შიგთავსზე გადასვლა

ლაშა და როსტომის ნავიგატორი

ლაშა ბუღაძესთან ჩემეული დამოკიდებულება მაქვს. ერთი შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რაც კი რამ ჩამვარდნია ხელში ამ ავტორისა, (მათ შორის “პატარა ქვეყანაც” ) ყველაზე მეტად “ნავიგატორი” მომეწონა. პიესა მაინც სპეციფიკური ფორმის ტექსტია და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ავტორს არაჩვეულებრივად გამოსდის, მითუმეტეს, რომ BBC-ის რადიოპიესების კონკურსიც სწორედ “ნავიგატორმა” მოიგო, რაც სულ არ არის პატარა საქმე.

Image result for ლაშა ბუღაძე ნავიგატორი

პიესის მთავარი გმირი, ქართული რეალობის კლასიკად ქცეული 40 წელს კარგახნის წინ გადაცილებული საშუალოსტატისტიკური “ბუნჩულა” როსტომია. აქვე უნდა გავუსვათ ხაზი, რომ როსტომი ბავშვობაში დედამ მიატოვა და მამა კიდევ ისეთი კაცია, როგორც როსტომი ამბობს, “მძიმე შემთხვევაა” და მოკლედ ამ ოჯახში ვინ ვისი გაზრდილია ძნელი გასარჩევია.

როსტომის კომპლექსების ბუკეტს, ავტორი იმდენად ორგანულად წარმოგვიჩენს, რომ თითქოს გასაგები ხდება მისი შინაგანი სამყარო ერთ წამში და ალბათ ეს ყველაზე ცუდია იმიტომ, რომ როსტომი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ნაცნობი ტიპია. “როსტომობა” საქართველოში ამ ასაკის მამაკაცების დიდი პროცენტის დაავადებაა რბილად რომ ვთქვათ.

სახლში “მძიმე შემთხვევა” მამა ჰყავს, სამსახურში კლარა რომელიც მოსწონს მაგრამ ვაი მაგ მოწონებას თავაზიანი გაპრანჭვის საშუალებასაც არ აძლევს. ძალიან საინტერესო პერსონაჟია ჯაყელი, რომელიც ერთადერთია, ვისთანაც როსტომი მეგობრობს. ის კიდევ მუდამ ნევროზს ებრძვის, მუდამ წამლებითაა გაჭყეპილი და ნერვიულად იფიცება ძმის სულს ყველა მეორე სიტყვაზე. ჯაყელმა იცის რომ ნევროზი აქვს და იჭყიპება წამლებით, ბოლოს კი ხვდები რომ როსტომსა და მას საერთო იმაზე მეტი აქვთ ვიდრე უბრალოდ თანამშრომლობა.

როსტომის მთელი ამბავი იმაშია, რომ სოციალურ გარემოში ადგილს ვერ პოულობს და დროთაგანმავლობაში მანქანის ნავიგატორთან უშუალო კონტაქტში შედის. ნავიგატორი იძენს არა მხოლოდ პირდაპირი არამედ გადატანითი მნიშვნელობით გზის მაჩვენებელის ფუნქციას. ნავიგატორს ქალის ხმა აქვს და რაც დრო გადის, როსტომი სულ უფრო დამოკიდებული ხდება მანქანის ნავიგატორზე. როსტომს მთელი თავისი ემოცია ამ ნავიგატორზე გადააქვს, მათ შორის სექსუალურიც.

თავად როსტომი ამბობს, რომ ნავიგატორთან ურთიერთობა ან ჰალუცინაციაა, რაც შიზოფრენიის ნიშანია, ან თანამშრომლის ხუმრობა. რაც საბოლოოდ პიესის მთავარი შეკითხვაა. როსტომის ცნობიერიცა და არაცნობიერიც მთლიანად ნავიგატორის გავლენის ქვეშ ექცევა და საბოლოოდ მასში აგრესია იმატებს, მის გარშემო რეალური და წარმოსახვითი სამყარო ერთმანეთში ირევა და საბოლოოდ კატასტროფამდე მიდის საქმე.

ჯაყელზე ტყუილად არ გამიმახვილებია ყურადღება. ჯაყელი რომელიც ნევროზით იტანჯება და მუდამ წამლებს სვამს, ბევრად უფრო ადეკვატური და თანმიმდევრული ადამიანია, ვიდრე როსტომი, რომელიც არ არის არც ფსიქოლოგის და არც ფსიქიატრის პაციენტი. სწორედ ჯაყელის მცდელობით, ნავიგატორთან კონტაქტში შევიდეს, ირკვევა სიმართლე როსტომის მდგომარეობის შესახებ.

ჯაყელი, იმდენ წამალს სვამს, წესით გაბრუებული უნდა იყოს და ბოლომდე რეალობასაც ვერ უნდა აღიქვამდეს, მაგრამ ნავიგატორი როსტომს ელაპარაკება და არა ჯაყელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ჩემი აზრით. მითუმეტეს, რომ როსტომი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომ კომპიუტერული სისტემა ეროტიკული ფანტაზიების ობიექტიც კი ხდება.

მძიმე ფსიქიკურ აშლილობამდე როსტომი სოციალურმა დაუკმაყოფილებლობამ და კომპლექსებმა მიიყვანა, რაზეც ლაშას სხვადასხვა დროს უკვე დაუწერია და შეიძლება ითქვას ყველაზე უკეთ გამოსდის. ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი მწერალია ამ მხრივ. თანაც საკუთარ სქესს კარგად იცნობს და დაუფარავად წერს მათ შესახებ.

მწერლის შინაგან კომპლექსებზე ვერაფერს ვიტყვი მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ ამდენად ღრმა რეფლექსიას იწვევს და საფუძვლიანად არის გაშიშვლებული ადამიანის შინაგანი შიშები და კომპლექსები, რომლებზეც ადამიანები (განსაკუთრებით მამაკაცები ) ხშირად არ საუბრობენ.

count)s კომენტარი »

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: