შიგთავსზე გადასვლა

პოსტმოდერნული ამოცნობანი

იშვიათად ყოფილა, რომ ერთი და ორი წლის წინ წაკითხულ წიგნში, პასუხები ამ დრომდე ვერ მეპოვოს. მახსოვს პოსტმოდერნიზმის კურსზე რამდენი ვიკამათეთ მე და ჩემმა ლექტორმა ჯულიან ბარნსის “დასასრულის განცდასთან” დაკავშირებით.

The Sense Of An Ending, Book by JULIAN BARNES (Paperback) | www.chapters.indigo.ca

“რატომ მოიკლა ედრიანმა თავი?” ამ კითხვით დღემდე მივმართავ ხოლმე ბარნსის მოყვარულებს და სულ ვეძებ ისეთ ადამიანს, ვინც დასაბუთებულად მიპასუხებს ამ კითხვაზე. სხვათა შორის, ლევან ბერძენიშვილს აქვს ძალიან საინტერესო და დამაჯერებელი ვერსია “ლიტერატურულ წახნაგებში” ბარნსის ამ წიგნთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ ედრიან ფინის სიკვდილი რეფლექცია იყო იმ თვითმკვლელობისა, რომლის მოწმენიც ფინი და მისი მეგობრები გახდნენ კოლეჯში სწავლისას. როგორც მისმა თანაკურსელმა, ედრიანმაც ვერ აიტანა, რომ “არასწორი ქალი” დააორსულაო. დამაჯერებლად ჟღერს მართლა! ერთია კიდევ, რომ სანამ უკეთეს პასუხს არ ვიპოვი, მეტი გზა არა მაქვს, უნდა ვენდო.

ბარნსი ჭკვიანი მწერალია, მინიშნებებით სავსე. ნაწარმოები ორ ნაწილად იყოფა. პირველი არის ბავშვობის ამბავი რომელსაც ტონი იხსენებს და სადაც სამი საუკეთესო მეგობარი ერთად არის. აქ ყველაფერი თითქოს გასაგებია, თუმცა იმის ფონზე, რომ მეგობრებს სექსუალურ ჭრილში გამოცდილების პრობლემა აქვთ, მათი თანაკურსელი თავს იკლავს რადგან თანატოლი გოგონა დააორსულა და სწორედ ეს არის პირველი მთავარი ტრამვა ბიჭების ცხოვრებაში.

ტონი ვებსტერი უკვე ასაკში იწყებს თავისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის ამბების გახსენებას. ვერონიკა, რომელიც ტონის შეყვარებული იყო შემდგომ ედრიანს მიჰყვება ცოლად. ტონი ზუსტად ისეთ წერილს წერს, როგორიც უნდა დაწერო როცა შენი შეყვარებული შენს საუკეთესო მეგობართან მიდის. :დ მახსოვს აუდიტორიაში ამ წერილის კითხვამ დიდი ემოციები რომ გამოიწვია და მას შემდეგ სულ მახსოვს რა საშინელებაა, როცა ვიღაც ასეთ წერილს გწერს. ამ წერილში ტონი მაგრად იწყევლება და ამბობს რომ არ შეიძლება ვერონიკასა და ედრიანის შვილი ჯანმრთელი იყოს.

ბედის ირონია იმაშია, რომ ზოგჯერ დაუფიქრებელი სიტყვები აგვიხდება ხოლმე, ნაწილობრივ მაინც. სანამ ამაზე ვიტყვი აქვე უნდა გავიხსენო ერთი მომენტი წიგნიდან როდესაც მეგობრები ვერონიკასთან არიან სახლში, ვერონიკას დედა კვერცხს წვავს და ამ დროს ყვითრი გასკდება. კვერცხი ნაყოფის სიმბოლოა, ხომ ვთქვი ბარნსი მინიშნებების მწერალია- მეთქი. ამავე სტუმრობის სცენებშია ნაჩვენები, როგორ უცნაურად ემშვიდობება ვერონიკას დედა ედრიანს და როცა ყველაფერი გაირკვევა სწორედ მაშინ ხვდება ტონი, რომ იმდენად ბრმაა, რომ საკუთარი ცხვირის წინ ვერაფერი დაინახა.

ტონიმ აღმოაჩინა, რომ მისი ცხელ გულზე წამოსროლილი წყევლა ახდა. ის უმცროს ედრიანს შეხვდა, რომელიც დაახლოებით აუტიზმის სპექტრის მსგავსი დაავადებითაა ავად და უფრო უცნაური ის არის, რომ ედრიანის შვილის დედა ვერონიკა კი არა ვერონიკას დედა აღმოჩნდა.

აი აქ არის მთავარი ამბავი. ის რასაც ბერძნები ანაგნორისმოსს ანუ ამოცნობას უწოდებენ. ამ ერთი წერტილის შემდეგ სურათი ძირფესვიანად იცვლება. ის რაც ტონის ეგონა, რომ იცოდა აბსოლუტურად არ აღმოჩნდა ის, რაშიც ამდენი ხანი დარწმუნებული იყო.

ბარნსი აპროტესტებდა პოსტმოდერნიზმისთვის მისი წიგნების მიკუთვნებას, მაგრამ ფაქტია რომ პოსტმოდერნული ჟანრის ყველა მახასიათებელს მშვენივრად აკმაყოფილებს წიგნი. თუ ვინმეს ოიდიპოსი გაგახსენდებათ წიგნის კითხვისას, მარტო არ ხართ. დედის ტოლ ქალს რომ თავი დავანებოთ, ოიდიპოსიც სწორედ მაშინ იგებს სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ, როდესაც ჰგონია, რომ ყველაფერი იცის.

ინგლისში, კათოლიკე მღვდელმა, როლანდ ნოქსმა დეტექტივისტიკის 10 მცნება რომ შეიმუშავა, იქიდან ერთ-ერთი იყო, რომ რომანის მთავარი გმირი, არ შეიძლება იყოს დამნაშავე, მთავარი გმირი ყოველთვის გამომძიებელია. აქ კი ამ წესს ცოტა შეცვლილი აქვს სახე. სიუჟეტს კრავს ტონი ვებსტერი, რომელიც იძიებს წარსულის ამბავს, წარსულში იქექება. მიუხედავად ამისა, ჩემი დაკვირვებით მთავარი თხრობა მაინც ედრიანსა და ვერონიკას გარშემო ტრიალებს.

შემიძლია ვთქვა, რომ ბარნსის ამ წიგნმა მე დამამარცხა. ალბათ კიდევ ბევრჯერ გადავიკითხავ და არასოდეს იქნება ბოლომდე ნათელი, თუმცა მშურს ყველასი, ვინც პირველად წაიკითხავთ. დეტექტივს პირველ პირში, როცა ნარატორი სინამდვილეში საკუთარ თავს ეძებს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: