შიგთავსზე გადასვლა

ლო ლი ტა

სიტყვა უდიდესი ძალაა. სიტყვას შეუძლია ჰუმბერტ ჰუმბერტისნაირი არამზადა, პედოფილი სულ სხვაგვარად წარმოაჩინოს. ვინც მას იცნობთ დამეთანხმებით. ჰუმბერტი ალბათ ჩვეულებრივი ლიტერატურის მასწავლებელი იქნებოდა ჯერ კიდევ ცამეტი წლის ასაკში ანაბელ ლის, ანაბელის სიკვდილს რომ არ მიეყენებინა ტრამვა. ანაბელი ტიფით გარდაიცვალა. დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს ედგარ ალან პოს ანაბელ ლის გავლენას,მაგრამ ეს ანაბელ ლი სხვანაირად იწერება.

ლოლიტა, დოლორეს ჰეიზი, ნიმფეტი, როგორც ჰუმბერტი მას ეძახის. ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა სხვა თორმეტი წლის გოგონებისაგან, მაგრამ ჰუმბერტ ჰუმბერტისთვის სატანჯველად არის ქცეული. ჰუმბერტისთვის ლოლიტა ვნების ობიექტია და დამოუკიდებლად თითქოს არც არსებობს. მთელი რომანის განმავლობაში ლოლიტა ყველაზე თვალსაჩინო ცვლილებას განიცდის. პატარა ნიმფეტიდან ცხოვრებისაგან შელახულ და გადაღლილ ორსულ ქალად გადაიქცევა. ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო, რადგან ლოლიტა თავისთავად გამორჩეული არაფრით ყოფილა. ის მხოლოდ იმ პრიზმაში იყო განსხვავებული, რომელშიც მას ჰუმბერტ ჰუმბერტი ხედავდა.

ჰუმბერტი შეპყრობილია ნიმფეტებით. ეს მისი ავადმყოფობაა. ამიტომ ამბობს ჯონ რეი წინასიტყვაობაში, რომ ჰუმბერტის მემუარები ფსიქოანალიტიკოსებისათვის ნამდვილი საჩუქარია. თუმცა, თავად რომანში ნაჩვენებია ე.წ. ფსიქოლოგის მისის პრატის წუხილი იმის შესახებ, რომ ლოლიტა თავისი ასაკის ბიჭებთან არ ურთიერთობს და საერთოდ მათთვის გაუგებარია რა იცის ლოლიტამ სქესობრივი მომწიფების შესახებ. მოცემულ კონტექსტში ეს საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს რა თქმა უნდა.

Image result for nabokov lolita

მთელი მოგზაურობის მანძილზე, მუდამ იგრძნობა რომ ჰუმბერტსა და ლოლიტას ვიღაც მოჰყვებათ უკან. ეს კლერ ქუილთია, რომელიც ლოლიტასთან დასაახლოებლად კოლეჯის სპექტაკლს იყენებს. კლერ ქუილთი ჰუმბერტ ჰუმბერტის ზუსტი ანარეკლია ოღონდ უფრო შავი ვიდრე თავად ჰუმბერტი. მსგავსად ამაზრზენ პერსონაჟს, როგორიც ქუილთია იშვიათად თუ შევხვედრივარ ლიტერატურაში და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰუმბერტი კლავს ქუილთის. რა თქმა უნდა ჰუმბერტმა გულის სიღრმეში მშვენივრად იცის, რომ კლერ ქუილთისგან არაფრით განსხვავდება და საკუთარ თავს ხედავს კიდეც მასში. ამიტომ, ქუილთის მკვლელობა თავისთავად ნიშნავს ჰუმბერტის თვითმკვლელობას. საინტერესო და საყურადღებო ფაქტია, რომ კლერ ქუილთის თანაშემწის, ვივიან დარქბლუმის სახელი და გვარი ვლადიმირ ნაბოკოვის ანაგრამაა.

მთელი წიგნის განმავლობაში ჰუმბერტი ცდილობს გააკონტროლოს საკუთარი სურვილები. თითქოს რაღაცის შეცვლა უნდა მაგრამ ძალა არ ჰყოფნის. კლერ ქუილთის მკვლელობისთვის დაპატიმრებული კი ზუსტად აცნობიერებს სად არის და რატომ. აქვე აღსანიშნავია ციხის სიმბოლიკაც. ჰუმბერტი ციხეში მოხვედრამდეც ისეთივე ტყვეობაში იყო, როგორც იქ მოხვედრის შემდეგ. ეს ჰუმბერტის განსხეულებული სასჯელია. ის მუდმივად საკუთარი თავის ტყვეობაში იყო და ახლა როცა მართლა დააპატიმრეს ცხოვრებაში პირველად შეუძლია თავისუფლად იგრძნოს თავი იმ იმ ბნელ მხარესთან ერთად რომელსაც მუდამ მალავდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: