შიგთავსზე გადასვლა

აკრძალული წიგნები

ლიტერატურული სამყაროსათვის ცენზურის თემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია. ხშირად ხდება ისე, რომ გარკვეული ტიპის წიგნებს სხვადასხვა მიზეზით ბლოკავენ და თუმცა წლების შემდეგ შეიძლება ამ წიგნმა ორმაგი პოპულარობა მოიპოვოს.

წიგნები, რომელთა ღირებულებაზე დღეს აღარ ვკამათობთ და ჩვენს თაროებზე საპატიო ადგილს იკავებენ, თავის დროზე დიდი განხილვის, სჯა-ბაასისა და ზოგჯერ კონფლიქტის მიზეზიც კი გამხდარა. აი, რა წიგნებზე მაქვს საუბარი.

ნუ მოკლავ ჯაფარას!
ამერიკული აბოლიციონისტური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შედევრი. რომელიც 1960 წელს გამოქვეყნდა, ჰანოვერის სკოლამ დაბლოკა. მათი თქმით, ჰარპერ ლის ეს ნაწარმოები “ამორალურია” და შესაბამისად არ გამოდგება ახალგაზრდა სტუდენტებისათვის სასწავლებლად.

ალასკას ძიებაში ჯონ გრინის ეს ნაწარმოები, დაიბლოკა სექსუალურ ნიადაგზე. წიგნში მრავლად არის სკაბრეზული მეტყველების ნიმუშები და რაც მთავარია აღწერილია მაილსისა და ლარას ორალური სექსის სცენა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა წიგნის დასაბლოკად.

ფრანით მორბენალი ჰალიდ ჰოსეინის ამ წიგნთან უამრავი პრეტენზია ჰქონდათ როგორც ჩანს. რელიგიური შეხედულებებიდან დაწყებული ჰომოსექსუალიზმითა და ზდემეტად გულახდილი ლექსიკით დამთავრებული. წიგნმა, ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციის სიაში, მეექვსე ადგილიდან მეშვიდე ადგილას გადმოინაცვლა.

თაგვებსა და ადამიანებზე ამ ნაწარმოებთან პრეტენზიები უკვე დიდიხანია რაც არსებობს. ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაციის თქმით ეს ერთი მხრივ ვულგარული წიგნია და ამავე დროს მასში ქალების მიმართ არასასურველი დამოკიდებულებაა გამოკვეთილი. დღესაც კი ეს წიგნი დიდი განსჯის საგანია ასოციაციაში და აკრძალული წიგნების სიას არ ტოვებს.

პერსეპოლისი მარჯან სატრაპის გრაფიკული რომანი დაბლოკილია ყველა სკოლაში ანტიისლამისტურობის მოტივი. მათი აზრით ვინც ამ საკითხზე მუშაობს, რომანი ისლამოფობიურ გრძნობებს აღვიძებს და რადიკალი ისლამისტების მიმართ არაკეთილგანწყობილია, რამაც შესაძლოა უხერხულობა გამოიწვიოს მუსლიმ სტუდენტებში.

დიდი გეტსბი ჩარლსტონის ბაპტისტური კოლეჯის მიერ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ამ ცნობილი რომანის დაბლოკვის მიზეზი სექსუალური ქვეტექსტი გახდა. მოყვანილია კონკრეტული მომენტი, როდესაც ნიქ ქაროუეი ბიუქენონებს პირველად ხვდება და მათთან სახლში ჯორდან ბექერიც არის. (აქ რა მოეჩვენათ არ ვიცი), მაგრამ ფაქტია რომ წიგნი აკრძალეს.

ცხოველების ფერმა დაბლოკილია არაბეთის გაერთიანებული ემირატების მიერ, რადგან სიუჟეტის მიხედვით, მათ ჩათვალეს, რომ ეს ისლამური სამყაროს მიმართ მიმართული მესიჯია.

რასაკვირველია, აქ მხოლოდ ნაწილია იმ წიგნებისა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით დაიბლოკა. საქართველოშიც იყო რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შეგვიძლია გავიხსენოთ, როგორც გახმაურებული წიგნების ამბავი, მაგრამ საბჭოთა კავშირის შემდეგ მთლად ცენზირებამდე საქმე აღარ მისულა. ასეთი იყო მამუკა ლეკიაშვილის პოეტური კრებული “მთვარე მაკოცე” ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი” და სხვები. ყველა რომანში შეიძლება ნახო რაღაც ისეთი, რის გამოც პროტესტი გაგიჩნდება, მაგრამ თუ წიგნში ყველაფერი კარგად და ლამაზადაა მაშინ ის წიგნი ლიტერატურა არ არის. არავინ დაწერს წიგნს შენს მეზობელ როზაზე, რომელიც 30 წელია ერთსა და იმავე დროს იღვიძებს ერთსა და იმავე გზას გადის სამსახურამდე და უკან, და ერთსა და იმავე დროს იძინებს.

ყველას, ვისზეც კი ოდესმე დაუწერიათ რაღაც სჭირდა და ეს არ ნიშნავს, რომ შენი ამბავი ლეგიტიმურია და მისი არა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: