შიგთავსზე გადასვლა

“სული რომ ამომდიოდა” ფოლკნერის ნარატიული ლაბირინთი

წიგნის სათაური აღებულია ჰომეროსის “ოდისეადან” თუ ფოლკნერს კარგად იცნობთ, შეამჩნევდით, რომ მისი გმირები, ძირითადად, სადღაც მიდიან და მუდამ უკან ბრუნდებიან ხოლმე. სათაურის ამბავიც არ უნდა გაგიკვირდეთ. ფოლკნერი მუდამ ართულებს საქმეს თავისი ინტერტექსტუალური თამაშებით და არც ეს წიგნია გამონაკლისი.

Image result for სული რომ ამოდიოდა

თხრობა იწყება მომაკვდავი ქალით, რომელის საძინებლის ფანჯარასთან, მისი უფროსი ვაჟი მისთვის კუბოს ამზადებს. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ბიბლიის მიხედვით, ქრისტე დურგალი იყო. ჩაქუჩის ყოველ დარტყმაზე ახლოვდება ედი ბარნდენის სიკვდილი და ყოველი დარტყმა გავლილ წამს უდრის. ეს პროცესი შეიძლება დავინახოთ როგორც გაცოცხლებული დრო, რომელიც მუდმივად ადამიანის საწინააღმდეგოდ მუშაობს.

ედის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახს მისი გვამი ჯეფერსონში მიაქვს. ეს ედის სურვილი იყო. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ოჯახი თითქმის უქონელია. ერთ ჯაგლაგ ცხენსა და ხის დასამუშავებელ იარაღებს თუ არ ჩავთვლით. ენსის კბილებიც კი არ აქვს და ამ დროს იმის მაგივრად რომ ედი სახლში, დაკრძალონ რაც ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა ათი დღის განმავლობაში მიაქვთ შორეულ გზაზე. შესამჩნევია, რომ ფოლკნერი ხაზს უსვამს პირობის შესრულების აუცილებლობას. პირობის, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.

Related image

.

ამ ათი დღის განმავლობაში ოჯახი უამრავ დაბრკოლებას გადის… გვამი გაივლის წყალსა და ცეცხლს და ბოლოს ამის შემდეგ მიაღწევს სასაფლაომდე. როგორც ვთქვით, ბანდრენების ოჯახი ათი დღის განმავლობაში მოგზაურობს. შეხსენება: ჰომეროსის სახლიდან გასვლის შემდეგ ათი წელი მოგზაურობაა, ხოლო ათი უკან დაბრუნება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ინტერტექსტის ამოსაკითხად.

მთავარი სიმბოლო, რომელსაც პირველივე წამს უნდა მივაქციოთ ყურადღება ეს არის ბანდრენების ნაბოლარა შვილის ვარდმანის ფრაზა “დედაჩემი თევზია” რომელსაც იგი განსაკუთრებული სიხშირით იმეორებს. ეს ალუზია რომ გავიგოთ, აუცილებელია გავიხსენოთ წინაქრისტიანული ხანის იკონოგრაფია, რომელსაც კატაკომბურს უწოდებდნენ. ამ პერიოდში ქრისტიანებს შემუშავებული ჰქონდათ სიმბოლური იკონური ნიშნები და ამ სისტემაში თევზი ქრისტეს აღნიშნავდა (ბერძნ. ιχθυσ)

მთლიანად შინაარსს რომ არ გავყვე, რამდენიმე სიტყვით ტექსტობრივ ნაწილზე. ძირითადი ნარატორი არის დარლ ბანდრენი თუმცა ფოლკნერი რამოდენიმე ხედვის წერტილს იყენებს რაც სიუჟეტს კონსტრუქციულად ართულებს და ედის (გარდაცვლილს) სიუჟეტის ცენტრად წარმოადგენს.

ყოველ გმირს თავისი დამოკიდებულება აქვს სიკვდილისა და სიცოცხლის მიმართ. ზოგიერთ გარდაცვლილს იმაზე მეტი აქვს სათქმელი ვიდრე მას ვისაც ცოცხალი ჰქვია. ნაყოფი რომელიც არასასურველია ცოცხლებს კიდევ უფრო აახლოებს სიკვდილთან. იმ ათი დღის განმავლობაში ცოცხლებმა სიკვდილი ტვირთად ატარეს და თავიანთ თავზე გამოსცადეს მაშინ, როდესაც გარდაცვლილმა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც იცხოვრა, იცხოვრა ნიშნავს, რომ ცოცხლების ცხოვრებაზე მოახდინა ზემოქმედება იმდენად, რამდენადაც თავად მათ ვერ შეძლეს სიცოცხლესთან გამკლავება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: