შიგთავსზე გადასვლა

რიუნოსკე აკუტაგავა “უსიერ ტყეში”

8132999ალბათ ჩემი ნარატოლოგიის ლექტორი დამახრჩობს მისი ლექციისთვის გაკეთებული პრეზენტაციის სკრიპტიდან რომ ვიყენებ მასალას, თუმცა ის რაზეც დღეს უნდა ვისაუბრო, სხვანაირად არ გამოდის. რიუნოსკე აკუტაგავა ასე თუ ისე პოპულარულია საქართველოში თუმცა “უსიერ ტყეში” მაინც განსაკუთრებული მოთხრობაა ჩემი აზრით

მოთხრობა შედგება ჩარჩოსა და რამდენიმე თანაბარი ძალის ჩართული მოთხრობისაგან.  ჩარჩო მოთხრობაში ავტორი ექსტრადიეგეტურ ჰომოდიეგეტურია. იგი  თხრობის მხოლოდ რამდენიმე ადგილას ერთვება კომენტარების სახით და ჩართული მთხრობელისა და მოქმედი პირების შინაგან სამყაროს ულებელყოფს. მოთხრობა ჩარჩოს ამგვარი ფორმა შეგვიძლია დრამატულ გვარს მივაკუთვნოთ.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში,  ასეთი ჩარჩო მოთხრობის გამთლიანებას ემსახურება.

ჩარჩოს მეორე დონეზე, შემოდის ტყის მჭრელი, რომელიც მოწმის პერსპექტივიდან გვიყვება ამბავს. იგი უკვე მომხდარში არ მონაწილეობს და მხოლოდ შეზღუდული ცოდნა აქვს მომხდართან დაკავშირებით. ტყის მჭრელის თხრობის ადრესატი სასამართლო მოხელეა. რომელიც მხოლოდ დამაზუსტებელი კითხვებით შემოიფარგლება .

მესამე  მთხრობელი არის  მოხეტიალე ბერი, რომელიც,  იხსენებს მოკლულთან შეხვედრას. ბერიც, ისევე როგორც  ტყის მჭრელი   მოწმის პერსპექტივით საუბრობს თუმცა ბერს ბოლო წინადადებებში  იდეოლოგიური პერსპექტივა შემოაქვს როდესაც სიტუაციის  შეფასებას ახდენს და ამით საკუთარ მსოფლმხედველობაზე გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის. მას გარკვეული სექსუალური აშლილობა აქვს, რაც მის მონათხრობში აისახება კიდეც.

მეოთხე მთხრობლის სახით, უკვე  შემოდის  მოკლულის სიდედრი, რომელიც არაპირდაპირ კავშირშია უშუალოდ ამბავთან. იგი მესამე პირის გრამატიკული ფორმით ყვება ამბავს თავისი შვილისა და სიძის შესახებ

            ბოლო სამი მოთხრობა ძირითადად ინტრადიეგეტურ-ჰომოდიეგეტური თხრობის მაგალითებია. აქ  საქმე გვაქვს უშუალოდ მომხდარის მთავარ გმირებთან. მაგალითად მკვლელი, რომელიც რეტროსპექციული თხრობის მეშვეობით გვიყვება უშუალოდ მომხდარის შესახებ და საკუთარი დანაშაულსა და მოტივებზე უყვება სასამართლო მოხელეს.  სამივე მოთხრობაში გმირები თავად არიან  მთხრობელებიც, აღმქმელებიცა და  მოქმედნიც.  სამივე შემთხვევაში, ნარატორები თავიანთი პერსპექტივიდან გვიყვებიან ამბავს.  აქვე უნდა ითქვას, რომ უშუალოდ მოკლული სამურაი ისეთივე თანაბარუფლებიანი მთხრობელია როგორც სხვა დანარჩენი. აქ ძალიან საინტერესოა უკვე გარდაცვლილის პერსპექტივით დანახული ამბავი.

საბოლოოდ,  მოთხრობის ძირითადი კონსტრუქცია შეგვიძლია სამ ძირითად ნაწილად გავყოთ. ესენია:  ჩარჩო მოთხრობა, რომელიც  სიუჟეტს კრავს სამი ჩართული მოთხრობა რომელიც   მთავარი პრობლემის წამოჭრას ემსახურება და შემთხვევის გარშემო ტრიალებს და  ბოლო ოთხი, საკვანძო ჩართული მოთხრობა, რომელიც თავის მხრივ მულტიპერსპექტიული თხრობის მეშვეობით  გვიჩვენებს გარდამტეხ წერტილსა და კვანძის გახსნას.  მულტიპერსპექტიული თხრობის მეშვეობით, ავტორი ცდილობს დაგვანახოს, რომ რამდენი ადამიანიცაა იმდენია სიმართლეც და თითოეული მთხორობელი თავისი გადმოსახედიდან აფასებს მოცემულ სიტუაციას და სიმართლე სადღაც მათ მონათხრობს მიღმაა.

“უსიერი ტყე” დანტესმიერი განსაზღვრებაა, რომლითაც იგი ცხოვრებას განსაზღვრავს და აქაც ზუსტად ცხოვრების ალეგორიად შეგვიძლია განვიხილოთ უსიერი,დაბურული ტყე, რომელსაც ყველა სხვადასხვა გზით გადის.

ამ პატარა ამბავში, ისე როგორც ნამდვილი ლიტერატურის უმრავლესობაში, ფორმა განსაზღვრავს ავტორის სათქმელს და არა მოთხრობის შინაარსი. ძალიან ვეცადე არ დამესპოილერებინეთ და მგონი გამომივიდა. თუ ვინმეს ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ გულით გირჩევთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: