შიგთავსზე გადასვლა

ღამის მატარებელი-მოტივის მნიშვნელობა

ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ჯგუფში შეკითხვა დაისვა. რას მოითხოვთ ქართველი  თანამედროვე მწერლებისგანო.  მაგალითად მე, ვერ ვიტან როდესაც ავტორი მეპრანჭტყვარცალება და თვითტკბობაში გადადის. ამაღლებული ენით დაწერილ გადამტკბარ რომანტიკას ჩემი გული ვერ უძლებს ხოლმე. ვფიქრობ რომ წიგნი  დიდი სიშლეგეების შესახებ უნდა იწერებოდეს და ასეთ რამეებზე ზედმეტი სერიოზულობით წერა, ემოციის უფრო დასამძიმებლად უბრალოდ სასაცილოა.

Image result for night train martin amis

პირველი რაც ამ პატარა რომანში მომეწონა სწორედ ეს იყო. აბსოლუტური გულწრფელობით, ყოველგვარი შელამაზებისა და ჩუქურთმების გარეშე მოყოლილი ამბავი, სწორედ იმით ახდენდა ზეგავლენას, რომ ავტორი თავისი ემოციებით არ მაწუხებდა.

მაიკ ჰულიჰანი  ცხოვრებისაგან მაგრად ნათრევი, მოძალადე მამისა და კიდევ უარესი საყვარლებისგან გაბეზრებული ალკოჰოლიკი ქალია, თანაც პოლიციელი. ის მეგობრისა და უფროსი კოლეგის თხოვნით  მკვლელობას იძიებს.  გარდაცვლილი ახალგაზრდა   ლამაზი ქალია, ზემოთხსენებული მეგობრის შვილი. პირველივე დათვალიერების შემდეგ ჩანს რომ ეს მკვლელობა კი არა თვითმკვლელობაა და აქ იწყება მთავარი ამბავიც.  ქალს რომელსაც ყველაფერი ჰქონდა იმისთვის რომ ბედნიერი ყოფილიყო, სამსახურშიცა და პირად ცხოვრებაშიც, რატომ შეიძლებოდა მოეკლა თავი როცა მეორე მხრივ არსებობს მაიკი თავისი გასიებული ღვიძლით და წარსულის კოშმარებით და მაინც ცოცხალი? 

რომანის მთავარი ხაზიც ეს ორი პარალელური  სიუჟეტია.  თითქოს ერთმანეთის საპირისპირო შემთხვევებს  იმაზე მეტი აქვთ საერთო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ეს ორი პერსონაჟი ერთი და იმავე  მოცემულობის ორი შესაძლო განვითარებაა. 

თუ ადამიანი თავს იკლავს მოტივიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ეს ავტორმაც და მისმა მკვდარმა პერსონაჟმაც ძალიან კარგად იცოდნენ.  არსებობს ვერსია, რომ გარდაცვლილი ლითიუმს მოიხმარდა, თუმცა ამავე წარმატებით შეგვიძლია მივიჩნიოთ რომ ეს მხოლოდ ბუტაფორიაა იმისათვის, რომ თვითმკვლელობის მოტივი გამოკვეთილიყო და როგორც ჩანს, ამაზე გარდაცვლილმა წინასწარ იზრუნა. ასეთი სიზუსტით დაგეგმილი თვითმკვლელობა კი სწორედ იმის ნიშანია, რომ ის აბსოლუტურად საღ გონებაზე მყოფი აკეთებდა ყველაფერს და შესაბამისად ლითიუმიც არ უნდა დაჭირვებოდა.

ასეთი პატარ-პატარა დეტალებით აწყობილი სიუჟეტის ფონზე მაიკის საძინებელს მატარებლის ხმაური  არღვევს პერიოდულად. ეს ის ხმაურია რომელიც  დროდადრო შემოგეჭრება  ცხოვრებაში და შეგაწყვეტინებს.  სიმბოლური თვალსაზრისით ეს თვითმკვლელობის ანალოგიაა, რომელიც ასე ახლოს არის მაიკთან მაგრამ  თავს მაინც ის იკლავს ვინც ყველაზე ბედნიერი  და უზრუნველი ჩანს  შორიდან.  ცხოვრების მარტივ ჭეშმარიტებაზე ისე წერა, რომ ეს ყველაფერი ცირკს არ დაემსგავსოს და არც არავის ჰგავდეს დიდი მიღწევაა,რადგან  რაც უფრო გაცვეთილია თემა მით რთულია მწერლის მხრიდან მისი სწორად შეფუთვა. იმ სიმსუბუქით რა სიმსუბუქითაც ემისი ამ რომანს წერს კიდევ უფრო ხაზი ესმევა  თემის ტრაგიზმსაც და  იმასაც, რომ ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტორს კონკრეტული სამოქმედო არეალი მითითებული არ აქვს ეს კიდევ უფრო სარწმუნო ამბავი ხდება. როცა ერთი ამოსუნთქვით წასაკითხ წიგნებზე ვსაუბრობთ, ძირითადად  მარტივი და გულის გადასაყოლებელი წიგნები გვახსენდება. ეს კი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხისა და მნიშვნელოვანის საუკეთესო შეხამებაა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: