შიგთავსზე გადასვლა

ამ წიგნმა არ გაამართლა

რამდენჯერ მომხდარა, შედიხარ წიგნის მაღაზიაში, ხარჯავ ფულს სქელტანიან ლამაზად გაფორმებულ წიგნზე, ასევე საინტერესო ანოტაციით, გგონია რომ წინ საინტერესო მოგზაურობა გელის და როგორცკი თბილად მოკალათდები საკითხავად და გადაშლი ამ წიგნს……….

John Sandoe Books. These are 15 of the most beautiful bookshops in London. London is home to some of the most beautiful bookshops in the world. These are all independent bookshops in London and they stock a variety of old and new, fiction and non-fiction etc. Perfect for bookworms in London! #whatshotblog #bookshopporn #bookstagram #bookshops #travelLondon

ვერავინ ვერასოდეს ამიხსნის რატომ უნდა ვეტანჯო წიგნს, რომლის ავტორსაც, ჰგონია, რომ ახალი ბორბალი გამოიგონა. ამაში ხშირად მეგობრებიც ხელს გვიწყობენ. ატყდება ერთი ამბავი რომელიმე მაყვალა საყვარლაშვილის რაღაცა წიგნზე და ყველა ამაზე საუბრობს. მიდიხარ, ყიდულობ და მერე ამბობ არ გაამართლაო, როგორც გურიაში ცხელმა წყალმა.

ბესტსელერების ამბავზე უკვე მაქვს ერთი პოსტი ამ ბლოგზე, მაგრამ ახლა იმაზე ვისაუბროთ რა არის თავად ბესტსელერი. ის, რომ ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რამ ხდება ბესტსელერი, მარტივი ჭეშმარიტებაა. ყველა ქვეყანაში ადამიანებს სხვადასხვა რამ აყენებს ჭკუიდან და ამის მარტივი მაგალითია საქართველო, რომელშიც თემები: სექსი, რელიგია და მოწყვლადი ან/და შშმ. პირების ამბები სრულ აჟიოტაჟს იწვევს ხოლმე. ასეთივე მწვავე თემაა ტრადიციებიც თუმცა ამაზე ცალკე საუბარი არ არის საჭირო, რადგან ძირითადი წილი ტრადიციებისა ისევ სექსსა და რელიგიას უკავშირდება.

ამის პარალელურად, სხვა ქვეყნებში ადამიანებს სხვა რამ აგდებთ ხოლმე ეიფორიაში და ეს აბსოლუტურად გასაგებია, რადგან მათი საზოგადოებრივი ცნობიერება სხვანაირი მოწყობისაა. ასე მაგალითად, არსებობს ქვეყნები სადაც რომ მოვყვებით რატომ ცხოვრობს ერთ “ხრუშჩოვკაში” სამი თაობა ერთი გვარისა და რატომ არის ბაბუას გადასაწყვეტი რომელ საათზე იძინებს შვილიშვილის ცოლი ნამდვილად გიჟებად შეგვრაცხავენ და მართლებიც იქნებიან სავარაუდოდ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ 30-ის კარგახნის წინ გადაცილებული ზაზას მთელ შემოსავალს დედიკოს მოცემული სიგარეტის და ნაშოჩკის დასაპატიჟებელი ფული შეადგენს და ამ 30-ის კარგახნის წინ გადაცილებულს დედიკო დაქალებთან პირველი პირის მრავლობით რიცხვში მოიხსენიებს.

Foster Books - Best Bookshops in London

ეს ყველაფერი ქართველებისთვის ჩვეულებრივი, ყოფითი ამბებია. აქ ვიღაც იტყოდა აბა როგორ უნდა იყოსო, ხოლო ევროპის დიდი ნაწილისთვის ეს ცოტა გაუგებარი ამბავია.

მეორე მხრივ, ლიტერატურა, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა და არ გულისხმობს რაღაც უჩვეულოს არ ვარგა. არ ვარგა იმიტომ რომ ის რაც უკვე ძალიან კარგად ვიცით, თუ ისე არ დაწერე რომ რაღაც ახალს ატარებდეს თავის თავში, არ გამოვა.

საბოლოოდ ის რასაც ჩვენ ბესტსელერებს ვეძახით და მკითხველთა სამყაროს მასიურ აწყვეტას იწვევს ხოლმე არ ნიშნავს აუცილებლად დიდ ლიტერატურას. ეს არის ავტორის, თემისა და კონტექსტის მარკეტინგულად შეფუთული ნაჯვარი. რომელიც ხან არის მხატვრულად გამართული ხან არა, მაგრამ ფაქტია, რომ კომერციას გვერდს ვერ ავუვლით და ამიტომ ნებისმიერი წიგნი, რომელსაც ვყიდულობთ, ათობით ადამიანის მიერ დამუშავებული, შეიძლება აღმოჩნდეს ის ერთი, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით ან ყველაზე ახლო კალენდარულ დროში არსებული დაბადების დღის საჩუქარზე დაზოგილი ფული. ნუ შეგრცხვებათ ასეთი წიგნების გაჩუქება. იქ შეიძლება გაამართლოს. ყველა ერთნაირი მკითხველი ხომ არ არის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: