ჯაზის ერის სისასტიკენი “დიდი გეტსბი”
ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანში „ დიდი გეთსბი“ ასახულია ამერიკის შეერთებული შტატების პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ცხოვრება. ამ ეპოქას მოიხსენიებენ სწორედ „ჯაზის ერად“. ტერმინი ჯაზის ერა აღნიშნავს აშშ.-ში ჯაზის მიმდინარეობის აყვავებისა და ყოფით ცხოვრებაში შეტანილი ჯაზის ელემენტების ხანას. ამ ყველაფერს ჩვენ ფიცჯერალდის რომანიდან „დიდი გეთსბი“ ნათლად ვხედავთ.

რომანში ნათლად ჩანს ის ფასეულობათა აღრევა, რომელიც ამ ეპოქისათვის ჩვეულ მოვლენად ითვლება. ერთი მხრივ თავისუფლება მეორე მხრივ კი სტატუსებითა და ვალდებულებებით სავსე ყოფა რომელიც მთლიანად მატერიალიზებულია. ლიტერატურაში საკმაოდ დამაჯერებლად ასახა ავტორმა. სოციალურ ფენათა შორის არსებული დიდი უფსკრული და ის აზრი, რომ ფუფუნებასა და განცხრომაში მცხოვრები ადამიანისათვის თავისუფლება (როგორც პირადი ასევე სოციალური გაგებით) ადვილი მისაღწევია ხოლო სოციალურად დაბალ საფეხურზე მდგომთ მისჯილი აქვთ იყვნენ დამოკიდებული მაღალი საზოგადოების სურვილებზე ფიცჯერალდისთვის მნიშვნელოვანია და იგი ხაზს უსვამს რასობრივ დისკრიმინაციას მიუხედავად იმისა, რომ ჯაზი როგორც შავკანიანთა მუსიკა მთელი ეპოქის სიმბოლოდ არის ქცეული და ყველა მათგანის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია.
თავისუფლება, რომელთანაც ჯაზის მუსიკა ასოცირდება ჯორდან ბექერის სახით ნათლად ჩანს რომანის დასაწყისიდანვე, როდესაც გაუთხოვარი, იდეალური სპორტსმენი (გოლფის მოთამაშე) მდიდარი ქალი, რომელიც თავის სპორტულ კარიერაშია თავიდან ბოლომდე ჩართული, ტომ ბიუქენენის მხრიდან ირონიული გაკილვის ობიექტია.
დეიზი რომელიც ნატრობს რომ მისი შვილი ჭკვიანი არ იყოს, იმ ცხოვრებისათვის, რომელიც დეიზის აზრით სრულად შეესაბამება ახალგაზრდა ლედის საოცნებო მომავალს საერთოდ არ სჭირდება რომ ჭკვიანი იყოს. ის რომ დეიზი საკუთარ ქმარს „ ვეება ოყლაყს“ (გვ 13 )უწოდებს სხვა ადამიანების გარემოცვაში გვანიშნებს იმაზე, რომ დეიზის ქორწინებას არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან და ეს წმინდა წყლის მატერიალიზმია, ასევე ფუფუნებისა და განდიდების სურვილია ტომ ბიუქენენის მთავარი მახასიათებელიც, რა თქმა უნდა თუ გავიხსენებთ როგორი ოჯახის შვილია და რა გამეტებით ცდილობს ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას.

და გეთსბი, რომლისთვისაც სიყვარული გახდა სტიმული მიეღწია იმისთვის, რაც მისი წარმომავლობის მქონე ადამიანისათვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ერთი მხრივ ეს შეიძლება კომპლექსადაც შეფასდეს, თუმცა ჯეი გეთსბის პერსონაჟი იმ მწვანე შუქურასავითაა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო. შუქურა როგორც გზის მაჩვენებელი, მწვანე შუქი როგორც ხსნილი გზა მხოლოდ წინ.
ნაწარმოები თავისთავად ჯაზივით მრავალფეროვანია, თავისი მრავალფეროვანი გმირებითა და მათი არაპროგნოზირებადი ნაბიჯებით რომლებიც უზადო გარეგნული წყობის შიგნით იმალება.
პირველი ეკრანიზაცია 1974 წელს. რეჟისორი: ჯეკ კლეიტონი
მთავარი როლები: რობერტ რედფორდი და მია ფეროუ
დახვეწილობა, ნაკლები სიმკვეთრე, ნაკლები აქცენტი ვიზუალურ ეფექტებსა და გმირების გამორჩეულ გარეგნობაზე. შედარებით დაბალი და მშვიდი
ტემპი აადვილებს ფილმის ნამდვილი შინაარსის გაგებას.
მეორე ეკრანიზაცია 2013წელი რეჟისორი: ბაზ ლურმანი
მთავარი როლები: ლეონარდო დი კაპრიო
ტობი მაკგუაიერი
კერი მალიგანი
გარემო არ შეესაბამება 20იანი წლების ამერიკას ფილმი დატვირთულია ვიზუალური/კომპიუტერული გრაფიკით კოსტიუმების ნაწილი ზედმეტად გადატვირთულია და გმირებს არადამაჯერებელს ხდის
ტექსტების ნაწილი პირდაპირაა გადმოტანილი ლიტერატურული პირველწყაროდან.
თავად რომანი საინტერესოა იმითაც, რომ მასში ადამიანები მარტო არიან დარჩენილნი ახალ მორალურ სტანდარტებთან. თავზეხელაღებული მხიარულებისა და ზღვარგადასული უდარდელობის მიღმა გრძნობებისაგან დაცლილი, მატერიალური ურთიერთკავშირები იმალება. გეტსბის დაკრძალვაზე მხოლოდ ნიკ ქერეუეი მივიდა ხოლო დეიზის, ვისგამოც გეტსბიმ იცხოვრა ისე, როგორც იცხოვრა არც დაურეკავს. მთელი ქალაქი მოიხმარდა გეტსბის დიდებას ის კი მარტოობაში გარდაიცვალა. ტომ ბიუქენენსაც ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის არ არსებობს უბედურება, რომელიც გარდატეხას მოახდენს მასში. ტომი და დეიზი სწორედ ასეთი ადამიანები არიან.