადამიანი იყოს, ლიტერატურა კიდევ ადამიანებისაა. თუ ვსაუბრობთ ღმერთებზე, წმინდანებზე, არსებობს მითოლოგია (სადაც ღმერთები უფრო ადამიანურნი არიან ვიდრე ამ კონკრეტულ რომანში ) და არსებობს ჰაგიოგრაფია, რომელიც თვისობრივად რელიგიური დანიშნულების ტექსტია და მისი მხატვრული ლიტერატურის ჭრილში გაანალიზება ძალიან ფაქიზი საქმეა.

ლიტერატურის უპირველესი დანიშნულებაა, გაჩვენოს ადამიანი და არა გმირი. ადამიანს კი არ შეიძლება ჰქონდეს ღვთაებრივი უმანკოება მზისქვეშეთში. შორენასა და უტას გარდა, ყველა ზემოთხსენებული ჩვეულებრივი ადამიანი იყო თავისი ღირსებებით, ნაკლებითა და ვნებებით და ეს ორი მთავარი პროტაგონისტი თითქოს ძალით არის სასკოლო ალბომის მთავარ სურათში ჩაწებებული.

ბევრს მოსწონს ის სიბრძნეები, რომლებიც ამ წიგნის მთავარ ღირსებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, არც მე ვარ გამონაკლისი თუ სიმართლე გინდათ, მაგრამ წიგნი რომ არ დაგენანოთ და ნაწილებად დაშალოთ, აღმოაჩენთ რომ უმეტესობა ამ სიბრძნეებისა ფარსმან სპარსს ეკუთვნის და უტაც და შორენაც ისევ “თამაშგარე” მდგომარეობაში არიან.

ლიტერატურაში აბსოლუტური სისუფთავის გმირები ზედმეტად გამაღიზიანებელია. ეს დაახლოებით ლათინო-ამერიკულ სერიალს ჰგავს სადაც თავიდანვე განსაზღვრულია დადებითი და უარყოფითი გმირები და ჩვენც იმის მიხედვით ვგულშემატკივრობთ გმირებს ვინ უფრო უკეთესი და უფრო სუფთაა. მართალია აქ ჰეფი ენდი არ არის, მაგრამ მსგავსება მაინც ძალიან დიდია.

მსგავსი ინერტულობა და ნიჰილიზმი რაც უტას ახასიათებს ყოველთვის მაღიზიანებდა ლიტერატურაში. თითქოს ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდება. ერთადერთი, გადაწყვეტილება რომელიც შორენამ მიიღო, თვითმკვლელობა იყო. აქაც შეგვიძლია ვიკამათოთ ეს ძალაა თუ სისუსტე.

რაც ამ ბლოგს ვაწარმოებ, მსგავსი ნეგატიური პოსტი არ დამიწერია და ალბათ აღარც დავწერ, მაგრამ სულ მინდოდა ამეხსნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართულის მასწავლებლებში ყოველთვის მიმართლებდა ამ წიგნს ვერავინ მიუჩინა ადგილი ჩემს თაროზე.

count)s კომენტარი »

  1. ძალიან საინტერესოა, რატომ უნდა შეიქმნა მოსაზრება რომანსა და პერსონაჟზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ბადურაშვილმა რაღაც იჩერჩეტა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: