შიგთავსზე გადასვლა

სპოილერებს არავართ ძმაო…

რამოდენიმე წლის წინ, ქართულ რეალობაში გაჩნდა სიტყვა “სპოილერი” და მყარადაც დამკვიდრდა. ეს სიტყვა ინგლისური ენიდან გახლავთ და პირდაპირი თარგმანით “გადმოღვრას” ნიშნავს. ისე კი, ნარატიული ან ვიზუალური მედიიდან ინფორმაციის წინასწარ გაჟონვაა. ასე მაგალითად, კითხულობ წიგნს, გასულიხარ ბოლოს წინა თავზე, და უცებ მოდის ვიღაც მეგობარი და გეუბნება, “აუ, რა მაგრა გამიტყდა ბოლოს ზაზულიმ ზიზიკო რომ დაახრჩო…..” და მორჩა მთელი ამბავი გააფუჭა. როგორც ჩემი უფროსი მეგობარი იტყოდა: რატო, შვილო, ბავშვობაში არ გეფერებოდნენ? ხომ შეიძლება ამბავი ბოლომდე მიმაყვანინო…….

Looking at you Jeremy Zag!

ცოდვა გამხელილი ჯობია, და ერთხელ მე დამემართა. ჩემი ერთ-ერთი ლექტორი, რომელიც ლიტერატურულ კრიტიკას მასწავლიდა “სამეფო კარის თამაშების” გულანთებული მაყურებელი გახლდათ, შესვენებაზე მიყვება ამბავს როგორ დაურეკეს და წინასწარ გააგებინეს ჯონ სნოუს სიკვდილის ამბავი. მე ამ დროს ამაყად ვეთანხმები ყველა არასასიამოვნო ეპითეტში რითაც მესპოილერეს ამკობს და ვეუბნები სრული სიამაყით -მეც მყავს ეგეთი დაქალი, ჯერ სნოუს სიკვდილზე მატირა და მერე მითხრა კიტ ჰარინგტონს პროექტის დასრულებამდე თმის შეჭრა ეკრძალებაო……_ წარმოუდგენელი მასშტაბის პაუზა….._ნუ, აი , რა ქენი ახლა ეს?- ამის მერე კარგახანს პირმოკუმული დავდიოდი და ვცდილობდი ხმა ჩამეწყვიტა მსგავს თემებზე.

აი ლიტერატურაში, არსებობს ტექსტები, რომლებთანაც “სპოილერებს არავართ ძმაო!” არ მუშაობს. რა დიდი მიხვედრილობა და დიდი კვლევა ჭირდება იმას, რომ ანა კარენინა თუ არის თავი უნდა მოიკლას. თუ ოიდიპოსია მოკლავს მამას და დედას მოიყვანს ცოლად აბა რას იზამს. შესაბამისად, სპოილერი ძალიან უცნაური ცნებაა და ყველა შემთხვევაში არ გამოდის სპოილერის გარეშე.

ზოგიერთი ადამიანისგან გამიგია, ჩემზე სპოილერი დადებითად მოქმედებს და უფრო ვინტერესდებიო. საკმაოდ რთულია ალალ ბედზე შერჩეულ წიგნში ფული გადაიხადო. ასე თუ ისე, რაღაც მაინც ვიცით ხოლმე წინასწარ იმ წიგნზე, რომელსაც ვყიდულობთ. მოკლედ, მთლად უსპოილეროდ ცხოვრება არ გამოდის, მაგრამ ბოროტული “ჩასპოილერება” მაინც არაა კორექტული საქციელი.

ლიტერატურათმცოდნეები ძირითადად ტექსტის ცალკეულ ასპექტებს განიხილავენ და ამ დროს გათვალისწინებულია, რომ ნაშრომის ადრესატს უკვე წაკითხული უნდა ჰქონდეს ნაწარმოები, ამიტომ ჩვენ ნაკლებად გვეშინია ხოლმე სპოილერების.

ყოველი ახალი ლიტერატურული ტექსტი შეიცავს რაღაც უკვე ძალიან ნაცნობს, ამიტომ არ არსებობს სრული უსპოილერობა ლიტერატურაში. ეს კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია.

ჩემი ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ ზოგჯერ მართლა უნებლიე ინფორმაციას გავცემთ ხოლმე და ჩემს შეცდომას სახლში ნუ გაიმეორებთ. მოკლედ, ნუ შობით მასთე ! ყველა წიგნი, ფილმი თუ სერიალი გარდა ძირითადი ჩარჩოსი ინდივიდუალური აღქმის საგანიცაა და ამიტომ ყველა განხილვა (მათშორის ჩემიც) იმათ მიმართ უნდა იყოს მიმართული, ვინც ტექსტს კარგად იცნობს. ასეთ შემთხვევაში, ერთია რომ სპოილერი სპოილერი არ არის და მეორე, არც გვჭირდება შინაარსის თხრობით მოყოლა, იმისთვის რომ ვისაუბროთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: